საკითხავისამხედროსასარგებლო

AH-64 Apache


მოგესალმებით ყველას. ამ საიტზე უკვე დიდი ხანია, რაც შემოვდივარ და გასაოცარ ინფორმაციებს ვკითხულობ და აი მეც გადავწყვიტე, თქვენთვის საინტერესო პოსტი გავაკეთო. ეს ჩემი პირველი პოსტი იქნება და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ.

AH-64 Apache – ორ ძრავიანი მოიერიშე შვეულმფრენი ოთხ ბოლოიანი პროპელერით, შებრუნებული განლაგების სამთვლიანი დასაჯდომი მექანიზმით და კაბინის ტანდემით რამდენიმე ან ორ კაციანი ეკიპაჟისთვის. Apache ჩამოყალიბდა როგორც Model 77 Hughes Helicopters-ის მიერ აშშ-ის არმიის პროგრამის მოწინავე ტექნოლოგიების შემტევი შვეულმფრენის ფარგლებში AH-1 Cobra-ს შესაცვლელად. AH-64-ს გააჩნია ცხვირზე დამონტაჟებული სენსორული სისტემა სამიზნის აღმოჩენისთვის და ღამის ხედვის მოწყობილობა. შვეულმფრენი შეიარაღებულია 30 მილიმეტრიანი კალიბრის M230 ტყვიამფრქვევით, ოთხ სამაგრზე დამაგრებული AGM-114 Hellfire და Hydra 70 სარაკეტო მოწყობილობებით, რომლებიც განთავსებულია ციცქნა ფრთების პილონებზე. AH-64-ს აქვს ასევე სათვითმფრინავო სისტემების ორმაგი და სამმაგი რეზერვი, რაც ზრდის შვეულმფრენისა და მისი ეკიპაჟის გადარჩენის უნარს, ასევე პილოტების გადარჩენის ალბათობას ავარიისას.

1976 წელს აშშ-ის არმიამ AH-64 ამჯობინა Bell YAH-63-ს და წინასაწარმოო ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან Hughes Helicopters, რომელიც ითვალისწინებდა კიდევ ორი შვეულმფრენის წარმოებას მათთვის. 1982 წელს არმიამ გააფორმა კონტრაქტი მთლიან პროდუქციაზე. შვეულმფრენის წარმოება და განვითარება განაგრძო კომპანიამ McDonnell Douglas, მას მერე რაც შეიძინა Hughes Helicopters კორპორაციისგან Summa Corporation 1984 წელს. შვეულმფრენის AH-64D Apache Longbow პირველი პროდუქცია, ძლიერ განახლებული ვერსია ორიგინალთან შედარებით, ექსპლუატაციაში შევიდა 1997 წლის მარტში აშშ-ის არმიაში. AH-64-ის წარმოება გააგრძელა კომპანიამ Boeing Defense, Space & Security; ათას ცალზე მეტი ეგზემპლიარი იქნა გამოშვებული დღევანდელ დღემდე.

AH-64-ის ძირითადი მომხმარებელი აშშ-ის არმიაა, თუმცა იგი წარმოადგენს მთავარ შემტევ შვეულმფრენს კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის, რომლებშიაც მოხდა მისი ექსპორტირება, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, იაპონია და ნიდერლანდები. აშშ-ის AH-64-ები მონაწილეობდნენ რამდენიმე კონფლიქტში: პანამაში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში და ერაყში. ისრაელი აქტიურად იყენებს Apache-ებს სამხედრო კონფლიქტებში ლიბანთან და ღაზის სექტორში.

P.S:იმედია მოგეწონათ = ).

წყარო: ვიკიპედია

loading...
თეგები

G10

= )
Close
Close