გასართობისაკითხავი

Code Geass


უცნაურზე ძალიან მომრავლდნენ ანიმეს მოყვარულები და გადავწყვიტე ამ ანიმეზე დამედო ინფორმაცია

ანიმეში მოქმედება ხდება ალტერნატიულ რეალობაში ბრიტანეთის იმპერია მსოფლიოს მესამედს იპყრობს თავიანთი საბრძოლო მანქანების ძალის მეშვეობით. იაპონია დაპყრობილია და სახელშეცვლილი. მას მოიხსენიებენ როგორც 11 ზონას, სადაც თავის პატარა დასთან ერთად ცხოვრობს უფროსკლასელი ლელუში იმპერატორის გაძევებული შვილი, რომელმაც დაკარგა დედა და ტახტზე უფლება. ის განსხვავდება თავისი თანატოლებისგან არ მარტო წარმომავლობით, არამედ ნიჭითაც. მოულოდნელად ლელუში აღმოჩნდება ჩათრეული იაპონელ ტერორისტებსა და ბრიტანელ ჯარისკაცებს შორის მომხდარ შეტაკებაში, სადაც ხვდება მისტიურ გოგონას C.C. ის აძლევს ლელუშს განსაკუთრებულ შესაძლებლობას Geass რომლის საშუალებით შეუძლია ადამიანები დაიმორჩილოს. ის მალავს თავის სახეს ზეროს ნიღბის ქვეშ და უერთდება იატაკქვეშა მოძრაობას ბრიტანელებზე და მამამისზე შურისძიების მიზნით. მას უწევს ორმაგი ცხოვრება როგორც ზეროს და როგორც აკადემიის ჩვეულებრივ სტუდენტს.

ამ ანიმეში გაერთიანებულია მექა-ბოევიკის, პოლიტიკური დეტექტივის და სასკოლო დრამის საუკეთესო ტრადიციები. პირველი სეზონში ნაჩვენებია ლელუშისა და მის საუკეთესო მეგობარს შორის დაპირისპირება, რომელიც იმპერიის მხარეზე დგას და აპირებს მის შეცვლას შიგნიდან თავის მხრივ ლელუში ცდილობს შექმნას სამყარო სადაც მისი და თავს ბედნიერად იგრძნობს.

ზერო

C.C

ნანალი(ლელუშის და. როდესაც დედამისი მოკლეს თვითონ ტყვიის მიერ მიყენებული ჭრილობებისგან პარალიზებული გახდა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო მხედველობა დაკარგა.)

loading...
თეგები
Close
Close