საკითხავისასარგებლოუცნაური

ევროკავშირი – განახლებული რომის იმპერია?! ნაწილი:III

ჩვენი მიმოხილვის მესამე ნაწილში, ვილაპარაკებთ ბერლინზე. როგორც იცით, ეს არ გახლავთ მხოლოდ გერმანიის დედაქალაქი, არამედ ეს არის ევროპის კავშირის ერთ ერთი უმთავრესი ცენტრი. დანარჩენი გაგრძელებაში.

ბერლინის მრავალ მუზეუმს შორის განსაკუთრებული ადგილი პერგამონის მუზეუმს უჭირავს. აქ იმყოფება 2 ძირითადი ექსპონატი: სატანის საკურთხეველი, რომელიც ნახსენებია გამოცხადების 2-ე და13-ე თავებში და ბაბილონის კარიბჭე. ორივე ექსპონატი ორიგინალია და არა ასლი, რომლებიც პერგამოსიდან და ბაბილონიდან ჩამოიტანეს.

ფოტოზე თქვენ ხედავთ ბერლინის, პერგამოსის მუზეუმის ამ ექსპონატებს. მე თქვენ მოგიყვებით ბაბილონის, იგივე იშტარის (ასტატას) კარიბჭეზე, გავივლით საზეიმო გზაზე – რომლითაც ისრაელი მიდიოდა ბაბილონში, მონობისკენ. მოდი ვნახოთ ეს მთავარი ქუჩა: აი, ჩვენს წინაშეა იშტარის (ასტარტას, იგივე აშტაროთის) კარიბჭე, რომელიც ცნობილია 337 ღმერთ-გველეშაპის წყალობით; ებრაულ ნუმეროლოგიაში ეს ციფრი ნიშნავს “შეოლს”, ანუ ჯოჯოხეთს. ასე, რომ თქვენ ხედავთ ჯოჯოხეთის კარიბჭეს დედამიწაზე და ეს რეპროდუქცია როდია, ეს არის ორიგინალი, რომელიც ბაბილონიდან ჩამოიტანეს. ის დამზადებულია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე, შემდეგ კი დაანგრიეს, მაგრამ ჩვენი დროისთვის ეს კარიბჭე ევროპაში, ბერლინის მუზეუმში ჩამოიტანეს და აღადგინეს.

წინა ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ დედაკაცზე, ევროპაზე, რომელიც ამხედრებულია მხეცზე, რომელიც ამავე დროს არის ევროკავშირის სიმბოლო. როდესაც იესუმ იოანეს გამოცხადებაში უჩვენა დედაკაცი (ჩვენის აზრით ევროპა), მას შუბლზე ეწერა: “საიდუმლო, დიდი ბაბილონი”. არსებობს ამ სიტყვების ახსნა და ევროპისა და ბაბილონის კავშირის პოვნაც არის შესაძლებელი. ჯერ ჩვენ ვიხილეთ ბაბილონის კოშკი, გოდოლი სტრასბურგში, ახლა კი თვით ბაბილონი იმყოფება ევროპაში!

იესო ქრისტეს შობამდე ექვსი ასწლეულით ადრე, ღმრთის წინააღმდეგ მრავალწლიანი ჯანყის შემდეგ, ებრაელი ერი გარეკეს ბაბილონის ტყვეობაში, ეშმაკის რჩეულ ადგილას, სადაც ჩამოყალიბდა მსოფლიო მთავრობა ღმრთის წინააღმდეგ აჯანყების მოსაწყობად (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო. “ებრაელები და თალმუდი”). 136-ე ფსალმუნში ვხედავთ, როგორ ტირიან ებრაელები ბაბილონის მდინარეებზე და იხსენებენ იერუსალიმს. რატომ? იმიტომ, რომ ებრაული ნუმეროლოგიით სიტყვა “ბაბილონი” ღმრთისგან “განყოფას” ნიშნავს. ბაბილონში იმყოფებოდა “ზიკურატი” – ბაბილონის აღდგენილი გოდოლი, ღმრთისგან განდგომის სიმბოლო და მარდოკის (ბაალის), ბოროტი სულის ტაძარი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ თვითგვემის და ადამიანთა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით. უეჭველია, რომ ყოველივე ამის უკან იდგა ეშმაკი.

ძირითადი საზეიმო შესასვლელი იშტარის (ასტარტას) კარიბჭეში გადიოდა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოპირკეთებულია მონსტრებისა და 337 გველ-დრაკონების გამოსახულებებით, რომელიც, როგორც ასევე აღვნიშნეთ, “შეოლს” ანუ ჯოჯოხეთს ნიშნავს. არ არის გასაკვირი, რომ ღმრთის შემწეობით ისრაელის ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებიდან 70 წლის შემდეგ, მათი პირი სავსე იყო სიხარულითა და გალობით.

