უცნაური

ევროკავშირი – განახლებული რომის იმპერია?! ნაწილი:II

cfec2ab46abc
წინა ნაწილში ჩვენ ვაჩვენეთ აღდგენილი რომის იმპერია მისი ცენტრით სტრასბურგში. ახლა გთავაზობთ მეორე ნაწილს, სადაც ვილაპარაკებთ გამოცხადების წიგნზე.

და რადგან პირველ ნაწილში ბევრს დააინტერესა, გადავწყვიტე დამედო მე-2 ნაწილიც. წინა პოსტის დადებისთვის მადლობას ვუხდი ადმინისტრაციას.

სანამ ამის კითხვას დაიწყებდეთ,ვისაც არა აქვს წაკითხული პირველი ნაწილი კარგი იქნება თუ თვალს გადაავლებთ (http://ucnauri.com/202594/evrokavshiri/)

გავემართოთ ბრიუსელში, სადაც ვნახავთ მეძავ დედაკაცს და მხეცს, რომლის შესახებაც ნათქვამია აპოკალიფსისში. (სახარების ბოლო თავია “იოანეს გამოცხადება” იგივე აპოკალიფსი)

საინტერესოა, რომ ევროპის კავშირის ორი უმთავრესი სიმბოლო მოხსენიებულია ბიბლიაში. პირველის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ, – ეს იყო სტრასბურგში მდებარე ევროპის პარლამენტის ახალი შენობა, რომელსაც აქვს ბაბილონის გოდოლის სახე. მაგრამ, მეორე სიმბოლო, რომელიც გამოყენებულია ევროპაში, პირველზე უარესია. შეიძლება ითქვას, რომ ის არის უკეთური, დემონური, დამცირების გამომხატველი.

მეორე სიმბოლოს წარმომავლობის მინიმუმ სამი წყარო მაინც არსებობს. რას წარმოადგენს იგი და სად მდებარეობს? ეს არის მხეცზე ამხედრებული დედაკაცის სკულპტურა, რომელიც ამშვენებს ევროპის კავშირის შენობის ტერიტორიას ბრიუსელში. სკულპტურის წარმომავლობა ადვილი დასადგენია. ის გამოხატავს ბერძნულ მითს “ევროპის მოტაცებაზე” – სწორედ ამ დედაკაცის საპატივცემოდ დაერქვა “ევროპა” ერთ ერთ კონტინენტს!

adbae2117366
მხეცზე ამხედრებული დედაკაცის იგივე ხატი მოხსენიებულია ბიბლიაში, გამოცხადების წიგნში, კერძოდ 13-ე და 17-ე თავებში. მხეცი მოხსენიებულია ასევე ძველ აღთქმაშიც, კერძოდ, დანიელის წინასწარმეტყველებაში.

ბერძნულ მითოლოგიაში, ამ სიმბოლოს პირველწყაროში, არსებობს ისტორია ზევსზე, ღმერთთა მამაზე, რომელიც უთვალთვალებდა მშვენიერ ევროპას, რომელიც ერთ ერთ ფინიკიურ პლიაჟზე იმყოფებოდა (სხვათა შორის, დღეს ეს არის ისრაელის ერთ ერთი ნაწილი) და ვნება აღეძრა მის მიმართ. ზევსი გარდაიქცა თვალის მომჭრელი სითეთრის მქონე ხარად, რომელსაც ნახევარმთვარისებური რქები ჰქონდა და ევროპის ფერხთქვეშ გაწვა.

ევროპა ხარს ზურგზე შემოაჯდა. ხარმა ზღვის ტალღებში გაიტაცა იგი და შემდგომ გააუპატიურა. დედაკაცმა შვა ძე, ხოლო სიკვდილის შემდეგ მიიღო ღვთიური პატივი და როგორც ზეცის დედოფალი, ღმერთების დასში შევიდა. ხარი კი ზეციურ ვარსკვლავედს შეერწყა. ადვილი სათქმელია, რომ მე ვცდები, მაგრამ, იქვე ბრიუსელში, ევროპარლამენტიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში, არსებობს სავაჭრო ცენტრი, რომლის ცენტრალური მშვენება არის მხეცზე ამხედრებული იგივე დედაკაცი. გარდა ამისა, მრავალი მაღაზია ამ სავაჭრო ცენტრში იწოდება “იუპიტერად”, რომელიც არის ღმერთების მამის რომაულის სახელი, ბერძნული მითოლოგიით კი – ზევსი.

