არქივი

ერთიანი საქართველოს მეფეები II ( გიორგი I )

54e85da8c566

გიორგი I, (1014 – 1027 წწ), ბაგრატ III-ის ძე. გიორგი პირველს გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-1016 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 წელს ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.

1021 წელს ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა და საქართველოს-ბიზანტიის ომი XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა.

გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით. გიორგი I-მა ამით ისარგებლა, კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც. კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა.

საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასწრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ. 1022-1223 წლებში გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე.წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა.

ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 წელს გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.

გიორგი I-ის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები. მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button