TECH & მეცნიერება

ჩანგლისა და სათვალის ისტორია

92e3be285bc7

იცით თუ არა, რომ ძველად რომაელები ხელით მიირთმევდნენ, მერე კი დასვრილ თითებს პურით იწმენდნენ. მოგვიანებით, საბერძნეთში, ჭამის დროს ხელთათმანების გამოყენება დაიწყეს. მუსულმანები, ძირითადად, ხელით მიირთმევდნენ და ცხიმიან ხელებს გრძელ წვერებზე იწმენდნენ, ეს ტრადიცია ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში დღემდეა გავრცელებული.
რაც შეეხება სამაგიდო ინვენტარს, გვინდა გითხრათ, რომ ჩანგალზე ადრე კოვზი გამოიგონეს. კოვზს თიხისაგან, ძვლებისაგან და ნიჟარებისაგან ამზადებდნენ. პირველი ჩანგლისმაგვარი ნივთი აზიაში X საუკუნეში გაჩნდა და მას ხუთი კბილი ჰქონდა. 100 წლის შემდეგ ამ გამოგონებამ ევროპამდეც მიაღწია. XVIII საუკუნისათვის მთელ ევროპაში წვეტიანთავიანი დანები მომრგვალებულთავიანი დანებით შეიცვალა. დანის წვერით საკვების აღების აუცილებლობა უკვე აღარ იყო, რადგანაც ეს ფუქცია ჩანგალმა შეითვისა.
ერთის მხრივ, ჩანგალი უძველესი ნივთია, მეორეს მხრივ კი საკმაოდ ახალი. ჩანგალმა მეტად გრძელი და ცვლილებებით აღსავსე გზა გაიარა. დღესდღეობით, ყველაე ძველი ჩანგალი, რომელიც 2500 წლისაა, ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში ინახება. ადრე მას იმ დანიშნულებით იყენებდნენ, როგორც დღეს. მას მ ზირითადად, მზარეულები იყენებდნენ, რათა უზარმაზარი ქვაბიდან ცხელი საკვები ამოეღოთ.
ძველ ეგვიპტეში ჩანგალს რელიგიური რიტუალებისათვის იყენებდნენ, მაგალითად, ადამიანების მსხვერპლშეწირვისას. XI საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა პრინცესა, რომელსაც საჭმლის ხელით ჭამა სირცხვილად მიაჩნდა. სწორედ ის ითვლება პირველ ადამიანად, რომელმაც ჩანგალი პირველად გამოიყენა დანიშნულებისამებრ. სპეციალურად მისთვის დამზადებულ ჩანგალს ოქროს ორი კბილი და სპილოს ძვლის ტარი ჰქონდა. ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში, ბიზანტიიდან შევიდა ჩანგალი. მის დანახვაზე თავიდან ყველა გაოცდა, მათი აზრით, ის სულაც არ იყო საჭმლისათვის რაიმე დამხმარე საშუალება, მათ ხომ ამისათვის ხელები ჰქონდათ?! მანამდე კი ევროპელი დიდგვაროვნები საჭმლის მირთმევისას სისუფთავის დასაცავად სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ. მაგალითად, წესისამებრ, ხორცის აღება მხოლოდ სამი თითის დახმარებით ხდებოდა. ხელის შეწმენდა ტანისამოსზე არ შეიძლებოდა, ამისათვის მაგიდის გადასაფარებელი არსებობდა, რომელსაც ტრაპეზის დროს რამოდენიმეჯერ ცვლიდნენ. ჭამის წინ აუცილებლად იბანდნე ხელებს. ჩანგლის გამოგონებამდე ბევრ ქვეყანაში საჭმელს ორი დანის საშუალებით მიირთმევდნენ.
6a5f08b46f33

კათოლიკურ ეკლესიას ჩანგალი ეშმაკის ნივთად და ფუფუნების საგნად მიაჩნდა, მისი გამოყენება ბერებს სასტიკად ეკრძალებოდათ. ინგლისში ჩანგალი პირველად XVII საუკუნეში გამოჩნდა, მაგრამ მისი გამოყენება XIX საუკუნემდე იკრძალებოდა. 1630 წელს, ამერიკაში, მასაჩუსეტსის გუბერნატორი ერთადერთი იყო, ვისაც ჩანგალი ჰქონდა. მოგვიანებით, საკმაოდ ნელა მაგრამ ჩანგალი მაინც გავრცელდა. თავდაპირველად ის საზოგადოების მაღალ წრეებში გამოყენებოდა, უბრალო ხალხს მისი შეძენა იმ მიზეზით არ შეეძლო, რომ ჩანგლები ძვირფასი ლითონისაგან მზადდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა. დროთა განმავობაში ერთკბილიანი ჩანგლები ოთხკბილიანმა შეცვალა, დღესდღეობით კი უამრავი ფორმის ჩანგალი არსებობს.

