საკითხავისასარგებლოსურათები

იცოდით?

1. ოკეანეთში 30 მილიონზე მეტი მცხოვრებია. პაპუა ახალ გვინეაში თითქმის 6 მილიონი კაცი ცხოვრობს, რომლებიც 700-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ.

2. პირველი ქვეყანა სადაც ქალს ხმის უფლება მიენიჭა, ახალი ზელანდია იყო, ეს მოხდა 1893 წელს. ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს დღესაც არ აქვთ ხმის უფლება.

3. პირველ მსოფლიო ომს “ყველა ომის დამასრულებელ ომს” უწოდებდნენ, მაგრამ 20 წლის შემდეგ ევროპა კვლავ ომში ჩაება.

4. ამერიკელ გამომგონებელს თომას ედისონს (1847-1931) 1000-ზე მეტი გამოგონება აქვს.

5. აცტეკებს ფული არ ჰქონდათ და მის ნაცვლად ბუმბულებსა და კაკაოს მარცვლებს იყენებდნენ.

6. ესპანელთა შემოსევებამდე ინკების იმპერიაში დაახლოებით 12 მილიონი კაცი ცხოვრობდა.

7. ბუერი თხილამურებზე მდგარი ნავია. 1938 წელს ჯონ ბაკსტაფმა (აშშ) თავისი ბუერით 230კმ/სთ სიჩქარე განავითარა აშშ-ში, უისკონსინის შტატში მდებარე უინებაგოს გაყინულ ტბაზე.

8. ოლმეკები მექსიკაში ცხოვრობდნენ დაახლოებით ძვ.წ 1200 წელს და ბურთით თამაშით ეთაყვანებოდნენ ღმერთებს. ბურთით რიტუალურ თამაშებს მაია და აცტეკებიც ასრულებდნენ.

9. 1920 წლამდე ბაგირის გადაწევა ზაფხულის ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობა იყო.

10. სხეულის დამცავი ჟილეტები შეიცავენ ტყავს, ლითონსა და ტყვიაგაუმტარ კვლარს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close