საკითხავისამხედროსაქართველო

ქართული არმია

ქართველების შეიარაღება და 2012 წლის წარმატებები.

პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების, მიერ შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი” რომელიც თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე გამოჩნდა. ის თბილისის საავიაციო ქარხანაშია აწყობილი. მას აქვს თანამედროვე შეიარაღების ყველა ნიუანსი, აქვს ფორდის შასი და ქართული ძარა. კობრაზე და ვულფზე კომფორტული სალონი, დესანტი 6 კაცი. აქვს 2 კამერა წინ და უკან პერიმეტრის კონტროლისთვის. მანქანა არის ორი მოდიფიკაციის სადაზვერვო და ჩვეულებრივი ჯავშანავტომობილი. სადაზვერვო ვარიანტი შეიარაღებულია ექვსლულიანი ტყვიამფრქვევი M-134 მინიგანით. მეორე მოდიფიკაცია კი 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით НСВ Утёс. აღლუმის რეპეტიციაზე სულ 14 ცალი დიდგორი წარმოადგინეს. დიდგორი” აწყობილია ამერიკული “ფორდის” ტიპის პიკაპის ბაზაზე. “აწყობის პროცესი თბილისის საავიციო ქარხანაში 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. პიკაპები ქარხანაში შეიჯავშნა და აღიჭურვა სწრაფმსროლელი ექვსლულიანი ამერიკული ტყვიამფრქვევით “მინიგანი”, _ განაცხადა ალადაშვილმა. მისივე თქმით, “დიდგორის” აწყობის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. “შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჯავშანმანქანის საცდელი ვარიანტი. მათი აწყობა ახლაც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მანქანის, შეჯავშნის, იარაღის, ჯავშანმინების და კომპოზიციური დაცვის საშუალებების ღირებულება. მანქანის 2 ვარიანტია დამზადებული: შედარებით გრძელი და მოკლე”, _ აღნიშნა ალადაშვილმა.

კობრა (თურქ. Kobra) წარმოადგენს მსუბუქ დაჯავშნულ საბრძოლო მანქანას შექმნილს თურქული ფირმა Otokar მიერ, რომელიც იყენებს ამერიკული HMMWV ბევრ კომპონენტს. ის პირველად შევიდა თურქეთის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში 1997 წელს.

საბრძოლო ისტორია:
კობრას საბრძოლო მოქმედებებიდან მონაწილეობა მიღებული აქვს მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მისმა დახრილმა ჯავშანმა შეძლო აესხლიტა ტანკსაწინააღმდეგო ხელით გადასატანი რაკეტა RPG-7. ქართულმა არმიამ დაკარგა 2 კობრა, მათგან ორივე რუსეთში გადაიყვანეს.

მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ შეიმუშავა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დელტა“ ახალ წარმოებაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამჟამად საბრძოლო მანქანა „გამოცდის ბოლო ეტაპს გადის“.

ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას აწარმოებს კომპანია Israel Military Industries LTD (TAAS). 70–ანი წლების ბოლოს ფირმამ შექმნა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ–160. დაწყებით ეტაპზე იგეგმებოდა რაკეტის საბრძოლო ქობინებში ჩვეულებრივი 155 მმ საარტილერიო ჭურვების გამოყენება. ამიტომაც იქნა არჩეული კალიბრად 160 მმ. მაგრამ ჩანაფიქრი არ იქნა რეალიზებული.

1983 წელს ზცრს ლარ–160 იქნა მიღებული ისრაელის შეიარაღებულ ძალებში, პირველი საექსპორტო ლარ–160 გაგზავნილ იქნა ვენესუელაში (20 დანადგარი). ვენესუელაში ექსპორტირებული ზცრს, ლარ–160 დამონტაჟებული იქნა მსუბუქი ტანკის АМХ-13 is შასიზე, ისრაელის არმიის განკარგულებაში მყოფი ლარ–160–ს გამშვები დანაგარები კი დამონტაჟებული იყო მუხლუხოვან ტრანსპორტიორზე М-548. გარდა სხვადასხვა თვითმავალი გამშვები დანადგარებისა ლარ–160–ს ფირმა „Israel Military Industries“–ს მიერ დაპროექტებულია აგრეთვე ამ სისტემის ბუქსირებადი ვარიანტი. გამშვები დანადგარი რომელშიც შედიოდა 18 ლულა დამონტაJებულია მისაბმელზე, ბუქსირებას კი ახდენს ავტომობილი, რომელზეც იმყოფება საბრძოლო ეკიპაჟი და უმართავი რაკეტების დამატებითი პაკეტები.
80–ანი წლებში არგენტინულმა ფირმამ TAMSE (Tangue Argentino Mediano Sociedad del Estado) წარმოადგინა ლარ–160–ს შასის საკუთარი ვერსია რომელიც განთავსებული იქნა ტანკ TAM–ზე. სახელწოდებით TAM VCLC. დამზადებული იქნა 2 საცდელი ვარიანტი.

