ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ჩჟენ-ში- ჩინელი მეკობრე ქალი

ქალბატონი, რომელზეც დღეს მინდა მოგითხროთ, ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეკობრე ქალის სახელით შევიდა.
შეიძლება წარმოუდგენლადაც კი გეჩვენოთ, მაგრამ ის 2000 გემისაგან შემდგარ ფლოტს აკონტროლებდა, ხოლო 70 000 – მდე მეზღვაური მის ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ,,მადამ ცინი” – ასე უწოდებდნენ მას მეორენაირად.

ეს ქალი მეძავობით ირჩენდა თავს მანამ, სანამ ჩჟენის შეხვდებოდა, რომელიც იმ დროის ყველაზე განთქმული ჩინელი მეკობრე გახლდათ. 1801 წელს ცნობილმა მეძავმა და ცნობილმა მეგობრემ იქორწინეს და ვიეტნამში გაემგზავრნენ, სადაც იმ პერიოდისათვის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქორწინების შემდეგ ქალმა ახალი სახელი მიიღო -ჩჟენი საო (ჩჟენის ცოლი).  ჩჟენს საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ამიტომაც მეგობრეებმა მეზღვაურებს მოსტაცეს 15 წლის ბიჭუნა ჩჟან ბაო ცზაი, რომელიც ქალმა იშვილა, საუბედუროდ, ის ჯერ მამობილის საყვარელი გახდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი მადამ ჩჟენის. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მეკობრემ ეს ბიჭი ცოლის მოყანამდე შეირთ.

1807 წელს მადამ ჩჟენის ქმარი შტორმის დროს დაიღუპა. ჩჟენ შიმ( ჩჟენის ქვრივმა) თავისი ქმრის მთელი სიმდიდრე მიიღო მემკვიდრეობით. მალე იგი თავის გერს გაჰყვა ცოლად. ერთად, საკმაოდ ძლიერი არმია შექმნეს. ისინი არა მარტო ჩინეთის ზღვებში მოცურავე სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს, არამედ მდინარეებშიც შედიოდნენ და სანაპიროს მოსახლეობას აწიოკებდნენ.

ქალბატონი შის წარმატების მთავარი საიდუმლო რკინის დისციპლინა გახლდათ. მან საკუთარი წესები და კანონები შემოიღო. მის მიერ შემოღებული კანონის მიხედვით, ვინც ღარიბ მეთევზეებს გაძარცვავდა ან ტყვედ აყვანილ ქალებს გააუპატიურებდა, სიკვდილით ისჯებოდა. გემის თვითნებული დატოვებისათვის მეკობრეს ყურს აჭრიდნენ.

ბუნებრივია, ქალბატონის ახალი წესები ყველას არ ეხატებოდა გულზე, ამიტომაც გემის კაპიტნები მის წინააღმდეგ ჯანყდებოდნენ ხოლმე. იმის შიშით რომ მასზე შუირი არ ეძიათ ის ხელისუფლებას ჩაბარდა, თუმცა, ჩჟენი მხოლოდ მაშინ წავიდა ხელისუფლებასთან გარიგებაზე, როდესაც მისი ფლოტი დასუსტდა. მას შემდეგ, რაც მეგობრეობას თავი დაანება იგი გაუნჟოუში დასახლდა, სადაც ბორდელი და აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა, ამ ბიზნესით იყო დაკავებული სიკვდილამდე. ქალბატონი ჩჟენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მადამ ჩჟენის ისტორია არაერთი მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. მისი ცხოვრება კი ლეგენდად დადიოდა… რას არ იგონებდნენ –  ზოგს ტყუილს, ზოგს მართალს. ერთნი მას გარყვნილ და ამორალურ ქალად მოიხსენებდნენ, მეორენი კი რკინის ლედის უწოდებდნენ. მისი მეორე ქმრის ჩჟან ბარის სახელს კი ჰონკონგში რამოდენიმე რომანტიკული ადგილი უკავშირდება. არსებობს გამოქვაბულიც, სადაც, ვითომდა, მადამ ჩჟენი და მისი ქმარი იმალებოდნენ. ხოლო, პორტი ტუნშუნი, რომელიც ლანდაუს კუნძულზე მდებარეობს, მეკობრეთა მიერ ოპიუმის გასასაღებელ პუნქტად გამოიყენებოდა.
წყარო: ჩემი არქივი

loading...
თეგები

Bo0M

Never give up
Close
Close