საკითხავისამხედროსასარგებლო

მეორე მსოფლიო ომის 10 მნიშვნელოვანი ბრძოლა


კაცობრიობის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომმა დიდი ტრაგიკული შედეგები გამოიწვია, იგი შეეხო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას. იხოცებოდა მრავალი ადამიანი, როგორც შეიარაღებული ძალები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ პოსტში შემოგთავაზებთ მეორე მსოფლიო ომის 10 ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას…

1.ოპერაცია ბაგრატიონი (1944, 22 ივნისი-16 აგვისტო)

ეს იყო უდიდესი შეტევითი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში, ეს ბრძოლა საბჭოთა კავშირმა დაიწყო, რათა გაენადგურებინა გერმანული დივიზია და პოლონეთი გაენთავისუფლებინა.ამ სასტიკ ბრძოლაში ჩართული იყო 2.330.000 რუსული საჯარისო ნაწილები და 900.000 შეიარაღებული გერმანელი. მართალია, ეს მნიშვნელოვანი ბრძოლა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ორივე მხარეს დანაკარგი ძალიან დიდი იყო

2.კურსკის ბრძოლა (1943. 5 ივლისი-13 ივლისი)


ეს ბრძოლა ისტორიაში ჩაიწერა როგორც ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა. ამ ბრძოლამ გერმანია ისევ უკან დახია, თუმცა მსხვერპლი აქაც დიდი იყო. გერმანელების მხრიდან დაიღუპა 100.000 მებრძოლი, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან 250.000 მებრძოლი და განადგურდა ტანკების ნახევარი.

3. სტალინგრადის ბრძოლა ( 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე)


23 აგვისტოს გერმანელთა მხრიდან დაიწყო შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ბრძოლის მიზანი იყო სტალინგრადის აღება. ეს ბრძოლა ისტორიაში ჩაიწერა ყველაზე სისიხლიან ბრძოლად რადგან ორივე მხარეს 2.000.000 ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად ამ შეტევისა, გერმანელებმა მაინც უდიდესი მარცხი განიცადეს და საბჭოთა კავშირმა მტერი უკან დახია..

4. ბერლინის ბრძოლა (1945. 16 აპრილი-7 მაისი)


ეს იყო მეორე უდიდესი ურბანული შეტაკება მსოფლიო ისტორიაში. ამ ბოლო და მნიშვნელოვანმა შეტევამ, რომელსაც საბჭოთა კავშირის შეჭრა მოჰყვა გერმანიაში, მრავალი მსხვერპლი გამოიწვია როგორც მებრძოლთა მხრიდან, ასევე გერმანიის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდანაც. ამ დროს დაიღუპა 22.000 მშვიდობიანი მოსახლეობა , ამ პერიოდში ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა, რათა ტყვედ არ ჩავარდნოდა საბჭოთა კავშირს.

5. ნორმანდიის ბრძოლა (1944. 6 ივნისი- 24 ივლისი)

ეს იყო ყველაზე დიდი სადესანტო შეტევა მსოფლიო ისტორიაში. აბ ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა 5.000 გემი და 160 ჯარისკაცი. ეს ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება გერმანელთა წინააღმდეგ. სამწუხაროდ ამ პერიოდში დაღუპულთა რიცხვმა 500.000 კაცს მიაღწია.

6. მოსკოვის ბრძოლა ( 1941 წლის 17 ნოემბრიდან 1942 წლის 28 იანვრამდე)

17 ნოემბერს გერმანულმა ჯარებმა მოსკოვი აიღეს. ეს ქალაქი მათთვის დიდ სტრატეგიული ადგილი იყო გერმანიის შემდგომი ქმედებების სასიკეთოდ. გერმანელთა მხარემ ვერ გაუძლო მოსკოვის ზამთრის მკაცრ ყინვებს და დასუსტდნენ. ამას მოყვა საბჭოთა არმიის კონტრშეტევა რამაც გერმანელები იძულებული გახადა უკან დაეხიათ. მსხვერპლი დიდი იყო 900.000 მებრძოლი მათ შორის 700.000 რუსეთის მხრიდან.

7.ბრიტანეთის ბრძოლა (1940. 10 ივლისი-31 ოქტომბერი)

ეს ბრძოლა მიმდინარეობდა არა ხმელეთზე, არამედ ცაში. ეს ბრძოლა იყო უდიდესი საჰაერო ბრძოლა ისტორიაში.

8.ატლანტიკის ბრძოლა (1939 წლის 1 სექტემბრიდან 1944 წლის 4 ივნისამდე)

ატლანტიკის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის პირველი ბრძოლა იყო . იგი დაიწყო 1939 წელს. ამ დროს იბრძოდნენ გერმანელები, დიდი ბრიტანეთის და კანადის ძალების წინააღმდეგ . ეს ბრძოლა ძირითადად მიმდინარეობდა ფლოტებით . მსხვერპლი ორივე მხარეს თანაბარი იყო მთლიანობაში კი 50.000

9.საფრანგეთის ბრძოლა (1940. 10 მაისი-10 ივნისი)


ეს ბრძოლა მიმდინარეობდა საფრანგეთსა და გერმანიას შორის. რომელიც დაიწყო 1940 წლის 10 მაისს. ეს ბროლა გერმანიის და მისი მოკავშირეების გამარჯვებით დასრულდა

10. შუა ომი ( 1942. 4 ივნისი-7 ივნისი)

4 ივნიის დაიწყო ბრძოლა იაპონიას და ამერიკას შორის. იაპონიის ფლოტი ცდილობდა დაემარცხებინა ამერიკული თვითმფრინავთა კარიერა, რათა თავისი უფლებები გაემყარებინა წყნარ ოკეანეზე. სამწუხაროდ იაპონიის ფლოტმა კატასტროფა განიცადა. რასაც მათი ფლოტის მასიური განადგურება მოჰყვა, მსხვერპლი იაპონიის მხრიდან დიდი იყო, ხოლო აშშ-ს მხრიდან შედარებით ნაკლები.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close