ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

One piece

ესეც კიდევ ერთი დროის გასაყვანი საშუალება. დამიჯერეთ ეს ანიმე ბევრ დროს გაგაყვანიებთ :D.

მანგა შექმნა ეიტირო ოდიმ. მანგის საფუძველზე შეიქმნა ბევრი რამ ეგრე წოდებული OVA, ანიმე-სერიალი და 11 სრულმეტრაჟიანი ანიმე (ფილმი). ასევე შეიქმნა სხვადასხვა სირთულისა თუ სახის ათობით თამაში ამ ანიმეს გარშემო. One Piece ის ყველაზე წარმატებული პროექტი, რაც კი კომპანია Shueisha-ს გამოუშვია.

ეს ამბავი არის ერთ 17 წლის ბიჭ მეკობრეზე, სახელად Monkey D. Luffy.

მისი მიზანია, მიაგნოს მსოფლიოში უძვირფასეს განძს, სახელად One Piece. ამის შემდეგ ასრულდება მისი ოცნება და ის გახდება მთელი მსოფლიოს მეკობრეების მეფე. ამ ბიჭს ელის დიდი თავგადასავალი, რომელიც ფათერაკებითაა აღსავსე, თუმცა ის მარტო არაა, მის მგვერდით მისი ერთგული გუნდია.

მე პირადად ეს ანიმე არ მაქვს ნანახი, მაგრამ სანდო ადამიანმა (ჩემმა მეგობარმა, ანიმეების გიჟია) მირჩია ეს ანიმე და თან დასძინა, რომ ამ ანიმეს ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ 500-ზე მეტი სერიაა გამოშვებული და დამთავრებას ჯერ არ აპირებს :D. ამიტომ მივენდოთ ჩემს მეგობარს და ვისაც ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, დაიწყეთ ამ, როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, შესანიშნავი ანიმეს ყურება.

ესეც ჩხუბის სცენები და ტრეილერები:

რთულია იმ ამიმეზე წერა, რომელიც ნანახი არ გაქვს, ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით, თუ რამე შემეშალა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close