ევროპის ორივე პარლამენტში: ბრიუსელსა და სტრასბურგში, არსებობენ ტილოები მხეცზე ამხედრებული დედაკაცის გამოსახულებით. ევროპარლამენტის წევრებმაც ეს სიმბოლო ღიად გამოიყენეს ევროპარლამენტის დაარსების დღიდან და ყველამ იცის თუ რას წარმოადგენს ის. მაგალითდ, მხეცზე შემომჯდარი დედაკაცის სახე 1948 წელს გაჩნდა 5 მარკიან გერმანულ ბანკნოტზე; 1979 წელს იგივე გამოსახულება დახატეს ბერლინის კედელზე; ხოლო 1984 წელს ის გაჩნდა ინგლისურ საფოსტო მარკაზე, რომელიც მიეძღვნა ევროპარლამენტის მეორე არჩევნებს; 1992 წელს ის გაჩნდა გერმანულ მონეტაზე (ეკიუ) (ევროს წინამორბედზე). ეს სურათი გამოსახულია ასევე ბრიუსელის აეროპორტის დარბაზში. ყველაზე შთამბეჭდავი და არაორაზროვანი სურათი გამოჩნდა გერმანულ სატელეფონო ბარათზე, რომელიც განკუთვნილი იყო საზოგადო სარგებლობისთვის.

და აი, ამჯერად ეს დედაკაცი გამოსახულია ევროვალიუტაზე. ჩვენ ვხედავთ მას ორი ევროს ღირებულების ბერძნული მონეტის მეორე მხარეს! (იხ. ფოტო ქვემოთ). იბადება კითხვა: რისი თქმა სურთ ამით ევროკავშირის მომხრეებს? ხომ არ გულისხმობენ ისინი, რომ დღეს ევროპას აუპატიურებენ და თუ ამას გულისხმობენ, როგორ: პოლიტიკურად, ფინანსურად თუ სულიერად და ვინ აკეთებს ამას?
c3b3508187b0

ბიბლიაში, გამოცხადების 17-ე თავში ეს დედაკაცი წარმოდგენილია როგორც მეძავი, რომელიც ზის მხეცზე, რომელსაც აქვს 7 თავი და 10 რქა! გამოცხ.(17:9-12)(ამას მე მოგვიანებით ავხსნი). დედაკაცს აქვს სხვა სახელი, შუბლზე მას აწერია: “დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა” (გამოცხ. 17:5).

არსებობს მოსაზრება, რომ ძველი ბაბილონი დღეს იმყოფება ბერლინში, ევროპაში. ახალი აღთქმის თანამედროვეებმა, რომლებიც არა მარტო ებრაული, არამედ ბერძნული-რომაული კულტურის ზეგავლენით აღიზარდნენ, ალბათ უწყოდნენ იმ მითების შესახებ, რომლებიც წარმოადგენდნენ მათი გარემომცველი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ახალი აღთქმა დაწერილია ბერძნულ ენაზე და იესოს ჯვარზეც წარწერა იყო ლათინურ, ებრაულ და ბერძნულ ენებზე. ცხადია, რომ იესომ და პავლემ, რომელიც ქადაგებდა ათენში და ასევე მოციქულმა იოანემ, რომელმაც დაწერა აპოკალიფსისი, იცოდნენ მითი ევროპისა და ხარის შესახებ.

გამოცხადების 13-ე თავში ლაპარაკია ზღვიდან ამომავალ მხეცზე 7 თავითა და 10 რქით. ძველ აღთქმაში მხეცი წარმოგვიდგება ორი სახით. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში მეოთხე სამეფოს ასევე 10 თავი გააჩნია. თითოეულ განსახილველ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დედაკაცს, ევროპას, მხეცზე ამხედრებულს გამოსახავენ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისტორიაში, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული, ამ დედაკაცს შუბლზე აწერია: “დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა” (გამოცხ. 17:5).