3461bb2cbf43

უდავოდ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით ყველაზე მოდური აქსესუარი სათვალეა. ალბათ საინტერესოა მისი შექმნის ისტორია. სამწუხაროდ, არ არსებობს კონკრეტული ადამიანი ან ფაქტი, რომელიც დაგვიდასტურებდა სათვალის შექმნის ზუსტ დროსა და ავტორს, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომლის დამტკიცებასაც მკვლევარები ცდილობენ.
ერთ-ერთი ვერსიით, სათვალე 1280 წელს ინგლისელმა ბერმა შემთხვევით გამოიგონა გამადიდებელი შუშა. იგი კვარციტის ქვებზე ცდებს ატარებდა და უეცრად შენიშნა, რომ მის მიერ მიღებულმა მინამ წარწერები გაადიდა. მას მერე ბერი როჯერ ბეიკონი კითხვისას გამადიდებელ მინას იყენებდა.
მეორე ვერსიით, სათვალე შეიქმნა 1280 წელს, სალვინო დელია არმატის მიერ. მიმიერ შექმნილი სათვალე ორი გამადიდებელი ლინზისაგან შედგებოდა, რომლებიც ისე ადიდებდნენ საგნებს, რომ მათი დანახვა უკეთ შეიძლებოდა.
დიდმა მოქანდაკემ, მხატვარმა და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელმაც თავისი გამოგონებებით ჭეშმარიტად გადატრიალება მოახდინა მსოფლიოს ისტორიაში, თავის ნაშრომში ,,თვალის შესახებ” პირველად აღწერა კონტაქტური ლინზები, რომლებსაც მხედველობის კორექცია შეეძლოთ, ლეონარდოს თქმით, ეს გახლდათ მილაკი, რომელსაც ორივე მხარე ლინზები აქვს დამაგრებული, ხოლო შიგნით წყალი ასხია.
მოგვიანებით ეს იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერსელს თვალზე დაადეს გამჭირვალე ჟელეს ფენა, რომლის საშუალებითაც მისი მხედველობის დეფექტი გამოასწორეს.
კიდევ ერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო, რომელზეც გამოსახულ იტალიელ კარდინალს მავთულით გადაბმული ორი ლინზა აქვს გაკეთებული.
ამ ყველაფრის გარდა არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ეგვიპტეში წარმოებული გათხრებისას ერთ-ერთ ფარაონის სამარხსი აღმოაჩინეს ფერადი გამჭირვალე ფირფიტები, რომლებსაც ალბათ, მზიან ამინდში თვალის დასაცავად იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ თავიდან ეკლესია უარყოფდა და გმობდა სათვალეს და მისი გამომგონებლებიც შერისხა, მაგრამ მალე შეეგუა ახალ გამოგონებას.
სათვალის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა.
ბენჯამენ ფრანკლინმა 1784 წელს შექმნა ორმაგშუშიანი ბიდოკალიური სათვალე, ამას მოჰყვა ერთლინზიანი – მონოკლის და ბინოკლის გამოგონება. XVIII საუკუნის ბოლოდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლორენტები, რაც შეეხება სრულყოფილ ლინზებს ისინი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოუშვეს. მიუხედავად ლინზების სრულყოფისა და პოპულარობისა სათვალე მაინც რჩება მხედველობის კორექციისათვის შეუცვლელ საშუალებად.

127881704ff9

რაც შეეხება მზის სათვალეს, იგი შეუცვლელი ატრიბუტია მზისაგან თვალის დასაცავად და როგორც უკვე ვთქვით, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველად დაბურულმინიან სათვალეებს მოსამართლეები იყენებდნენ, რათა მათი თვალის გამომეტყველება დარბაზში მსხდომთ არ შეემჩნიათ. ისე კი მზის სათვალე 200 წლის წინ, ნაპოლეონის ჯარისკაცებისათვის გამოიგონეს, რათა მათ თვალები მზისგან დაცული ჰქონოდათ.

Bo0M

Never give up

მსგავსი ამბები

Back to top button