მაგრამ სად იმყოფება ბაბილონი ამჯამად? ის ერაყში აღადგინა სადამ ჰუსეინმა ბაღდადის გვერდით, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ბაბილონის ნაწილმა გერმანიაში გადაინაცვლა. ისტორიაში ნათქვამია, რომ მიდიელებმა და სპარსელებმა, ბაბილონის დაპყრობის შემდეგ, ჩვენს ერამდე 539 წელს ქალაქის ბოროტი სული დაიმკვიდრეს. როდესაც ქალაქი აიღო ალექსანდრე მაკედონელმა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 331 წელს, მან 10 000 კაცი გააგზავნა მარდოკის ტაძრის აღსადგენად და ბაბილონის ღმერთ-დრაკონს ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა დაუწესა, რომელიც გაგრძელდა ალექსანდრეს მოულოდნელ სიკვდილამდე, ანუ 323 წლამდე ძვ. წ.

ახალი წელთაღრიცხვით 64-ე წელს, რომაელებმა დაამარცხეს ბერძნები და თავიანთი მსოფლიო იმპერია დააფუძნეს. დანიელი წინასწარმეტყველებდა, რომ ეს იმპერია, სახეშეცვლილი სახით, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე შენარჩუნდებოდა. რომაელთა მეშვეობით ბაბილონის სულმა ისევ მოწყლა ღმრთის წინააღმდეგ მოჯანყე ღმრთის ერი (ანუ, ისრაელი) და ჩვენი წელთაღრიცხვის 70-ე წელს დაუნგრია მათ ტაძარი იერუსალიმში, ხოლო ებრაელები გაფანტა მთელს მსოფლიოში. მათ აღარ გააჩნდათ თავიანთი ეროვნული “სახლი” ვიდრე, ისრაელის საკვირველ აღდგენამდე 1948 წელს.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რომის პაპებმა აკურთხეს ევროპელი მეფეები და მიანიჭეს მათ “რომის წმიდა იმპერიის იმპერატორთა” ტიტულით. ისინი გახდნენ რომის პოლიტიკური ლიდერები. ეს ტიტული მემკვიდრეობით გადაეცემოდა ჰაბსბურგთა გერმანულ დინასტიას ასწლეულების განმავლობაში, რომლებსაც აგრეთვე გააჩნდათ “იერუსალიმის მეფის” ტიტული, რომელიც სამუდამოდ ებოძა მათ ევროპელი ჯვაროსნების მიერ, 1061 წელს თურქებისგან იერუსალიმის გათავისუფლების შემდეგ. ამ ტიტულს ისინი დღემდე ინარჩუნებენ.

1898 წელს გერმანის კეისარი ვილჰელმ II ეწვია წმიდა მიწას “იერუსალიმის მეფის” ტიტულით, ხოლო ერთი წლის შემდეგ მან დაიწყო გათხრები ძველი ბაბილონის ადგილზე. 1913 წელს მან ბერლინში ჩამოიტანა 337 დრაკონით “დამშვენებული” ჯოჯოხეთი კარიბჭისა და საზეიმო გზის პირველი ფრაგმენტები. ერთი წლის შემდეგ გერმანიამ ომი გამოუცხადა მთელს მსოფლიოს, რამაც 4 წლის განმავლობაში შეიწირა 10 მილიონი ადამიანი!

1930 წლისთვის ბერლინში “საზეიმო გზა” მთლიანად აღადგინეს. იყო თუ არა ეს ბაბილოვნელი გველ-დრაკონი თვით ეშმაკი, რომელმაც ჰიტლერის მეშვეობით გამოაცხადა “ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა”, რომლის შედეგადაც ევროპაში დახოცეს 6 მილიონი ებრაელი? ასევე, ჰიტლერის მიერ წამოწყებული მეორე მსოფლიო ომი (1939-1945) იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე – 55 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში; გერმანია აღმოჩნდა რუინებში, ხოლო ბერლინი ორ ნაწილად – აღმოსავლეთად და დასავლეთად დაიყო.