წინასწარმეტყველებდა თუ არა იესო დღევანდელ ევროპაზე, როდესაც იოანეს აძლევდა გამოცხადებას მრავალრქიან მხეცზე მჯდომ დედაკაცზე? ჩვენ ვიცით, რომ გამოცხადების წიგნი არის წინასწარმეტყველური, მაგრამ განა დღეს არ სრულდება იგი? და რატომ იწოდა ეს დედაკაცი “დიდ ბაბილონად. მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედად”? ვინ არის ის მძლავრი, რქებიანი ხარი და რას წარმოადგენს?

მას ჩვენ შევიტყობთ ძველბერძნული მითიდან დედაკაცზე, რომელსაც ერქვა ევროპა და მის მიდრეკილებაზე “ღმერთების მამის” მიმართ, რომელიც გარდაიქცა ხარად და რომელსაც ნახევარმთვარის მსგავსი რქები ჰქონდა. როგორც ბიბლიის არქეოლოგიიდან ცნობილია, ხარი ნახევარმთვარისებრი რქებით იყო “ღმერთ” ბაალის ახლოაღმოსავლური, ხოლო რომაულ კულტურაში ზევსისა და იუპიტერის სიმბოლო! ბაბილონისა და ასევე ახლო აღმოსავლეთის უზენაესი “ღმერთი”, – ღმერთი მთვარისა, რომელიც წარმოდგენილია ნახევარმთვარისებრ რქებიანი ხარის სახით, ანუ უბრალოდ, როგორც ღმერთი ნახევარმთვარე. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ალლაჰი – ეს იგივე მთვარის ღმერთია, რომელიც მუჰამედმა აირჩია თაყვანისცემისთვის და ვისაც ეთაყვანება დღეს უამრავი ადამიანი. ჩვენს დღეებში ნახევარმთვარე არის ისლამის სიმბოლო, რომელიც გამოსახულია მეჩეთებსა და მრავალ სახელმწიფო სიმბოლიკაში.

785f0c52927f
რა კავშირი აქვს ევროპას ისლამთან? ისტორიაში აღნიშნულია, რომ ისლამი თავისი დაფუძნების დღიდან იბრძოდა მის წინააღმდეგ. ისლამი ჯერ თურქეთიდან შეიჭრა ბალკანეთში, ესპანეთში და საფრანგეთში და ომით დაიპყრო მთელი ევროპა. შემდეგ ამას მოჰყვა ევროპელ ჯვაროსანთა საპასუხო დარტყმა: ჯვაროსნები შეიჭრნენ ისრაელის ბიბლიურ მიწა-წყალზე რათა წმიდა მიწა გაეთავისუფლებინათ მუსლიმთაგან. დაახლოებით ასი წლის წინათ ახლო აღმოსავლეთში აღმოაჩინეს ნავთობი, რომელმაც ისლამური ქვეყნები პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლანში ყველაზე მძლავრ სახელმწიფოებად გადააქცია მთელს დედამიწაზე. ასე დაიწყო ევროპისა და ისლამის იძულებითი კავშირი!

პირველი მსოფლიო ომის დროს, ევროპის ქვეყნების ჯარები ერთმანეთს ებრძოდნენ ახლო აღმოსავლეთში. 1917 წელს, როდესაც ფრანგებმა და ბრიტანელებმა თურქი და გერმანელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ისრაელი, იერუსალემი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ბრიტანეთის მთავრობამ დადო ხელშეკრულება ებრაელებთან და არაბებთან მაქსიმალური მხარდაჭერის მიღების მიზნით, რითაც საფუძველი ჩაეყარა დღევანდელ კონფლიქებს ახლო აღმოსავლეში. ბრიტანეთმა, ლორდ ბალოფორის მეშვეობით, პირობა დადო, რომ “გაინიხილავდა პალესტინაში ებრაელის ხალხისთვის ეროვნული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას”, შემდეგ კი ეგვიპტეში ბრიტანელი წარგზავნილის მეშვეობით, დადო პირობა იმისა, რომ აღიარებდა და მხარს დაუჭერდა ოსმალოთა იმპერიისგან არაბების დამოუკიდებლობას.

