რეკორდებისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოს 10 უდიდესი ქანდაკება


ამ პოსტში შემოგთავაზებთ მსოფლიოს 10 უდიდეს ქანდაკებებს, ისინი გამოირჩევიან შთამბეჭდავი ზომითა და სილამაზით. მათ ასაშენებლად უზარმაზარი თანხებია დახარჯული

გადავხედოთ მათ…

1. Spring Temple Buddha

მსოფლიოს უმაღლესი ქანდაკება მდებარეობს ჩინეთში მისი სიმაღლე 128 მეტრია

2. Laykun Setkyar Statue

ეს  მსოფლიოს მეორე უმაღლესი ქანდაკებაა და მისი სიმაღლე 116 მეტრია. ეს ძეგლი გამოირჩევა შთამბეჭდავი და ულამაზესი კონცეფციით. მისი მშენებლობა დასრულდა 2008 წელს.

3. Ushiku Daibutsu

მსოფლიოს მესამე უმაღლესი ქანდაკება მდებარეობს იაპონიაში. მისი სიმაღლე 110 მეტრია, ხოლო მასა 4000 ტონა..

4. Nanshan Haishang Guanyin

მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ქანდაკება მდებარეობს ჩინეთში, მისი სიმაღლე 108 მეტრია. ეს ქანდაკება წარმოადგენს ქალღმერთს და იგი დიდი ფიგურაა ბუდისტურ რელიგიაში

5. The statues of the emperors Yan and Huang

მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ქანდაკება მდებარეობს ჩინეთში, მისი სიმაღლე 106 მეტრია. ეს ქანდაკება წარმოადგენს ჩინეთის იმპერატორებს. მისი მშენებლობა 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

6. Sendai Daikannon

ეს ქანდაკება მდებარეობს იაპონიაში, ამ ქანდაკებას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, ვინაიდან მას აქვს ლიფტი რომლის საშუალებით ადიან ზემოთ და ათვალიერებენ ულამაზეს ხედებს

7. Peter the Great

მსოფლიოს მეშვიდე უდიდესი ქანდაკება მდებარეობს რუსეთში (მოსკოვი). სამწუხაროდ მას მიენიჭა ყველაზე უშნო ქანდაკების სტატუსი. მისი სიმაღლე 96 მეტრია. ამ ქანდაკებას აქვს სასაცილო ისტორია: ეს ქანდაკება შექმნილი იყო ამერიკის მთავრობის დაკვეთით, მათ უნდოდათ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლის შექმნა. როცა ეს ამერიკის მთავრობამ ნახა, არ მოეწონა და მის ყიდვაზე სასტიკი უარი განაცხადა. ამის შემდეგ ძეგლის შემქმნელმა მიმართა რუსეთის იმპერატორს, რათა შეეძინა ეს ძეგლი, ხოლო იმპერატორმა თანხმობა განუცხადა და ძეგლი მოსკოვისთვის შეიძინა.

8. Great Buddha of Thailand

მსოფლიოს მერვე უმაღლესი ქანდაკება მდებარეობს ტაილანდში. იგი სრულიად მოოქროვილია. ბუდას ეს ქანდაკება 18 წლის განმავლობაში შენდებოდა და მისი სიმაღლე 92 მეტრია

9. Ling Shan Grand Buddha

ჩინეთი ნამდვილად ფლობს მსოფლიოს უმაღლესი ქანდაკებების შემქმნელის სტატუსს. ბუდას ეს ქანდაკება წარმოადგენს მათი რელიგიურ სიმბოლოს და ამიტომ მას დიდ პატივს სცემენ, მისი სიმაღლე 88 მეტრია..

10. Mother Motherland Calls

ეს ქანდაკება მდებარეობს რუსეთში მისი სიმაღლე 85 მეტრია. ის მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დროს მსოფლიოს უმაღლესი ქანდაკება იყო, სანამ აზიური ერები კონკურენციას გაუწევდნენ

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close