მანამ, სანამ აღმოსავლეთ ბერლინში რჩებოდა ასტარტის კარიბჭე, – ებრაელთადმი ბაბილონური სიძულვილის სიმბოლო, დასავლეთ გერმანია შევიდა “მადლის” პერიოდში. კანცლერი ადენაუერი, ქრისტეანი და ნაციზმის მოწინააღმდეგე, მხარს უჭერდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას: ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც აკურთხებს ებრაელებს. იმ დროს, როდესაც მისი ქვეყანა ჯერ კიდევ იშუშებდა ჭრილობებს და ნანგრევებში იყო, კანცლერმა სამხედრო რეპარაციები წარუდგინა ისრაელს და დაიწყო ომისშემდგომი გერმანული სასწაული! ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია ისევ გაერთიანდა 1990 წელს. დღეს გერმანული ეკონომიკური სასწაული კრიზისს განიცდის. საინტერესოა, რატომ?

მეფე ნაბუქოდონოსორის მამამ საფუძველი ჩაუყარა ბაბილონის ახალ გოდოლს (პირველი იმ დროისთვის უკვე დანგრეული იყო), რომლის საძირკველ ქვას ეწერა: “სადიდებლად ღმერთებისა ნაბუისა და მარდოკისა, რომლებმაც მიბრძანეს საფუძველი ჩამეყარა ბაბილონის გოდოლისთვის მიწისქვეშა სამყაროს ცენტრში, რათა მისი სიმაღლე ეჯიბრებოდეს ზეცას. მე დავხარე თავი და ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანეს”.

ბერლინი, ბაბილონის კარიბჭითურთ, ისევ გახდა დედაქალაქი, ხოლო კანცლერმა შრედერმა გერმანიის მთავრობა, დასავლეთ გერმანიის ყოფილი დედაქალაქ ბონიდან ისევ ბერლინში გადაიტანა. ამერიკის პრეზიდენტმა კლინტონმა ერთხელ გერმანიის დედაქალაქს “გაერთიანებული ევროპის გული” უწოდა. რა გულია ეს? მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიტლერმა წამოაყენა “ახალი ევროპის” თავისი იდეა. ხოლო, ომისშემდგომი ევროპის კონტროლისთვის უნდა დაეწესებინა: საერთო ახალევროპული ვალუტა, ევროპის ეკონომიკური საზოგადოება, ევროპის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა. ჰიტლერის დამარცხების მიუხედავად, მისი გეგმები ევროპაში დღემდე ხორციელდება! იბადება კითვა: იყო კი ეს ჰიტლერის გეგმები? თუ არა, ვისია იგი? იქნებ, მისი თავწყარო დავინახოთ დანიელის წინასწარმეტყველებაში – სამეფო, რომელიც არ დარჩება ერთიანი, აღიგვება პირისაგან მიწისა, როგორც რკინისა და თიხისგან შემდგარი ტერფები?

არ არის გასაკვირი, რომ ქრისტეანებმა მიიღეს გაფრთხილება გამოცხადების წიგნის 18-ე თავში: “გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი” (გამოცხ. 18:4-5). დანიელმა განმარტა ნაბუქოდონოსორის ხილვა და გაგვაფრთხილა, რომ ბაბილონის ბოროტი სული გააგრძელებს თავის მოქმედებას ძველი იმპერიის დანგრევის შემდეგაც და გადავა მომდევნო სახელმწიფოებში და ჩვენს დრომდეც მოაღწევს. მხოლოდ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განადგურდება საბოლოოდ ბაბილონის სული (იხ. დანიელი 2:33-34; გამოცხ. 19:11-21). მაგრამ რომელია ის სახელმწიფო დღეს, რომელიც ნაბუქოდონოსორის ხილვაში წარმოდგენილია რკინისა და თიხის ნარევით? ევროპის იმპერია? რომის ხელშეკრულებით, ძლიერ და არც ისე ძლიერ სახელმწიფოთა შერევით შეიქმნა ევროპის კავშირი. ხომ არ არის ეს ის კერპი, რომელიც დაინგრევა ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს?

როგორც დასაწყისში ვამბობდაი, ბიბლია – უბრალოდ ისტორია ან მომავლის წინასწარმეტყველება როდია. ეს არის ცოცხალი წიგნი და ჩვენ ვცხოვრობთ ევროპაში ბიბლიის დროით! მაგრამ აქ ბატონობენ დემონური და სატანური ძალები. ბაბილონის გოდოლი საფრანგეთში აღმართეს გადასახადის გადამხდელთა ფულით; მხეცზე ამხედრებული დედაკაცი მარტო ბრიუსელის ნაწილი როდია. ბაბილონი და ჯოჯოხეთის კარიბჭე ბერლინში განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იცხოვრებთ თქვენ და თქვენი შვილები მომავალში.