ევროპისა და ისლამური ქვეყნების იძულებითი კავშირი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა ახალ სტადიაში. 1941 წლის 30 ნოემბერს, იერუსალემის მთავარი მუფტი შეხვდა ჰიტლერს. უნდა დადებულიყო ხელშეკრულება, რომ მუსლიმი არაბები დაეხმარებოდნენ ჰიტლერს იმ შემთხვევაში, თუკი ევროპაში ებრაელთა გაწყვეტის შემდეგ, ჰიტლერი გაანადგურებდა მათ არაბთა ეროვნულ ტერიტორიაზეც, – პალესტინაში. არაფატი, რომელთანაც ევროპას ჰქონდა საქმე, იყო იმ მუფტის შვილიშვილის შვილი, რომელმაც ხელშეკრულება დადო ჰიტლერთან!

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისლამისა და ევროპის კავშირი გაგრძელდა: მოხდა ისლამის მშვიდობიანი შეჭრა ევროპაში, რომელმაც მიიღო ურიცხვი მუშა-ემიგრანტი და ლტოლვილი ისლამური ქვეყნებიდან. დღეს გერმანიაში ცხოვრობს 3 მილიონი თურქი-მუსლიმი, საფრანგეთში 5 მილიონი ლტოლვილი ჩრდილოეთ აფრიკიდან, ბრიტანეთში – 2 მილიონი მუსლიმი ყოფილი კოლონიებიდან და სხვა ადგილებიდან.

ისლამი – ეს არის მრავალრიცხოვნობით მეორე და ყველაზე მსწრაფლმზარდი რელიგია ბრიტანეთში. ისლამის ექსპანსია ევროპაში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მას ხელგაშლილი ხვდებიან, ხოლო მიწებს მეჩეთებისა და რელიგიური სკოლების ასაშენებლად, უფასოდ აძლევენ. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროპის კულტურა დათრგუნულია ისლამურ ქვეყნებში, ქრისტეანობა კანონით არის არკძალული, სამაგიეროდ ევროპის ქვეყნებში არ შეიძლება ისლამის შეურაცხყოფა, ხოლო ევროპის ქრისტიანი ლიდერები შემწყნარებლურად ეკიდებიან მთვარის ბაბილონურ “ღმერთს” – ალლაჰს, და მას კიდევ ერთ თანაბარმნიშვნელოვან ღმერთად აღიარებენ.

ევროპა, ისლამი და ისრაელი? ევროპის კავშირი, რომელიც ჰიტლერის ტრადიციებს აგრძელებს, ყველაზე მძლავრი პოლიტიკური და ფინანსური მხარდამჭერია პალესტინელთა ლიდერის, არაფატისა, ებრაელთა წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვიურად ურიცხავს მის ტერორისტულ ორგანიზაციებს ათობით მილიონ დოლარს გადამხდელთა ჯიბეებიდან! ხომ არ არის ევროპა ხარის ზურგზე შემომჯდარი ის დედაკაცი, რომელიც შემდეგ ამავე ხარმა გააუპატიურა?

ამ რამოდენიმე ხნის წინათ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებული “ღია კარის” პოლიტიკის გამო ბელგია გახდა ევროპაში მუსლიმური ექსპანსიის მთავარი ციტადელი. ალ-ქაიდას მებრძოლი ძალების კონტროლი განთავსებულია იქ, სადაც იმყოფება ევროკავშირის ცენტრი, ანუ ბრიუსელში!

