ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

არარატის მთა ერევანში

როგორც მოგეხსენებათ, ისტორიულად არარატის მთა სომხეთის სიმბოლოდ მიიჩნევა, თუმცა ჟამთა სვლამ ისე მოიტანა, რომ ის დღეს თურქეთის შემადგენლობაშია. ამიტომ ერევანში გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი როგორმე გამოესწორებინათ, რა თქმა უნდა არა სამხედრო გზით. სომხებმა გადაწყვიტეს, ააშენონ მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც არარატის მსგავსი იქნება.

ამ კომპლექსის პროექტი შეიმუშავა არქიტექტურულმა კომპანიამ Forrest Fulton Architects-მა ამერიკის შტატ ალაბამიდან. მათი აზრით, ეს იქნება ნამდვილი ხელთქმნილი მთა, რომელიც მთიანი სახელმწიფოს დედაქალაქის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა გახდება.

კომპლექსის გარე კედლები წარმოადგენენ გაზონს ან შეიძლება ითქვას ბაღს მცენარეებით, რომლებიც დამახასიათებელია ერევნის მახლობელი გორაკებისთვის. მცენარეულობა არამარტო ორიგინალურობისთვის იქნება გამოყენებული, არამედ ჰაერის და წყლის ფილტრაციისთვისაც და აგრეთვე თბოიზოლაციისთვის.

მრავალფუნქციური კომპლექსის ფართობი 85 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქ განთავსებულ იქნება სასტუმრო, საოფისე ფართები, სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები და საცხოვრებელი აპარტამენტები.

ასე რომ მომავალში სომხეთს შეიძლება საკუთარი არარატიც ქონდეს. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება იმას რომ ის ხელოვნური იქნება, მათი აზრით ეს ახალი არარატი, ახალი, თანამედროვე სომხეთის სიმბოლო იქნება.

პ.ს. ახლა იქ ნოეს კიდობანიღა აკლია :)

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close