ლარ–160 ის განვითარება გრძელდება. ამჟამად მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სისტემის მოდერნიზებულ ვარიანტს. აგრეთვე დამზადებულია სისტემის საზღვაო ვარიანტი – NAVLAR, რომელიც საშუალებას აძლევს განთავსდეს მცირე ხომალდზეც. მუდმივად ფართოვდება და უმჯობესდება ლარ–160 ის საბრძოლო მასალის ნომენკლატურა, იზრდება სროლის სიშორე. მაგალითად, იქმნება კასეტური ქობინები, რომელიც განკუთვნილია ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად, აგრეთვე გაუმჯობესებული ფუგასური ქობინები. სროლის სიშორის და სიზუსტის გასაუმჯობესებლად ლარ–160 iს მფლობელ ქვეყანას, კომპანია “Israel Military Industries“ მომხმარებელს სთავაზობს აღჭურვოს რაკეტები TCS სისტემით. რაკეტების მოდერნიზებულ ვარიანტს ჰქვია აკულარ რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავდება გაცილებით უკეტესი სიზუსტით

ერთერთი პროქტიs მიხედვით ლარ–160 ის სისტემაზე შესაძლებელია 350მმ უმართავი 2 რაკეტის MAT-350 is დამონტაჟება. 350მმ რაკეტის სროლის მანძილია 80კმ. 350მმ გამშვები პაკეტის ზომა იდენტურია 160მმ გამშვები პაკეტის. რაც აძლევს საშულებას დამონტაჟდეს ლარ-160 ის სისტემაზე.

შემადგენლობა

სხვადასხვა ტიპის გამშვები დანადგარები,
160 მმ უმართავი რაკეტების პაკეტები
მართვის მანქანა СУО FERA (1 მართვის მანქანა 4 გამშვებზე)
საავტომობილო ამწე, გამოიყენება გამშვები დანადგარის ხელახალი დატენვისთვის

ზცრს ლარ–160–ს გამშვები დანადგარის საარტილერიო ნაწილს აქვს მoდულურიკონსტრუქცია, რომელიც საშუალებას აძლევს დამონტაჯებული იქნას სხვადასხვა შასიზე. ის შედგება ჰორიზონტალურად მბრუნავი პლატფორმისგან, მასზე განთავსებულია ჩარჩო, რომელიც გამოიყენება გამშვები პაკეტების განთავსებისათვის. ჩარჩო მოძრაობს ელექტროჰიდრავლიკური ამძრავით, გამშვები მას შეუძლია იმოძრაოს ვერტიკალურ სიბრტყეში 0 – +45°. ჰორიზონტლაური მამოძრავებელი აგრეთვე დაკომპლექტებულია ელექტროჰიდრავლიკური ამძრავით, რომელიც უზრუნველყოს პლატფორმის ბრუნვის კუთხეს ±85°

გამშვები პაკეტი რაკეტებით აღიჭურვება და გადის ჰერმეტიზაციას მწარმოებელ ქარხანაში. შენახვის ვადა 15 წელი. რეაქტიული რაკეტებისაგან დაცლის შემდეგ პაკეტი იხსნება ამწეს საშუალებით და იცვლება ახალით. რაკეტების რაოდენობა პაკეტში სხვადასხვაა, არსებობს 18 ლულიანი, 26, 36, და 50–ც კი.

ზცრს ლარ–160–ს საბრძოლო მასალაში შედის 160მმ უმარათავი რეაქტიული რაკეტები: მკ-1, მკ-2 და მკ-41. რაკეტას გააჩნია ოთხფრთიანი სტაბილიზატორი, რომელიც იშლება გასროლისთანავე . ლარ-160 ის პირველი თაობის რაკეტა მკ-1 ს შეუძლია მაქსიმალურ 30 კმ–ზე ფრენა. დღეისათვის ლარ-160 ის ძირითადი რაკეტაა მკ-2 ფრენის სიშორით 34 კმ. მისი სიგრძეა 3.314, წონა 110kg. უკანასკნელი ვარიანტი რაკეტისა არის მკ-41 მას გააჩნია გაუმჯობესებული სარაკეტო ძრავი და მიფრინავს მაქსიმალურ 45კმ–ზე. რაკეტის სიგრძეა 3.470მ.

