საკითხავისასარგებლო

Top 10 უდიდესი ისტორიული მეომრები

ეს სია გახლავთ ანტიკური ხანისა და თანამედროვე ისტორიის მებრძოლების კომბინაცია.

10. აცტეკები

აცტეკები – მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დააარსეს ქ. ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო). 1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივ ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.

9. მონღოლები

მონღოლები XII საუკუნემდე მომთაბარე ერი იყო. მათი მთავარი სიმდიდრე, როგორც ყველა მომთაბარე ხალხისა, პირუტყვთა ჯოგები იყო პირუტყვის სიმრავლემ (მათთვის ახალი და საუკეთესო საძოვრების ძიებაში) მონღოლები უზარმაზარი იმპერიის შექმნამდე მიიყვანა. ეს იყო მოძრავი სახელმწიფო, რადგან მორღოლთა ლაშქარი დედაწულიანად (ოჯახებითურთ) და საქონლის ჯოგებთან ერთად მოძრაობა, მიიწევდა წინ.

8. მამლუქები

მამლუქები არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. მამლუქთა სოციალური კატეგორია გაძლიერდა XI საუკუნის II ნახევრიდან ეგვიპტეში, XVIII საუკუნის დასაწყისიდან — ერაყში. ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო თეთრკანიანი მონების, უმთავრესად თურქებისა და კავკასიელების დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა, რომელმაც 1250 ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მამლუქთა 2 დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა  და ბურჯელთა.

7. რომაული ლეგიონი

ლეგიონი — ძირითადი ორგანიზებული ერთეული ძველი რომის არმიაში. თავდაპირველად ლეგიონი ეწოდებოდა რომის მთელ ჯარს, რომელიც წარმოადგენდა მონათმფლობელურ მილიციას — 3000 ქცეითი ჯარისკაცი და 300 მხედარი შეძლებული მოქალაქეებისგან, რომლებიც იკრიბებოდნენ მხოლოდ ომის დროს და სამხედრო წრთვნისას. ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ლეგიონების რაოდენობა 2-4 და მეტადაც გაიზარდა.

6. აპაჩეს ტომი

აპაჩები მიიჩნევიან ამერიკელ ნინძებად, ისინი იყენებდნენ პრიმიტიულ იარაღს, რომლებსაც უმეტესწილად ამზადებდნენ ხისა და ძვლისგან, ისინი ასევე ითვლებიან მსოფლიოში ყველაზე ძლიერ დანებით მებრძოლ ხალხად.

5. სამურაი

სამურაი -იყო იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა (მეომართა) აღმნიშვნელი ტერმინი. სამურაი იაპონურად ნიშნავს „სამსახურს“. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი (აზნაური) იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი, თუმცა იყენებდა შუბს და მშვილდსაც

4. ნინძა

3. ვიკინგები

ვიკინგები – სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII – XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს. ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგი ცნობებით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.

2. სპარტელები

სპარტა -ქალაქი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, ლაკონიის რეგიონში. გაშენებულია მდინარე ევროტის გასწვრის.როდესაც სპარტელ ქალს ბავშვი უჩნდებოდა, მას ექიმები საგულდაგულოდ სინჯავდნენ და თუ რამე ნაკლს აღმოუჩენდნენ მას, უფსკრულში აგდებდნენ, ჯამრთელებს კი დედებს ატანდნენ და 7 წლამდე აღზრდის უფლებას აძლევდნენ, შემდეგ კი ართმევდნენ და მიჰყავდათ საწრთვნელ ბანაკებში. ისინი იქ 18 წლამდე გადიოდნენ ფიზიკურ წრთვნას. მათ აჩვევდნენ შიმშილს, სიცივეს და სიცხეს. ეძინათ ლერწმის უხეშ საწოლებზე. ეს ადამიანები 30 წლამდე არასრულწლოვნებად ითვლებოდნენ და მათზე უფროსები ზრუნავდნენ.

1. რაინდები

რაინდი — XI საუკუნის დამდეგისათვის ევროპაში წარჩინებულთა წრიდან წარმოიშვა რაინდთა წოდება. რაინდი წარმოადგენდა კეთილშობილ მეომართა საზოგადოებას, რომლისთვისაც უპირველესი იყო ღვთის სამსახური და ღირსების დაცვა. რაინდებს ჰქონდათ თავიანთი იდეალი — კეთილშობილი მებრძოლი უნდა დახმარებოდა სუსტსა და ღარიბს, ყოფილიყო სიტყვის პატრონი, მამაცი და უშიშარი, თავის სენიორის ერთგული, დახმარებოდა ეკლესიას.

რაინდობა გავრცელებული იყო მთელს ევროპაში, ასევე მის გარეთ ქრისტიანულ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში.

წყარო: ვიკიპედია

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close