მაგრამ, არსებობს ის, რაც ყოველივე ზემოთთქმულზე უარესია. რა შეიძლება იმაზე უსაშინელესი იყოს ამ უკეთურ სამყაროში, ვიდრე მთელს ბიბლიაში ნახსენები ერთი ადგილი, სადაც ლაპარაკია სატანის ტახტის ადგილსამყოფელზე. ცხადია, თქვენ იტყვით, რომ ეს იყო 2000 წლის წინათ და ოდესმე ნამდვილად თუ არსებობდა იგი, ამჯერად ის უეჭველად განადგურებული უნდა იყოს. ეს იმდენად უკეთური ადგილი უნდა იყოს, იმდენად საშინელი, რომ მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ცხოვრობს სატანა. მართლაც, მთელს ბიბლიაში მხოლოდ ერთი ადგილი აღწერილი ამგვარად. ეს ადგილია – პერგამოსი. და სად არის ის სადღეისოდ? – ბერლინში, ევროპის ცენტრში.

გამოცხადებაში ვკითხულობთ: “ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე: ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი” (გამოცხ. 2:12-13).

პერგამოსის გიგანტური საკურთხეველს მნიშვნელოვანი ადგილი უპყრია ბერლინის პერგამონის მუზეუმში. ეს საკურთხეველი თავიდან მცირე აზიაში (თურქეთის თანამედროვე ტერიტორიაზე) იმყოფებოდა და იმპერატორის თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენდა. ვინც იმპერატორს არ აღიარებდა ღმერთად რიტუალურად კლავდნენ საკურთხეველზე. ბიბლია ამ ადგილს უწოდებს სატანის ტახტს, მის კიბეებზე ქრისტეანები ღებულობდნენ მოწამეობრივ სიკვდილს ქრისტეს ერთგულებისთვის. ის აღმოაჩინა გერმანელმა არქეოლოგმა კარლ ჰუმანმა XIX საუკუნის მიწურულს. სატანის საკურთხეველი უბადლო მდგომარეობაში იყო. სატანის ეს საკურთხეველი უკანასკნელი კენჭის ჩათვლით ჩამოიტანეს ბერლინში. 1902 წელს კაიზერმა ვილჰელმ II ამ ტაძრის აღმართვა აღინშნა როგორც “თავისი მმართველობის ყველაზე დიადი მომენტი” და წარმართი ღმერთების პატივსაცემად გრანდიოზული ზეიმი მოაწყო. საკვირველია ის, რომ ამის შემდეგ ის, რაც ხდება გერმანიის ისტორიაში, შეიძლება მხოლოდ დემონურ ზეგავლენასა და კონტროლს მივაწეროთ.

ჰიტლერი იმდენად მოიხიბლა პერგამონის საკურთხევლით ბერლინში, რომ 1934 წელს მან გასცა განკარგულება აეშენებინათ მისი ზუსტი ასლი ნიურნბერგში, ნაცისტური პარტიის ყრილობათა ჩასატარებლად. აქედან, “სატანის საკურთხევლიდან” გამოუცხადა მან სიკვდილი ებრაელებს და ყველას, ვინც კი არაარიული სისხლის იყო. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ქალაქი განაახლეს და მოამზადეს რათა გაერთიანებული ევროპის ცენტრი გახდეს. 1999 წელს რაიხსტაგის შენობა, რომელიც ცნობილი გახდა ჰიტლერის წყალობით, მაგრამ დაინგრა 1945 წელს, ამჯერად სრულიად რესტავრირებულია და ოფიციალურად გახსნილია, ხოლო გერმანიის მთავრობამ დაასრულა გადასვლა ბონიდან ბერლინში. პირველად 50 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა დაბრუნდა იქ, სადაც იმყოფებოდა “სატანის საკურთხეველი”.

რა სულიერი მნიშვნელობა გააჩნია ყოველივე ამას? რატომ მოხდა ეს გადასვლა გაერთიანებული ევროპის სახელმწიფოს შექმნის დროს? იქნება თუ არა ზეწოლა ევროპარლამენტზე, რომლის საქმიანობა დღეს გაყოფილია სტრასბურგსა და ბრიუსელს შორის, რათა ბერლინის ერთ ერთ თავისუფალ შენობაში გადავიდეს? იქ, სადაც არის “სატანის საკურთხეველი?…

სულ ეს იყო მთელი სამი ნაწილი
ეს იყო იმისთვის რომ ხალხს თვალი აეხილოს
და რწმენაში გაძლიერდეს…
ბოლო ჟამია
იფხიზლეთ!!!

წყარო: http://www.apocalypse.ge/

თეგები

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close