გამოგონებასასარგებლო

ყველაზე ძველი ნივთები


მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მაკრატელი სმოლენსკში აღმოაჩინეს.მაკრატელი X საუკუნით თარიღდება.


1895 წელს ერთ – ერთი რუსული გაზეთი იუწყებოდა, რომ კუსტარული ნივთების მუზეუმში ხისგან დამზადებული საკერავი მანქანა მიიტანეს. საკერავი მანქანა ვინმე ივან ბედანინის მიერაა დამზადებული. როგორ მოუვიდა კაცს მსგავსი იდეა და რამ უბიძგა მსგავსი სასარგებლო ნივთის შექმნისაკენ? როგორც აღმოჩნდა, მის სოფელში მოხეტიალე მკერავები დადიოდნენ, ივანემ მათი მანქანის მოდელი გადაიხატა და შემდგომ თავად შექმნა იგი ხისგან.


მსოფლიოში უძველესი ხალიჩა სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში ინახება. არქეოლოგთა აზრით ხალიჩის ასაკი 2,5 ათასი წელია. ხალიჩა არქეოლოგმა სერგეი რუდენკომ ალატაის მხარეში წარმოებული გათხრებისას აღმოაჩინა.

რუსეთის ტერიტორიაზე პირველი აგურის შექმნა XI საუკუნეში დაიწყეს. იგი მაინცდამაინც არ ჰგავდა თავის თანამედროვე ძმობილს და ,,პლინფა” ეწოდებოდა. კიეველი ოსტატები ქვის ფირფიტების აგურებს ამზადებდნენ და მისგან ქვის შენობებს აგებდნენ.1583 წელს ივანე მრისხანეს მეფობის დროს გამოიცა ბრძანება ,,ქვის საქმეების შესახებ”. მეფე თავად ადევნებდა თვალ-ყურს აგურის დამზადების წარმოებას,აგურებს საწარმოების აღმნიშვნელი ნიშნები ერტყა, რომლებიც მათი ხარისხსა და წარმოების ადგილზე მიუთითებდნენ.

მსოფლიოში პირველი უთოს შესახებ ცნობებს 1636 წლის ხელნაწერებში ვხვდებით. რუსეთის მეფის, მიხეილ რომანოვის მეუღლის ხარჯების რვეულში ვხვდებით შემდეგი შინაარსის ჩანაწერს: ,,მჭედელს, ივაშკა ტრაფიმოვს გადაეცა 5 ალთუნი იმისათვის, რომ ამ თანხით დედოფლის კაბის დასაუთოვებლად დაამზადოს რკინის უთო”, და მითითებულია თარიღი.

მსოფლიოში ყვეაზე ძველი ავტოკალამი 300 წლისაა. სომხეთის ძველი ხელნაწერების საცავის გატენადარანის თანამშრომლები ირწმუნებია, რომ ავტოკალმებს ჯერ კიდევ 1166 წელს იყენებდნენ. ამას ცხადჰყოფს აღმოჩენილი დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც მწერალ სტეპანოსს თავისი პასტის ერთხელ დასველებით 700 ასოს დაწერა შეეძლო.

მსოფლიოში ყველაზე ძველი სათვალეების სამშობლო ვენეციაა, თუმცა, მანამდე, სათვალეებისმაგვარი აქსესუარი ეგვიპტის პირამიდებში იქნა აღმოჩენილი.

პ.ს ჩემი პირველი პოსტია.

თეგები

Bo0M

Never give up
Close
Close