არსებობს ორი ხერხი თუ როგორ გადავაადგილოთ გემი ერთი დონიდან მეორეზე. პირველი მეთოდის რეალიზება სპეციალური დოკებით და შლიუზებით ხდება , რომლებიც წყლით ივსება – ამთ ხშირად იყენებენ მდინარეებზე და ხელოვნურ არხებში. ხოლო მეორე მეთოდი ნაკლებად გავრცელებულია – ეს მეთოდი გულისხმობს ნავის აწევას და საჭირო სიმაღლეზე და ადგილზე გადატანას. ერთადერთი ასეთი ქმნილება არის გიგანტური ლიფტი ” ფოლკირკის ბორბალი”, რომელიც შოტლანდიის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიური ღირსშესანიშნაობაა.
“ფოლკირკის ბორბალი” 35 მეტრის სიმაღლისაა და ორ არხს აკავშირებს, რომელნიც სხვადასხვა დონეზე არიან. ადრე აქ 11 შლიუზის ქსელი იყო. მდინარის ტრანსპორტი ამ სისტემის გავლას საათნახევარი უნდებოდა, ამიტომ 1933 წელს გადაწყვიტეს დაენგრიათ ეს შლიუზები და მონუმენტური შენობის აგება გადაწყვიტეს- ნავების ლიფტის, რომელიც ერთ დატრიალებაზე შეძლებდა კატერის თუ სხვა წყლის ტრანსპორტის მეორე არხზე გადაყვანას.
ამ ნაგებობის არსში არქიმედეს კანონი დევს, სადაც წყლის და ნავის წონა მთელ სტრუქტურას აბალანსებს, და პრაქტიკულად საერთოდ არ მოიხმარს ელექტრო ენერგიას. ბორბალი 180 გრადუსიან ტრიალს 5 წუთში ასრულებს ამ ყველაფერზე კი სულ რაღაც 5 კილოვატი სჭირდება.
მომავალში ქვეყნის სხვადასხა რეგიონებში ამ მექანიზმის მსგავსი ნაგებობების დანერგვას აპირებენ. თუმცა მანამდე “ფოლკირკის ბორბალი” გააოცებს მნახველებს თავისი ორიგინალურობით და მოხერხებულობით.