არქივი

Black Butler(შავი მსახური)

611df6a77153

რადგან უცნაურის ბლოგზე ბევრი ანიმეს ფანი გამოჩნდა, გადავწყვიტე დავდო ინფორმაცია სხვადასხვა ჟანრის ანიმეებზე. ეს არის გასართობი ანიმე და ასე ვთქვათ კარგი დროის გასაყვანია.

მანგა შეიქმნა 2006 წელს იანა ტობოსოს მიერ. მოქმედება ხდება ახალგაზრდა გრაფ სიელს და მის ქვეშევრდომ, დემონ სებასტიანის გარშემო. აქ ნაჩვენებია მისტიკური მოვლენები და ლეგენდები, რომლებიც მე-19 საუკუნეში იყო. 2008 წლის ოქტომბერში მანგაზე დაყრდნობით გამოვიდა ანიმე. 2010 წლის 1 ივლისს გამოვიდა შავი მსახურის მეორე სეზონი. მოქმედება ხდება პირველი სეზონიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ.

მოქმედება ხდება ვიქტორიანულ ინგლისში. მთავარი გმირია სიელ ფანტომჰაივი

da3858a60c88

(Ciel Phantomhive ქართულად ცუდად ჟღერს ეჭვი მეპარება რო იაპონურადაც ასეა :D), რომლის მოვალეობაშიც შედის მისი უდიდებულესობის დაცვა. დემონთან დადებული ხელშეკრულების შედეგად, რომელიც მის სულს დაისაკუთრებს მას შემდეგ, რაც ის ხელშეკრულების პირობას შეასრულებს, მან მიიღო იდეალური მსახური (სებასტიანი).

42f5ac9eb5c7

სებასტიანის მოვალეობაა შეასრულოს თავისი ‘უფროსის’ ნებისმიერი სურვილი და დაიცვას ის მიუხედავად ყველაფრისა, სანამ ხელშეკრულების ყველა პირობა არ შესრულდება.

e5ada7ca246b

ესეც ტრეილერები:

იმედია მოგეწონათ

მსგავსი ამბები

Back to top button