საკითხავისასარგებლოუცნაური

შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

გიგანტური ფოტოაპარატი

ფოტოგრაფმა დენის მინარჩმა 10 წელი შეალია უზარმაზარი ფოტოაპარატის შექმნას. ფოტოაპარატი სიგრძით 10.5 მეტრია, სიმაღლით – 3.5, სიგანით – 2.5 მეტრი. გიგანტი ფოტოაპარატი უმნიშვნელო ნიუანსებსაც კი აფიქსირებს. მანარჩის თქმით, აპარატთან მუშაობა ადვილი არ არის. ფოტოგრაფი ფულს აგროვებს, რომ ძვირფასი ფოტოაპარატი უფრო ფუნქციური გახადოს.

ძაღლების ტელევიზია


ამერიკის ქალაქ სან დიეგოში სპეციალურად ძაღლებისთვის სატელევიზიო მაუწყებლობა შეიქმნა. როცა ძაღლების პატრონები სახლში არ იქნებიან, შეუძლიათ ოთხფეხა მეგობარი ჩართულ ტელევიზორთან დატოვონ. ძაღლების ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის, გილად ნიუმანის, განცხადებით, არხი ძაღლების გართობა-განტვირთვაზე იზრუნებს. ჩატარებული გამოკვლევებით ისეთი სცენარები, ხმები და ფერები შეირჩა, რომლებიც ძაღლების ყურადღებას იპყრობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი 4 წლის განმავლობაში მუშავდებოდა.

2.7 მეტრიანი რქებით გინესისაკენ


ავსტრალიაში, კვინსლენდის ერთ-ერთ ფერმაში არის ტექსასური ჯიშის ხარი, სახელად ჯეი ერა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი რქები აქვს. 7 წლის ცხოველი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი 2.7 მეტრიანი რქები სიგანეზე იზრდება. ჯეი ერას უახლოეს პერიოდში გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიყვანენ.

31 წელია მხოლოდ პიცას ჭამს

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ 33 წლის კლეარ სიმონს 31 წელია, პიცის გარდა, არაფერი უჭამია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 წლის ასაკიდან ის მხოლოდ ყველით, პომიდვრით და ცომით იკვებება. ექიმების თქმით, კლეარს კვების ასეთი რაციონის გამო ხანმოკლე სიცოცხლე ელის, თვითონ კლეარი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

კოშკი ბლინებით


ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მზარეულმა ენდი რობერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ბლინებით ყველაზე მაღალი, 76 სმ-იანი კოშკი ააგო. კულინარის თქმით, ის და მისი თანაშემწე გინესის რეკორდის დასამყარებლად რამდენიმე დღე შეუსვენებლივ შრომობდნენ.

სვირინგიანი კატა


თათრეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა 24 წლის სვირინგის სპეციალისტმა, სახელად ტიმურმა, საკუთარ კატას, კოკოს, ყელზე სვირინგი გაუკეთა. სვირინგის გაკეთების დროს ცხოველს ერთი საათი ეძინა. ეს პროცესი ვეტერინარის მეთვალყურებით მიმდინარეობდა. რატომღაც პატრონმა კატას ამოუსვირინგა სიტყვები: “დღის დაპყრობა”

იატაკქვეშ ნაპოვნი განძი

ჰანოვერის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მუშამ, რომელიც ახალ იატაკს აგებდა, ძველის ქვეშ ვერცხლის დანა-ჩანგლის კომპლექტი, ოქროს რამოდენიმე ზოდი და მონეტები იპოვა. ეს ყველაფერი 100 000 ევროს ღირებულებისაა. რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მუშამ აღმოჩენილი ძვირფასეულობა სახლის მდიდარ პატრონს მიუტანა, მან კი ბინის ყოფილი მფლობელის (უკვე გარდაცვლილის) ნათესავებს გადასცა.

 

წყარო: ჟურნალი “სარკე”
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close