Strange Notes სკეიდბორდერები
გაგრძელებაში იხილეთ სურათები, ვიდეოები და მცირე ინფორმაცია
ისინი მზად არიან ნებისმიერი რისკისთვის, მათ არ აქვთ შიშის გრძნობა, ეს მათთვის მეორე ცხოვრებაა.
ყოველდღე ეს ადამიანები ეძებენ რაიმე ახალს და არ ჩერდებიან ერთი და იმავე დონეზე, მათი მიზანია, რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მიიღონ ამ სფეროში და გამოსდით კიდეც
ეს ადამიანები უკვე 9 წელია, მისდევენ ამ სპორტს და თავის დანებება ჯერ არ გადაუწყვეტიათ. პირიქით, მათ ჩამოაყალიბეს ისეთი ჯგუფი, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი: დამწყებები გადიან 5 თვიან ვარჯიშს და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოცდასაც კი აბარებენ 5 თვის შემდეგ. გამოცდის წარმატებულად გადალახვის შემთხვევაში კი გადაინაცვლებენ მეორე ჯგუფში, სადაც ისინი გადიან 2 თვიან ვარჯიშს შედარებით გამოცდილ ექსტრემალებთან. ხოლო 2 თვის შემდეგ ენიჭებათ სრულყოფილი სტატუსი. ეს ხალხი ერთმანეთისთვის ნათესავებივით, უფრო მეტიც ძმებივით არიან. ისინი ერთად იღებენ ყველანაირ გადაწყვეტილებას და ერთმანეთში კამათის გარეშე წყვეტენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საქმეს. მათ აქვთ უკვე საკუთარი სავარჯიშო დარბაზები, ტრასები და ა.შ ხალხის სიმრავლის გამო ჯგუფი ორად გაიყო და ასე ცდილობენ დამწყები ახალგაზრდების პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ყველაფერი კი არც თუ ისე კარგად დაიწყო : ადრე დაახლოებით 2002 წელს ეგრეთ წოდებული ექსტრემალების 6 კაციანი გუნდი ერთ-ერთ უბანში ჩვეულებრივ დღეს ვარჯიშობდა, როდესაც ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც სულ რაღაც 13 წლის იყო, შემთხვევით სერიოზული ტრამვა მიიღო, რომელიც არც თუ ისე ადვილი გადასატანი აღმოჩნდა. იგი ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს ჭიშკრის წვეტიან რკინაზე ჩამოეგო, რის შედეგადაც 4 თვე რეანიმაციაში გაატარა, ხოლო ახალგაზრდის მშობლებმა გუნდის წევრებს პასუხი მოსთხოვეს და საქმე სასამართლომდე მივიდა. რა თქმა უნდა, გუნდის წევრები დამნაშავეები არ იყვნენ არაფერში და სასამართლოც მათ სასარგებლოდ დამთავრდა, ხოლო ის ახალგაზრდა 13 წლის ბიჭი კი უკვე სრულყოფილი წევრია, მათი გუნდის და ევროპის რამოდენიმე გზის ჩემპიონიც გახლავთ. ნელ-ნელა ეს გუნდი პოპულარობას იხვეჭს და დღესდღეობით საუკეთესოა ამ სფეროში..
დღესდღეობით ეს ექსტრემალთა გუნდი ამ სფეროში საუკეთესოა და დღითიდღე ვითარდება. რამდენიმე მათგანს შვილიც კი ჰყავს მისი ასაკის მიუხედავად და ალბათ რომ წამოიზრდებიან, ისინიც გაყვებიან ამ სპორტს და მამებისგან ისწავლიან ბევრ რამეს. გუნდის წევრთა რაოდენობა უკვე 80 კაცს შეადგენს და დღითიდღე ემატება ხალხი. ასაკი შეზღუდულია 10 წლამდე, რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად, რადგან ტრამვები ძალზედ ბევრია, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული, რადგან ჯერ ნაკლებათ გამოცდილებს სპეციალურ დარბაზში ავარჯიშებენ, სადაც გარკვეული ზომებია მიღებული ტრამვისგან დასაცავად. ხოლო ვინც გარეთ ქუჩის პირობებშია, ის უკვე გამოცდილია და წაქცევის შემთხვევაშიც კი არ კარგავს თვითკონტროლს და თქვენ წარმოიდგინეთ, რბილად ეცემა. წარმატებებს ვუსურვებ მათ გუნდს, რადგან მეც ძალიან მომწონს ეს სპორტი მიუხედავად იმისა, რომ არ გამომდის :D:D .
სულ ეს იყო. მე გაგაცანით ეგრეთ წოდებული ექსტრემალების გუნდის ისტორია და მცირედი ინფორმაცია მათ შესახებ. იმედია, მოგეწონათ, რადგან ძალიან ბევრი ვიწვალე მათზე ინფორმაციის მოსაპოვებლად და მერე გადასათარგმნად.
იმედია პოსტი მოგეწონათ. და ვიმედოვნებ ეს სპორტი საქართველოშიც საფუძვლიანად მოიკიდებს ფეხს..
წყარო strangenotes.com და სხვა საიტები…