რეაქტიული რაკეტები აღიჭურვება მსხვრევად–ფუგასური და კასეტური ქობინებით. ყველა მოდიფიკაციის ქობინის წონაა 46 კგ. კასეტური ქობინი იტენება ამერიკული წარმოების 104 ცალი კუმულატიურ–მსხვრევადი საბრძოლო ელემნტებით M77 an M-85 რომელიც გამოიყენება ქვეითებისა და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეის Cასახშობათ. თითოეული საბრძოლო ელემენტი ნამსხვრევებს ფანტავს 3-4 მეტრზე და შეუძლია 40მმ შავშნის გატანა. კასეტურ საბრძოლო ქობინს აქვს სპეციალური ამფეთქი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქობინის სათავსოს დაშლას და საბრძოლო ელემენტების გაშლას დროის საჭირო მომენტში. კასეტური ქობინის გაფანტვის ფართობია 31400მ2.

სროლის საწყისი მონაცემების შესამუშავებლად ყოველი ბატარეის შემადგენლობა შეიცავს ცეცხლის მართვის სისტემა FERA–ს. ანოლოგიური სისტემა გამოიყენება ზცრს LARS-1 და LARS-2–ში. ცეცხლის მართვის სისტემა FERA შეიცავს რადიოლოკატორს და ელექტრო–გამომთვლელს. რადიოლოკატორი დგება გამშვები დანადგარის უკან და მასზე ზევით. ელექტრო–გამომთვლელი მანქანა ადარებს ოთხი თანმიმდევრობით გაშვებულ რაკეტის ტრაექტორიის საშუალო მნიშვნელს და შეყავს შესწორებები დამმიზნებელ ხელსაწყოებში. ასე ითვალისწინება სროლის დროს დაშვებული შეცდომები, კოორდინატების მიზნის განსაზღვრისა და გამშვების საცეცხლე პოზიციისა, აგრეთვე გადახრა მეტეოროლოგიური და ბალისტიკური პირობების გამო სროლის დროს. სპეციალისტების შეფასებით რაკეტების ზალპის მართვის სისტემა FERA ზრდის სროლის ეფექტურობას 60%–თ.

ტრანსპორტიორ М-548 s აქვს კარბიურატორიანი ძრავა “Sofam” Model 8Gxb სიმძლავრე 250 ცხენის ძალა. გადაცემა ჰიდრომექანიკურია. მუხლუხოვან სავალ ნაწილზე ორივე მხრიდან დამონტაჟებულია 6 დამჭერი. სავალი ბორბლები წინ აქვს. მუხლუხო მეტალო–რეზინის შემადგენლობით, რკინის სატვირთოებს აქვთ რეზინის ბალიშები. გზატკეცილზე მოძრაობისას თვითმავალი გამშვები დანადგარი ავიTარებს 65კმ/ს სიჩქარეს. გამოირჩევა კარგი გამავლობით, შეუძლია 30°–მდე დახრლობის აღმართზე ასვლა, 0,6 მ სიმაღლის წინაღობაზე და 1,68 მეტრი სიგანიs თხრილზე გადავლა. წინასწარი მომზადების გარეშე შეუძლია გადალახოს 0,6 მ სიღრმის არხი. საწვავის მარაგი 350-400 კმ.თვითმავალი გამშვები დანადგარი აღჭურვილია რადიო სადგურით და ხანძრის ჩამქრობი სისტემით.

