საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წყალი სისხლისფერი გახდა

მსოფლიოში უცნაური მოვლენები ხდება. რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიო შეძრა ფრინველთა თვითმკვლელობამ და მასიურმა დაღუპვამ. ფრინველები პირდაპირ სეტყვასავით ცვივოდენ მსოფლიოს ქალაქებსა და სოფლებზე. სულ ახლახან ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ მრავალ ქვეყანაში უცნაური და შემაძრწუნებელი ხმები გაისმა ციდან, ამჯერად ამას წყლების სისხლისფრად გარდაქცევა მოჰყვა.

ადამიანებს აპოკალიფსური განწყობა ეუფლება და ალბათ არც თუ უსაფუძვლოდ.

წყალთან დაკავშირებულ ანომალიებს აკვირდებიან 2010 წლიდან. ზოგ ადგილებში წყალი საერთოდ გაქრა, ზოგან სისხლისფრად წითლდება და ეს პროცესი უკვე მრავალ ქვეყანაში დაიწყო: აშშ, ანტარქტიკა, ავსტრალია, ერაყი, ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ა. შ.

წითელი წყალი ხენანში (პროვინცია ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში).

შავ ზღვაში (სევასტოპოლის რაიონში) ნაპირზე წყალი გაწითლდა. ზღვამ მკვდარი თევზიც ამოყარა.

წყლის ფერი ტეხასის შტატის (აშშ) დასავლეთით მდებარე ტბაში ამ ბოლო კვირას სისხლისფერი გახდა.

სპარსეთის ყურის ირანის სანაპიროზე “წითელმა მოქცევამ” 32 ტონა თევზი იმსხვერპლა.

კრასნოიარსკის მხარის სოფ. ჩემოლგანის მცხოვრებლებმა ერთი თვის უკან განგაში ატეხეს: მათი სოფლის ახლოს მდებარეობს ტბა, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაწითლდა და აყროლდა.

მდინარემ ბეირუთში (ლიბანი) უეცრად ფერი შეიცვალა და სისხლისფერი გახდა. ანომალიამ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა გააოგნა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ წყალი წარმოების ნარჩენების მდინარეში ჩადინებამ გააწითლა, მაგრამ დაბინძურების წყარო, ასევე თვით ნივთიერება, რომელსაც შეეძლო ამის გამოწვევა, ვერ აღმოაჩინეს.

წყარო: http://www.apocalypse.ge/

თეგები

spotify

i am george

მსგავსი ამბები

Close
Close