მისტიკასასარგებლოუცნაური

გიგანტური ორმოები – ბუნების ახალი საიდუმლოება

პატარა გერმანულ ქალაქში, შმალკალდენში, რომელიც ტიურინგიის მხარეში მდებარეობს, უეცრად გაჩნდა გიგანტური კრატერი. ადგილობრივი მცხოვრებლები შუაღამით ავტომობილების სირენებმა გააღვიძა. აღმოჩნდა, რომ ორმოში, რომლის სიგანე არის 40 მეტრი, ხოლო სიღრმე 25 მეტრი, ავტომობილი ჩავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს პოლიციის და საგანგებო შემთხვევათა სამსახურების თანამშრომლებმა, რომლებმაც შემოღობეს გიგანტური ორმო, ხოლო ახლომახლო მდებარე მოსახლეობა სასწრაფოდ გაარიდეს იქაურობას.

“მიწამ, პირდაპირი გაგებით, ფეხებიდან გამოგვეცალა დაახლოებით ღამის სამ საათზე. ეს დღისით რომ მომხდარიყო, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ამ ბუნებრივი კატასტროფის გამომწვევ მიზეზთა დადგენამდე მოსახლეობა უნდა გავიდეს ქალაქიდან. ადგილობრივი ხელისუფლება მათ თავშესაფარს შეჰპირდა”, – განაცხადეს პოლიციაში. ამის შესახებ წერს გამომცემლობა Bild.

თუმცა გერმანია ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ასეთი უცნაური, ბუნებრივი მოვლენები ხდება. გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლები უკვე რამდენი ხანია, თავს იმტვრევენ გვატემალის დედაქალაქში წარმოქმნილი გიგანტური ორმოების გამო. სულ ახლახან, გვატემალას დედაქალაქს ტროპიკულმა შტორმმა “აგატამ” გადაუარა. გიგანტურმა ორმომ გვატემალაში ჩაყლაპა მთელი საქსოვი ქარხანა.

იდეალური მრგვალი შემოწერილობის მქონე ორმო, რომლის დიამეტრი 20 და სიღრმე 30 მეტრია, წარმოიქმნა გვატემალას ერთ–ერთ რაიონში შაბათ საღამოს. იმ ადგილზე, სადაც ამჯამად უზარმაზარი ორმოა და რომლის ფსკერის დანახვა ვერტმფრენიდანაც კი შეუძლებელია, ოდესღაც იდგა საქსოვი ქარხნის სამსართულიანი შენობა. ოფიციალური ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყება, მაგრამ, ადგილობრივ პრესაში არაერთხელ გამოჩნდა ცნობა დაკარგულთა შესახებ. პრესის ცნობით დაიღუპა აგრეთვე კერძო დაცვის წარმომადგენელი. ამის შესახებ წერს სააგენტო РИА.

ამჯერად იდუმალებით მოცული კრატერს პოლიცია იცავს, ხოლო ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. სპეციალისტები ჯერაც ვერ მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი იდეალური შემოწერილობის მქონე ორმოს წარმოქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ სამი წლის წინათ, ამ ადგილიდან ზუსტად ორ კილომეტრში, ასევე წარმოიქმნა პრაქტიკულად ანალოგიური “შავი ხვრელი”. ამგვარი ორმოების წარმოქმნის მიზეზად მიიჩნევენ ტროპიკულ შტორმ “აგატას”. მაგრამ ამგვარი წყალდიდობები და მეწყრები აქ 60 წელია, არ უნახავთ. სტიქიამ გაანადგურა გზები და ხიდები, კალაპოტიდან გადმოვიდნენ მდინარეები, მრავალი რაიონი გარე სამყაროს მოწყდა. 70 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიამ უკვე შეიწირა 179 ადამიანის სიცოცხლე, – იუწყება ” Вести-Москва”.

“მე შემიძლია გითხრათ, თუ რა არ ყოფილა ამგვარი ორმოების გაჩენის მიზეზი, – განაცხადა განსაკუთრებული შემთხვევების ეროვნული სააგენტოს გეოფიზიკოსმა, დევიდ მონტეროსსომ, – ეს არ არის გეოლოგიური მოვლენა და არც მიწისძვრებით არის ეს გამოწვეული. ამ საიდუმლოს გასარკვევად იძულებულნი ვართ ჩავეშვათ ორმოს ფსკერში და გამოვიკვლიოთ იგი”.

ამავდროულად, მეცნიერები გამოთქვამენ აზრს, რომ ორმოს იდეალურად მრგვალი ფორმა გულისხმობს ორმოს ქვეშ არსებულ კარსტულ სიცარიელეს. მანამ, სანამ გეოლოგები თავს იმტვრევენ უცნაური “კრატერების” აღმოჩენასთან დაკავშირებით, “შავ ხვრელთან” ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ახალი საცხოვრისის ძიებაშია. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წინა პოსტები შეეხებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წყლის სისხლისფრად გახდომასა და უცნაურ ხმებს, რაზეც ბევრმა სახარებიდან მაგალითი მოიყვანა. ასევე მინდა მეც ავღნიშნო ერთ-ერთი ნაწილი სახარებიდან კერძოდ იოანეს გამოცხადებიდან (აპოკალიპსი) ამ ორმოს შესახებ

1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;
2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.
4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.
5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. გამოცხად.(9;1-5)

თუმცა მამა გაბრიელის თქმით, ბოლო ჟამში ვცხოვრობთ და ამიტომაც გვაფხიზლებდა რწმენაში.

წყარო: http://www.apocalypse.ge/

თეგები

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Close
Close