БТР-70 – საბჭოთა 8 ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი (ინგლ. armored personnel carrier; რუს. бронетранспортер). მისი პირველი განვითარება მოხდა 1960 წელს. 1972 წლის 21 აგვისტოს მიიღეს შეიარაღებაში, ცოტა ხნის შემდეგ კი გადასცეს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს და ასევე საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს. მისი პირველი წარდგენა მოხდა, მანამ, სანამ მის წინამორბედ БТР-60-ს წარადგენდნენ, რომელიც ძალიან გავდა (БТР-60პბ) БТР-70-ს. განსხვავება კი იყო, რომ მას ჰქონდა გაძლიარებული ჯავშანი და დამატებული ჰქონდა 2 გვერდიდან გამოსასვლელი კარებები. თუმცა იყო პატარა ზომის და ხშირად ბორბლებში ვარდებოდნენ ხოლმე. БТР-60-ის მძიმე ტყვიამფრქვევი და მსუბუქი ტყვიამფრქვევი, ПКТ კი იგივე დაუტოვეს. მისი ამფიბიური შესაძლებლობები ძალიან ცოტა იყო. რუმინელებმა БТР-70-ის ლიცენზირებული გამოშვება (ТАБ-77) დაიწყეს.

აღჭურვილობა:
БТР-70 აღჭურვილი იყო ორი ბენზინის ძრავით. მის ადრინდელ მიდიფიკაციას ГАЗ-69Б-ს ჰქონდა 6 ცილინდრიანი 115 ცხენის ძალიანი ძრავა. თუმცა ახლანდელ მოდიფიკაციას დაუყენეს უფრო ძლიერი ЗМЗ-49-05 В-8 ძრავა. ასევე აღჭურვილი იყო რადიო გადამცემით Р-123М. მძროლის ადგილი შედგებოდა ოპტიკური ხელსაწყო 2 ТНПО-115-თი და დღის ТНП-Б, რომელიც შემდგომ ჩაანაცვლა ღამის ხედვის ხელსაწყომ, ТВНО-2Б-მ. მეთაურს კი ჰქონდა 3 ცალი ТНПО-115 და ТПКУ-2Б დღის ან ТКН-1С. კოშქურაზე დაყენებული იყო პერისკოპული სამიზნე მეტყვიამფრქვევისთვის, შეიარაღებაშ კი ჰქნდა მძიმე ტყვიამფრქვევი КПВ Т-500 ტყვიით და 7,62მმ [[ПКТ].] ასევე ყენდბოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები Игла ან Стрела-3.

მოდიფიკაციები:

რუსეთი БТР-70V-გაუკეთეს ახალი კოშკურა BPU-1 და კვამლის ყუმბარები

БТР-70D-ჰქონდა დიზელის ძრავა 120 ცხენის ძალიანი YaMZ-236D

БТР-70K-სამეთაურო ვარიანტი რომელსაც დამატებული ჰქონდა რადიოებო,ანტენები და გენერატორი

BTR-70KShM-სამეთაურო საკონტროლო ვარიანტი რომელიც იყო პატარა სამეთაურო მანქანა

2S14 “Zhalo-S”-ტანკისმკვლელი მოდიფიკაცია რომელიც შეიარაღებული იყო 85მმ ქვემეხით
SA-22 – სამეთაურო ვარიანტი

BTR-80-BTR-70-ის მოდერნიზებული ვარიანტო

უკრაინა BTR-70D-დაყენებული ჰქონდა ახალი 300 ცხენისძალიანი ძრავა

BTR-70DI-დაყენებული ჰქონდა ახალი ივეკოს ძრავა 276 ცხენის ძალიანი რომელიც შედის უკრაინის და საქართველოს შეიარაღებაში

BTR-70SM-სანიტარული მოდიფიკაცია

აღმოსავლეთ გერმანია

SPW 70(S)-დამატებული ჰქონდა 2 რადიო და 2-3 ანტენა

SPW 70(SL)-ჰქონდა საჰაერო კონტროლის ანტენა R-809M2

სლოვაკეთი/ბელორუსია

Cobra-K-ჰქონდა 2A42-Cobra ქვემეხი და დამატებული ჰქონდა ახალი ძრავა KamAZ-7403

BREM-ბტრ-70ზე შექმნილი საინჟინრო მანქანა

რუმინეთი

TAB-77-ლიცენზირებული კოპიო რომელიც ექსპორტზე გადიოდა

TAB-77 M1983-ჰქონდა 30მმ ქვემეხი და ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა

TAB-77 M1984-ჰქონდა 23მმ ქვემეხი და ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა

TAB-77A PCOMA-საარტილერიო სამეთაურო ვარიანტი რომელსაც შეიარაღებაში ჰქონდა 7.62მმ ტყვიამფრქვევი

