წარსულის გამოცანა – არსებობდა თუ არა ატლანტიდა

არავინ იცის, სად მდებარეობდა ლეგენდარული ატლანტიდა და არსებობდა თუ არა საერთოდ.

თანამედროვე ავტორები მის მდებარეობას ბერმუდის სამკუთხედში,ჰელგოლანდში,ჰოლანდიაში,ყირიმში,მეკლენბურგში
და კიდევ დაახლოებით 50 სხვადასხვა მხარეში ვარაუდობენ.გერმანელი არქეოლოგის,ებერჰარდ ცაგერის აზრით,ატლანტიდა იგივე ანტიკური ქალაქი ტროაა,რომელიც ბერძენი პოეტის,ჰომერორის მიხედვით,დაახლოებით ქრისტეშობამდე 1300 წელს განადგურდა.უფრო სარწმუნოდ ჟღერს თეზისი,რომ ატლანტიდა იყო ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე მდებარე ქალაქი სანტორინი,რომელიც ქრისტეშობამდე დაახლოებით 1650 წელს ვულანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.

თურმე,ატლანტიდის ოკეანეში ,,ჰერაკლეს სვეტების” (ასე უწოდებნდნენ ანტიკურ ხანაში აფრიკასა და ესპანეთს შორის მდებარე გიბლარტარის სრუტეს) მიღმა მდებარეობდა დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული კუნძული ატლანტიდა,რაზეც მოგვითხრობს ბერძენი მოაზროვნე პლატონი (ქრისტეშობამდე 427-347 წლები) და ამასთან,იმოწმებს ეგვიპტელი ქურუმების უძველეს გადმოცემებს.პლატონი აღწერს რომ,ატლანტიდა იყო ნაყოფიერი,ცხოველებითა და ნაირნაირი სურნელოვანი მცენარეებით,ასევე მიწის წიაღისეულით მდიდარი კუნძული.მისი დედაქალაქი მდებარეობდა გაშლილ,ხელოვნური წყლით გარშემორტყმულ ვაკეზე,რომლის ცენტრსაც წარმოადგენდა დიდებული,ციხესიმაგრის მსგავსი მეფის სასახლე.სასახლეს წრიულად გარს ერტყა ზღვაში გამავალი სამი ხიდებიანი და ერთი მთავარი გადახურული არხი,ასევე,უზარმაზარი წრიული გალავნები,რომლებიც მბრწყინავი მეტალით (პლატონი აქ ახსენებს ჩვენთვის გაუგებარ – ,,მთის მადნას”) იყო მოპირკეთებული.ატლანტიდელები კარგი მეზღვაურები და მეომრები იყვნენ,მაგრამ როცა ქალაქ ათენს თავს დაესხნენ,ბერძნებმა დაამარცხეს ისინი.მალე ამას მოჰყვა დიდი კატასტროფა: მოხდა მიწისძვრა,ზღვამ წალეკა მიწა და ერთ დღე-ღამეში ჩაიძირა.ეს ამბავი,ერთი ეგვიპტელი ქურუმის ცნობით,დაახლოებით 9000 წლის წინათ მოხდა.დღევანდელი გამოთვლით (თუ გავითვალისწინებთ რომ პლატონი 2356 წლის წინ ცხოვრობდა) ეს ყველაფერი 11506 წლის წინ უნდა მომხდარიყო.
ოდესღაც,შორეულ წარსულში,ატლანტიდის არსებობა ისტორიის უდიდესი საიდუმლოებათა რიცხვს მიეკუთვნება.საუკუნეების მანძილზე პლატონის მონათხრობი ფანტაზიას ფართო გასაქანს აძლევდა.5000-ზე ბევრად მეტი წიგნი დაიწერა.ატლანტიდის შესახებ და ყვფელა ავტორის სინამდვილედ მიიჩნევს პლატონის ნაამბობს.ატლანტიდის ყველაზე შთამეჭდავ განმარტებას გვთავაზობს ამერიკელი დიპლომატის,იგნატიუს დონელის,წიგნი ,,ატლანტიდა,დროგადასული სამყარო”,რომელიც 1882 წელს გამოიცა.მოგვიანებით სხვა ავტორებმაც აიტაცეს ეს იდეა და განავრცეს: მათ ატლანტიდის სახით წარმოაჩინეს ტექნიკურად მაღალ საფეხურზე მდგომი ცივილიზაცია,რომლის შესაძლებლობებიც ჩვენსას ბევრად აღემატებოდა და რომელიც კოსმონავტიკის,ატომური ენერგიისა და ზებუნებრივი ძალების ცოდნასაც კი ფლობდა.

ატლანტიდის გარდა,ბევრი ზღაბრულად ჩაძირული ტერიტორია არსებობს.მაგალითად:ბალტიის ზღვის გერმანულ სანაპირო ზოლში ქალაქი ვინეტა უნდა არსებულიყო.ინგლისის კორნუოლის წინ – ლიონესის სამეფო,ბოლო ინდოეთის ოკეანეში მთელი კონტინენტი ლემურია უნდა ჩაძირულიყო.ჩრდილოეთფრიგიული სავაჭრო ქალაქი რუნგჰოლტი კი ნამდვილად არსებობდა; ის 1362 წელს ძლიერი ქარიშხლის მსხვერპლი გახდა.

ამ ცოდნის ნაწილი თითქოსდა სხვა კულტურებს გადაეცათ,მაგალითად:ეგვიპტურ და ძველ ამერიკულ ცივილიზაციებს და ბევრ სხვა რამესთან ერთად დიდი ნაგებობების აშენების მიდრეკილებაში გამოვლინდა.მართლაც,თვალშისაცემია ძველი და ახალ სამყაროში მაღალგანვითარებულ კულტურათა შორის ზოგიერთი საოცარი მსგავსება,მაგალითად:პირამიდების აგების,ვარსკვლავებზე დაკვირვების და მზის,როგორც უზენაესი ღმერთის თაყვანისცემის ტრადიცია.
პრობლემას კი თარიღები წარმოადგენს – 11355 წლის,დაბეჯითებით შეიძლება ითქვას,არ არსებობდა არც ეგვიპტე და არც ათენი,რომლებსაც პლატონის თხზულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.სწორედ მაშინ დამთავრდა დედამიწაზე გამყინვარების პერიოდი და მანამდე მყინვარებით დაფარული ევროპის სხვადასხვა მხარე ნელ-ნელა ისევ მწვანით შეიმოსა.ამის გამო,ადრევე გამოვითქვა მოსაზრება,რომ ეგვიპტელმა ქურუმებმა წლები კი არა – თვეები იგულისხმეს.გამოდის,რომ ატლანტიდის ჩაძირვა ქრისტეშობამდე 1350 წლით უნდა დავათრიღოთ.თუცმა,გეოლოგიური მონაცემებით,იმ დროისთვის ატლანტის ოკეანეში არ დასტურდება დიდი კუნძულის არსებობა,რომელიც მიახლოებით მაინც დაემთხვეოდა პლატონის მიერ აღცერილს.ამრიგად,ატლანტიდის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია…

P.S იმედია მოგეწონათ :dabneuli: არავითარი copy paste არ არის…მე თვითონ ვიწვალე და რამის თითები დავიმტვრიე :yes: ძალიან გთხოვთ შემიფასოთ ნამუშევარი :)


ავტორი: qetusha

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC