არქივი

გენიოსები – ვაღიაროთ, სანამ ცოცხლები არიან (მე-4 სერია)

”რაღაც განსხვავებული დამემართა, როცა გამოსახულებებისთვის დავიწყე მუსიკის წერა. ეს იყო მღელვარების, კავშირისა და საჭირო ადგილას ყოფნის ისეთი შეგრძნება, როგორიც მანამდე არასოდეს მქონია.” – ჯეიმს ნიუტონ ჰოუარდი, 2000 წ.

როგორ იქნა მივადექი ჩემს უსაყვარლეს კი არა, უუსაყვარლესეს კომპოზიტორს :)) კიდევ ერთი სტაჟიანი და მძიმე წონიანი კომპოზიტორი, რომელიც ათწლეულებია, ჰოლივუდისთვის შედევრებს ქმნის.

 ჯ.ნ. ჰოუარდი დაიბადა ლოს ანჯელესში, 1951 წლის 9 ივნისს. მუსიკისადმი მიდრეკილება გამოამჟღავნა ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში, ოთხი წლისამ კი უკვე დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. იგი თვლის, რომ ასეთი ადრეული ასაკიდან მუსიკის სიყვარული გამოწვეული იყო იმით, რომ ბებიამისი იყო პროფესიონალი მევიოლინე, და ჯეიმსი ძალაუნებურად ბავშვობიდანვე ეცნობოდა კლასიკური მუსიკის საუკეთესო რეპერტუარს. როგორც აღიარებს, თუ ერთადერთი უსაყვარლესი კომპოზიტორის არჩევა მოუწევდა, ეს ბეთჰოვენი იქნებოდა.

cc6dbac8bf60

 14 წლისამ მუსიკის სწავლა უკვე კალიფორნიაში განაგრძო. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ როცა იგი სასწავლებელში მივიდა, მასწავლებლებიც და სტუდენტებიც გააოცა, რადგან არ არსებობდა რამე, რისი დაკვრაც არ შეეძლო. ყველა გაკვირვებული იყო მისი ნიჭით. ერთხელ კი ხმა გავარდა, რომ ჯეიმსი პიანისტობისათვის თავის დანებებას აპირებდა, და როგორც მისი მეგობარი ამბობს, ”დარწმუნებული ვარ, ყველამ, ვინც ამის შესახებ შეიტყო, პირში მიახალა რაღაც ’დაივიწყე!!!’-ს მსგავსი”.

კლასიკური მუსიკის გარდა, ჯეიმსს პოპულარული მუსიკაც იზიდავდა. მისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა ყველასათვის ცნობილი ”ბითლზი”, როგორც თავად აღნიშნავს, ისინი აბსოლუტურად ექსტრაორდინალურები იყვნენ, და მათმა მუსიკამ მასზე დიდი გავლენა იქონია, ამის შემდეგ ჯეიმსმა დაიწყო ჯიმი ჰენდრიქსის, ლედ ზეპელინის და სხვ. მოსმენა.

 ამ ყველაფერთან ერთად, მას თავიდანვე ჰქონდა ჩვეულებრივზე მეტი ინტერესი ფილმების მუსიკის მიმართ. ”ფილმების კომპოზიტორების უმრავლესობის მსგავსად, ფილმებში მუსიკის შემჩნევა მაშინვე დავიწყე, როგორც კი დავიწყე ფილმების ყურება.” – ამბობს ჯ. ნ. ჰოუარდი, და იმასაც ამბობს, რომ ამ მუსიკის მოსმენამ მას იმდენივე ასწავლა (თუ მეტი არა), რამდენიც კომპოზიციის გაკვეთილებმა.

სკოლის შემდეგ სწავლა სანტა ბარბარაში, სამუსიკო აკადემიაში განაგრძო – Music Academy of the West – http://www.musicacademy.org/. სწავლობდა ფორტეპიანოს, აკომპანიმენტს, და საბოლოოდ ორკესტრობას.

ჯეიმსმა, როგორც მუსიკოსმა, მოღვაწეობა დაიწყო როკ-გჯუფთან სახელწოდებით “Mama Lion” – მისმა მეგობარმა, რომელმაც იცოდა, რომ ჯგუფი ერთ წევრს ეძებდა სინთეზატორისთვის, ჯეიმსს შესთავაზა მოსმენაზე მისვლა. ისიც სიამოვნებით დათანხმდა, რადგან მანამდე შემოსავლის საშოვნელად საკვები პროდუქტების შემფუთველად მუშაობდა და ფული ძალიან სჭირდებოდა. მართალია, ჯგუფმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ ეს იყო პირველი ბიძგი მისი მუსიკალური კარიერისთვის. კარიერის საწყის პერიოდში მან გამოსცა თავისი სოლო ალბომიც ”James Newton Howard” – მანამდე იგი ჯიმ ჰოუარდად იყო ცნობილი. ”ნიუტონი” იმიტომ ჩაამატა, რომ იოლი ყოფილიყო მისი გარჩევა სხვა ცნობილი ხალხისგან, რომლებიც ჯეიმს ჰოუარდის სახელს ატარებდნენ. სამწუხაროდ, მისი ალბომი იმდენად წარმატებული არ გამოდგა, რომ ჯეიმსს ამით თავის რჩენა შეძლებოდა, ამიტომ, იგი აგრძელებდა სხვადასხვა ჯგუფებისთვის მუშაობას (”კლავიატურისტად”, ან/და პროგრამისტად). სხვათა შორის, იგი რამდენიმეჯერ ახლდა ტურში ელტონ ჯონს. სპეციალურად ვეძებდი აი ამ ვიდეოს:

ეს იყო პირველი კონცერტი, სადაც ჯეიმსი ელტონ ჯონის ბენდში მიიწვიეს, და შეგიძლიათ თვალიც მოჰკრათ: 0:24-ზე და 1:10-ზე, ლურჯ-წითელ-თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ გაბურძგნულ კლავიატურისტს ხედავთ? – თუ არ ვცდები, ეგაა ნიუტონა ;))) ელტონ ჯონთან თანამშრომლობა მას ძალიან გამოადგა, ეს იყო მისი პირველი გამოცდილება ორკერსტრთან მუშაობაში. (თან, როგორც თვითონ განაცხადა ერთ ინტერვიუში, როდესაც მან პირველ კონტრაქტს დახედა, და დაინახა თანხა, რომელიც მას ამ სამუშაოში გადაეცა, ეს იყო მის მანამდე არსებულ შემოსავალზე რამდენიმე ათასჯერ მეტი)

ახლა კი გადავიდეთ მისი კარიერის გემრიელ ნაწილზე, ანუ ფილმებისთვის მუსიკის წერაზე. პირველი შეთავაზება მიიღო 1986 წლის ფილმზე: Head Office. ”შეძრწუნებული ვიყავი, რადგან მართლა არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა ასე დაკვეთით წერა, და ტექნოლოგიის მეშინოდა. როგორ უნდა მიამაგრო მუსიკა გამოსახულებას და მთელი ეს ამბები. ასე რომ, მე, ასე ვთქვათ, ძალიან მერყევად ვუთხარი ’დიახ’, და მახსოვს, რომ დაახლოებით ექვსი, თუ შვიდი კვირა მქონდა ამის გასაკეთებლად, და ეს საქმიანობა დაუყოვნებლივ შემიყვარდა. მგონი ნორმალურად ვიმუშავე. კიდევ რამოდენიმე შემოთავაზებაც მივიღე და ამის შემდეგ უბრალოდ ამას ვაკეთებ. რატომღაც, მას შემდეგ, რაც ფილმებისა და ტელევიზიისთვის მუსიკის წერა დავიწყე, პოპ სამყაროს ვეღარ დავუბრუნდი. ვგრძნობდი, რომ ეს იყო ის, რაც მე უნდა მეკეთებინა, ასე რომ, სწორი იყო თუ არასწორი, მივყევი.” (სწორი იყო, ნიუტონ, სწორი xD)

აი რას აკეთებდა იგი იმ დღიდან მოყოლებული (მთელ ასოცდაათი ფილმის საუნდტრეკებს აქ ვერ მოვათავსებ, მაგრამ ძალიან გემრიელები ამოგირჩიეთ :))

A DEVIL’S ADVOCATE:
New York

Lovemaking

THE SIXTH SENSE (წინასწარ ბოდიში უსიამოვნო ფოტოებისთვის ზოგ ვიდეოზე)

Main Titles

Run to the Church

Zoloft

Malcolm is dead

ATLANTIS: THE LOST EMPIRE

The Secret Swim

Crystal Chamber

TREASURE PLANET

12 Years Later

THE VILLAGE

Noah Visits

Gravel Road (ეს ჩემი უსაყვარლესია ამ ფილმიდან)

KING KONG

Fateful Meeting

Central Park

Beauty Killed the Beast (4-5)

BLOOD DIAMOND

I Can Carry You

Solomon Vandy

I AM LEGEND

My Name Is Robert Neville

I’m Listening

Reunited

პ.ს. როგორც ხვდებით, ეს მისი შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია, კიდევ ბევრი მინდოდა ჩამედო, მაგრამ მგონი იუთუბის მისამართი ყველამ იცით ;) “Water for Elephants” “Lady In the Water” “My Best Friend’s Wedding”… უამრავი ფილმია დარჩენილი, შეგიძლიათ ძებნა დაიწყოთ ;)

Levani Georgian: ვენები არ გადაიჭრა, შენი თხოვნა მზადდება უკვე ;)

Back to top button