TABC-79-შემსუბუქებული ვარიანტი რომელიც იყო 4×4

Chinese TAB-77-ჩინური ლიცენზირებული კოპიო TAB-77-ის

ოსა აკმ საზენიტო სარაკეტო კომლექსი,კომპლექსი გამოიყენება სატანკო დივიზიების დასაცავად,კომპლექსზე მუშავი დაიწყო 1960 წელს ხოლო შეიარაღებაში მიიღეს 1971 წელს,ოსა-აკმ ის შეიარაღებაშია 6 მართვადი რაკეტა 9М33М3.ისტორია.
ქვეყანა – საბჭოთა კავშირი (რუსეთი)
ექსპლუატაციაში მიღების დრო – 1971 წ.
სულ გამოშვებულია – 1150 ცალი.
ძირითადი მომხარებლები – რუსეთი,უკრაინა.
ტექნიკური მონაცემები.
წონა – 18 ტონა
ეკიპაჟი – 5 კაცი
ზიგრძე – 9 მ
სიმაღლე – 4 მ (დაშვებული რადარით)
სიგანე – 2 მ
სროლის მანძილი – 1.5 – 10 კმ_მდე.
რაკეტების ტიპი – მართვადი რაკეტები.
ძრავის ტიპი – 5Д20Б-300Б
სიმძლავრე – 300 ც.ძ.
მაქს.სიჩქარე – 70 კმ/სთ
საწვავის მარაგი – 600 კმ
ბორბლები – 6X6
შეუძლია ცურვა.
მცირე ინფო.
მანქანას შეუძლია ყოველგვარ ამინდში მოწინააღმდეგის აღმოჩენა-ჩამოგდება,ასევე შეუძლია მოწინააღმდეგის დაფიქსირება და სამიზნეში ამოღება მოძრაობისას ხოლო მცირე შეჩერებით შეუძლია 2 რაკეტის გაშვება 1 მოწინააღმდეგისაკენ,მანქანის საბრძოლო მდოგმარეობაში მოყვანას და ასევე საბრძოლოდან ჩვეულებრივ მდომარეობაში გადასვლას 5 წუთი სჭირდება,რადარს სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 40 კმ ზე,რაკეტა სამიზნიდან 5 მეტრში ფეთქდება,ის მოწინააღმდეგის თვითმფრინავს რაკეტის თავაკში განლაგებული ნამსხვრევებით აზიანებს.
საქართველოს შეიარაღებაშია 8 ცალი ოსა-აკ და 6 ცალი ოსა-აკმ,რათქმაუნდა ისინი აგვისტოს ომის დროს გამოიყენებოდა .

ზსუ-23-4 შილკა ჰაერ საწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი
გამოშვების წელები – 1964—1982 წ.წ.
რაოდენობა – 6500 ცალი
წონა – 21 ტონა
ეკიპაჟი – 4 კაცი
სიმაღლე – 2 მ
სიგრძე – 6 მ
სიგანე – 3 მ
ჯავშანი – ტყვია საწინააღმდეგ 9-15 მმ
შეიარაღება – 4 23 მმ ჰაერ საწინააღმდეგო ქვემეხი.
საბრძოლო მარაგი – 2000 ცალი ჭურვი
სროლის მანძილი – 2 კმ
დამიზნება – ოპტიკური სამიზნით ან რადარით.
ძრავი – 280 ც.ძ.
მაქს.სიჩქარე – 50 კმ\სთ
საწვავის მარაგი – 450 კმ
დანიშნულება და მცირე ინფო…
ზსუ-23-4 შილკას დანიშნულებაა სახმელეთო ობიექტების და კოლონების ასევე საარტილერიო პოზიციების საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა,ასევე მას შეუძლია სახმელეთო-საზღვაო ობიექტების განადგურება 2 კმ-ზე. მანძილზე.
რადარი მუშაობს 2 რეჟიმში :
1) ავტომატური რეჟიმი,ამ დროს რადარი სამიზნეს მიზანში იღებს და აცილებს მას იქამდე სანამ ის არ მიუხალოვდება დანადგარს სროლის მანძილზე,დანადგარი ავტომატურად ხსნის ცეცხლს და წყვეტს მასს სამიზნის განადგურების ან დაფარვის ზონიდან გასვლისას.
2)ნახევრად ავტომატური,მემიზნე ოპერატორი სამიზნეში იღებს ობიექტს,დანარჩენ გამოთვლებს კი რადარი ახორციელებს ამის შემდეგ მსროლელს მხოლოდ ცეცხლის გახსნის ბრძანება აქვს გასაცემი.
ასევე არის დამატებით 3 რეჟიმი რომლებიც იშვიათად გამოიყენება.
შილკები მრავალი ქვეყნის არმიის შეიარაღებაშია მათ შორის საქართველოს ისინი აგვისტოს ომის დროს იცავდენ საარტილერიო პოზიციებს ასევე კოლონებს,მათ მიერ ჩამოგდებული ან დაზიანებული თვითმფრინავების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია თუმცა ის ვიცი რომ 1 შილკა იცავდა იმ 4 ტანკს რომლებიც პირველები შევიდნენ ცხინვალში,ის მათ საჰაერო იერიშებისგანა იცავდა.

სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი, მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.
სუ–25კმ შედის საქართველოსა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
მოდერნიზაციის მიზნები
თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.
NATO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ICAO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თვითმფრინავის გამოყენების უზრუნველყოფა ღამით და ცუდ მეტეოპირობებში;
განადგურების საავიაციო სისტემების (ავიაბომბები, ქვემეხები, არამართვადი რეაქტიული ჭურვები) გამოყენების სიზუსტის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
საჰაერო ბრძოლაში გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
ფრენის უსაფრთხოების ამაღლება ალგორითმებისა და სიტყვიერი გაფრთხილებების ხარჯზე;
მიზნის თავზე მდებარეობის დროის ამაღლება 20%–ით ფრენის მარშრუტის ოპტიმიზაციის ხარჯზე;
სავარჯიშო–სასწავლო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის გამოყენების ხარჯზე (ფოტო და კინოკონტროლის აპარატურის ნაცვლად ვიდეოჩანაწერების გამოყენება);
საავიაციო საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენების უზრუნველყოფა;
სისტემების საიმედოობის ამაღლება;
პილოტზე დატვირთვის შემცირება კაბინაში გადამრთველების და ხელსაწყოების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, ფერადი დისპლეების და ციფრული ბარათების მეშვეობით;
ექსპლუატაციის დანახარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით;
თვითმფრინავის ფრენისათვის მომზადების დროის შემცირება.

მი-24 (ნატოს კლასიფიკაციით ,,Hind”) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამრტყმელი ტიპის შვეულმფრენი და უკვე 35 წელია მწყობრში რჩება.

პირველი საცდელი აფრენა განახორციელა 1969 წელს (V-24 პროტოტიპის სახელწოდებით).სერიული წარმოება დაიწყო 1971 წელს და დასრულდა 1991 წელს.ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა 2300 მდე ყველა მოდიფიკაციის მი-24.

საბრძოლო გამოცდილება მიიღო ავღანეთში სადაც თავისი ეფექტურობა დაადასტურა მთაგორიან რელიეფზე.და 21 საუკუნეშიც იგი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ფართო მოხმარების ვერტმფრენად რადგან იგი ძალიან ბევრი ქვეყნის შეიარაღებაშია.ყველაზე დიდი რაოდენობის ამ ტიპის ვერტმფრენებს ფლობს რუსეთი დაახლოებით 700 ერთეულამდე.ასევე მას იყენებენ :ალჟირი,ანგოლა,ბელორუსია,ჩეხეთის რესპუბლიკა,პოლონეთი და საქართველოც.

ტექნუკურ-ტაქტიკური მონაცემები:
შეირაღებაში მიღების წელი:1971
ეკიპაჟი:3 კაცი (ასევე შეუძლია 8 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის ტრანსპორტირება სატვირთო ნაკვეთურით)

სიგრძე:19.79 მეტრი
სიმაღლე:6.5 მეტრი
მაქსიმალური სიჩქარე:310 კმ/სთ
საბრძოლო მოქმედებების რადიუსი:160 კილომეტრი
ძრავი:2 x Klimov TV3-117 turboshats
ძრავის სიძლიერე:2 x 2 200 ცხენისძალა

შეიარაღება
ტყვიამფრქვევის ტიპები:1 x 4-barrel 12.7-mm gun, later replaced with a 23-mm twin-barrel cannon
რაკეტების ტიპები:9M17P Skorpion (AT-2 Swatter), 9M114 Shturm (AT-6 Spiral)anti-tank guided missiles
სხვა:57-mm, 80-mm, 130-mm and 240-mm rockets; AGS-17 30-mm grenade launchers

მოძიებულია http://armada.ge-დან და დამატებულია ჩემს მიერ.

loading...
თეგები

immortal

f**k the armenians

მსგავსი ამბები

Close
Close