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად სერიოზულია ისლამური საფრთხე? მუსლიმები ეთაყვანებიან ალაჰს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, არის ბაალი ანუ მთვარის ღმერთი, და მიუხედავად ამისა, დასავლეთში მათ ერთობლივ ღმრთისმსახურებაზეც იწვევენ! იქ ამტკიცებენ, რომ არსებობს სამი სარწმუნოება: ებრაული, რომელთაც სწამთ ძველი აღთქმის, ქრისტეანული, რომელთაც სწამთ მთელი ბიბლიის და მუსლიმები თავიანთი ყურანით. მაგრამ ალაჰი, სულაც არ არის ჩვენი ღმერთი. შეხედეთ მათ სიმბოლიკას – ხარი ნახევარმთვარისებრი რქებით მეჩეთებზე და მუსლიმურ დროშებზე! ცხადია, რომ ისინი თაყვანს სცემენ ბაალს – ხარს, რომელიც არის თვით ეშმაკი! შეადარეთ გამოცხადების წიგნის 13-ე და 17-ე თავებში გადმოცემული სიმბოლოები და დარწმუნდებით, რომ მხეცი, რომელმაც გააუპატიურა ევროპა, გამოირჩევა სწორედ ამ სიმბოლოთი, ანუ რქებით.

დღეს საკმაოდ შესამჩნევია ისლამური ფანატიზმის ზრდა, რომელიც ემუქრება მსოფლიოს სტაბილურობას. პრეზიდენტმა ბუშმა ეს აღიარა, როდესაც მან ბრძოლა გამოუცხადა ტერორიზმს. პრობლემა ისრაელში გაჩნდა არა ტერითორიის გამო, არამედ იმიტომ, რომ მუსლიმებს სურთ მთლიანად გაანადგურონ იერუსალემი, მაგრამ ამისთვის მათ ჯერ უნდა შეერკინონ აშშ-ს, რადგან სწორედ ის უჭერს მხარს ისრაელს.(და იმ შემთხვევაში თუ ამერიკა ომში ჩაება ირანთათ,მაშინ ევროპის ქვეყნებიც იძულებულები იქნებიან ომი გამოუცხადონ ირანს ვინაიდან ამერიკა ნატოს წევრია) მათ სურთ არა მარტო იერუსალემის დაპყრობა ან ე. წ. ტერიტორიის “ოკუპაციის” განხორციელება, – მუსლიმები მანამ არ დამშვიდდებიან, სანამ მთლიანად არ განდევნიან ან ამოწყვეტენ აღთქმული მიწიდაზე მცხოვრებ ებრაელებს.

ისრაელის შემდეგ ისლამი უმიზნებს ეკლესიას. მებრძოლ მუსლიმებს სძულთ ჯვარი და სხვა ქრისტეანული სიმბოლოები. მთელს მსოფლიოში, სადაც კი ეს სიმბოლოებია, აგებენ მეჩეთებს, რათა აჩვენონ ისლამის უპირატესობა ქრისტეანულ სარწმუნოებაზე. ეს არის ჩვენი დროის უდიდესი ბრძოლის ნაწილი. ყველა ეს მოვლენა, რომელიც ხდება ევროპაში, უნდა აღვიქვათ სერიოზულად და უნდა ვილოცოთ გაძლიერებით.

საუდის არაბეთი მეჩეთებს აგებს ყველგან, იქაც კი სადაც მცირედნი არიან მუსლიმები; ხოლო თვით საუდის არაბეთში შეიძლება საპყრობილეშიც კი მოხვდე მხოლოდ ბიბლიის შენახვისთვის, ეკლესიის აშენება კი იქ საერთოდ შეუძლებელია. როდესაც ქ. რომის ხელისუფლებამ ნება დართო ვატიკანის გვერდით მეჩეთის აშენებისა, საუდის არაბეთმა ეს განიხილა როგორც ისლამის მიერ ვატიკანის დაპყრობა! დასავლეთში ატარებენ რჯულთშემწნარებლობის პოლიტიკას, ასევე იწვევენ წამყვან იმამებს ქრისტეანულ ეკლესიებში, მაგრამ მულისმური ქალაქები მექა და მედინა, ასევე სატაძრო მთა (მორია) იერუსალემში დაკეტილია მათთვის, ვინც არ აღიარებს ისლამს.

თუ თანახმა ხართ, დავდებ მე-3 ნაწილსაც, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.

წყარო: http://www.apocalypse.ge/

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Back to top button