რეკორდებისაკითხავისასარგებლო

ყველაზე ძვირადღირებული ნივთები

გაინტერესებთ , რომელია ყველაზე უფრო ძვირადღირებული ნივთები? მაშინ გადახედეთ ჩამონათვალს და თუ პოსტი საინტერესო იქნება თქვენთვის, მაშინ გავაგრძელებ

1. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლიპი. Michael Jackson მაიკალ ჯექსონისა და ჯანეტ ჯექსონის — «Scream». 7 000 000 $.

კლიპი პირველად ეთერში გავიდა 1995 წლის ივნისში. კლიპის რეჟისორია მარკ რომანეკი
ეს ჯერჯერობით ყველა დროის ,ყველაზე უფრო ძვირადღირებული კლიპია. «Scream» შექმნილია ფუტურისტულ თემატიკაზე, მთელი კლიპის მსვლელობისას გამოყენებულია სპეცეფექტები. კლიპს ააქვს აღებული ბევრი ჯილდო : MTV VMA Awards და «გრემი» საუკეთესო ვიდეოსათვის.
კლიპის შესაქმნელად გაწეული ხარჯები ასეთია:
კომპიუტერული გრაფიკით დახატული კოსმოსური ხომალდის შიდა სივრცე: 65 ათასი $.
გატეხილი გიტარები: 53 ათასი $.
ცვალებადი საგნები: 50 ათასი $.
გრიმი მაიკლისათვის: 3 ათასი $ დღეში.
გრიმი ჯანეტისათვის: 8 ათასი $ დღეში.
ქორეოგრაფია: 40 ათასი $ .
გიგანტური ვიდეოეკრანი: 80 ათასი $.
განათება: 175 ათასი.
11 დეკორაციის საერთო ღირებულება : 5 ათასი $.

2. ყველაზე ძვირადღირებული წიგნი. 31 000 000 $

“ლესტერის კოდექსი” — ეს არის რვეული ჩანაწერებით, რომელიც გაკეთებულია ლეონარდო და ვინჩის მიერ, მილანში 1506 და 1510 წლეებს შორის. შენიშვნებისათვის დიდი მხატვარი, იყენებდა სეპიას ( ღია ყავისფერი საღებავი, რომელიც მზადდებოდა ზღვის მოლუსკებისაგან) რომლის მეშვეობიტაც ის წერდა ორმაგ 18 ფურცელზე. ყოველი მათგანი იყო აწყობილი ისე, რომ საბოლოოდ გამოდიოდა 72 გვერდი. ტექსტების ზოგიერთ ადგილზე ლეონარდო მიმართავს მომავალ “მკითხველს” .
“ლესტერის კოდექსი” განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის წარმოადგენს აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვარის მეცნიერული ხასიათის ჩანაწერებს და მათემათიკური გათვლებს, რომელთა წაკითხვა შეიძლება მხოლოდ სარკის დახმარებით. სწორედ ამ მეთოდს გახდა იძულებული, რომ მიემართა რომანის “დავინჩის კოდის” გმირი, ჟაკ სონიერი, რათა გაეშიფრა შეტყობინება იმის შესახებ, თუ სად არის კრიპტექსი ნომერი ერთი. ტექსტებს თან ახლავს უამრავი ნახატები. ლეონარდოს დაკვირვებები მოიცავს მრავალი სახის თემებს — ასტრონომიიდან დაწყებული მინერალების, წყლის, ჰაერის და სინათლის თვისებებით დამთავრებული.
“ლესტერის კოდექსი”, რომელსაც ეს სახელი ინგლისური ოჯახის გვარის მიხედვით დაერქვა, რომელმაც ის 1717 წელს შეიძინა, ამჟამად “მაიკროსოფტის” დამფუძნებელის ,მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ,ბილ გეიტსის საკუთრებას წარმოადგენს და ექსპონატის რანგში გამოფენილია ამერიკაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში.

3. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გიტარა 2,800,000 $

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გიტარა
Fender Stratocaster, (სტანდარტული სერიის), გაყიდული იქნა საქველმოქმედო აუქციონზე, ყატარში 2,800,000 დოლარად.
აუქციონი ჩატარდა 2004 წელს ცუნამში დაზარალებულთა დასახმარებლად. გიტარამ გადაფარა წინა რეკორდი 959,500 $.
როგორც საიტი Fender იტყობინება , იდეის ფუძემდებელი იყო Jamie Crompton, Fender-ის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელი. ის დაუკავშირდა ბრაიან ადამსს , ის კი თავის მხრივ თავის ნაცნობ შემსრულებლებს და შესთავაზა დაეტოვებინათ თავისი ხელწერა ჩვეულებრივ სერიულ გიტარაზე.
იდეას მხარი დაუჭირა 19 მონაწილემ.
აი იმათი ჩამონათვალი ვინც ხელი მოაწერა გიტარაზე:
– Jimmy Page
– Eric Clapton
– Mick Jagger
– Brian May
– Liam Gallagher
– Jeff Beck
– Pete Townshend
– Ray Davies
– David Gilmour
– Bryan Adams
– Tony Iommi
– Mark Knopfler
– Angus Young
– Malcolm Young
– Keith Richards
– Ronnie Wood
– Paul McCartney
– Sting
– Noel Gallagher

4. ყველაზე ძვირადღირებული მონეტა მსოფლიოში 7.900.000 $.

XX საუკუნის 30-იანი წლების უნიკალური 20 დოლარიანი ოქროს მონეტა, ატარებს სახელწოდებას “ორმაგი არწივი”. 30 წლებში უარი თქვეს ოქროს სტანდარტზე და ხმარებიდან ამოიღეს ყველა ძვირფასი მეტალიდან დამზადებული მონეტა და თითქმის ყველა “ორმაგი არწივი ” გადაადნეს, მაგრამ 1933 წლის გაზაფხულზე ფინანსთა სამინისტროს საცავის გაქურდვისას 10 მონეტა მოიპარეს. ამერიკულ სპეცსამსახურებმა მოახერხეს ეპოვათ და დაებრუნებინეძთ ისინი ერთის გარდა . “ორმაგი არწივი” იპოვეს მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ბრიტანელმა კოლექციონერმა სტივენ ფენტონმა შეიძინა იგი ლონდონში და ჩამოიტანა ნიუ-იორკში, სადაც ის დააკავეს აშშ ფედერალურმა აგენტებმა. ხუთი წლის სასამართლო გარჩევების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ მიაღწია მასთან იმ შეთანხმებას, რომ მონეტა წარმოადგენს აშშ საკუთრებას, მაგრამ მისი გაყიდვა შესაძლებელია.

5. ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკა მსოფლიოში –
2.300.000 $

ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საფოსტო მარკა მსოფლიოში გახლავთ- ” ყვითელი ტრესკილინგი” შვედეთიდან. მისი მიახლოებითი ფასი შეადგენს 2.300.000 $. რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? საქმე იმაშია, რომ 1858 წელს შვედეთში გამოდიოდა სერია ცისფერი საფოსტო მარკებისა, ღირებულებით 3 სკინინგი ( აქედანაა მისი დასახელებაც -ტრესკილინგი) და ყვითელი ღირებულებით 8 სკილინგი. ტიფოგრაფიაში აერიათ ფერები და ამ შეცდომის შედეგად გაჩნდა რამდენიმე ეგზემპლიარი ყვითელი მარკებისა, ღირებულებით 3 სკილინგი.

6. ყველაზე ძვირადღირებული ლარნაკი მსოფლიოში -4.720.000 $

ეს არის ფაიფურის ყველაზე უფრო ძვირი ნაკეთობა. 2006 წელს ნიუ-იორკის აუქციონზე -Sotheby’s, პატარა ჩინური ფაიფურის ლარნაკი, რომელიც XIV საუკუნის იუანების სამეფო დინასტიის საკუთრებას წარმოადგენდა, გაიყიდა 4 700 000 მილიონ დოლარად. ბოლოს ის აუქციონზე გატანილი იყო 1993 წელს და მაშინ ის გაიყიდა 1 230 000 დოლარად. პატარა, სულ რაღაც 34 სანტიმეტრი სიმაღლის ლარნაკი წარმოადგენს იუანთა კლასიკური სტილის ნიმუშს, რომელსიც ჭარბობს თეთრ ფონზე მოცისფერო- კობალტისფერი ფიგურები, ეს არის მსგავსი ნამუშევრებიდან შემორჩენილი ერთადერთი ეგზემპლიარი .

unnatural.ru

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close