ახალი ამბებირეკორდებისაკითხავი

აზერბაიჯანის კოშკი

ინტერნეტში უბრალოდ ხეტიალის დროს გადავაწყდი ერთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანის რესპუბლიკაზე მოგვითხრობდა. ალბათ ყოველ ქართველს კარგად მოეხსენება თუ რა ხშირად გვიმეორებენ საქართველოს განვითარებაზე და წინსვლაზე, თუმცა მარტო საკუთარ თავს რომ არ ვიკვეხნიდეთ მოდით ცოტა აზერბაიჯანშიც გადავიხედოთ.

ბაქო ყოველდღე იცვლება. აზერბაიჯანის დედაქალაქში სულ ახალი და ახალი შენობები ჩნდება, საზოგადოებრივი ცენტრები თუ ცათამბჯენები. ერთადერთი ალბათ დუბაის თუ ჩამორჩება ამ მხრიხ. უკვე 2019 წლისთვის ბაქოში „Azerbaijan Tower”–ის გახსნაა დაგეგმილი, რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნება მთელს მსოფლიოში.

ბაქო და დუბაი შეიძლება მრავალმხრივ შეადარო ერთმანეთს. ორივე ქალაქში გაზისა და ნავთობის შემოსავლებით აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. ორივე საკუთარი რეგიონების საქმიან ცენტრებად გარდაიქმნებიან, ინვესტორები სულ უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან ამ ორი ქალაქით, ხოლო საუკეთესო არქიტექტორები მოთმინებით ელიან როდის დაუძახებენ მათ, რათა თავიანთი გრანდიოზული პროექტები განახორციელონ ამ ქალაქებში.

იმ მიზნით, რომ  ბაქო უფრო დაემსგავსოს თავის უფროს ძმას დუბაის, აქ ხელოვნური კუნძულების გაკეთებაც კი იგეგმება, სახელწოდებით „Khazar Islands“. სწორედ ამ კუნძულების ცენტრი იქნება „Azerbaijan Tower“–ი.

ამ ცათამბჯენის სიმაღლე 1050 მეტრი იქნება (185 სართული) რაც 50 მეტრით მეტია ჯერ არ აშენებულ „Kingdom Tower“–ზე და 222 მეტრით მეტია ახლანდელ რეკორდსმენ “Burj Khalifa”–ზე. საუდის არაბეთიდან პირველობა კავკასიაში გადმოინაცვლებს.

„Azerbaijan Tower“–ი „Khazar Islands“–ის ცენტრი გახდება, რომელიც ბაქოდან რამდენიმე კილომეტრით იქნება დაშორებული. ეს დასახლება ეტაპობრივად განვითარდება, ჯამში კი აქ იქნება დასახლება თავისი საზოგადოებრივი და საოფისე შენობებით, რომელიც აქვე მომუშავე და მცხოვრებ 1 მილიონ მაცხოვრებელზე იქნება გათვლილი.

უფრო დაწვრილებით კი „Khazar Islands”-ში აპირებენ ააშენონ 150 სკოლა, 50 საავადმყოფო და რამდენიმე მეჩეთი. აქ აგრეთვე აშენდება კომერციული და კულტურული ცენტრები , პარკები, სპორტული კომპლექსები და თქვენ წარმოიდგინეთ ფორმულა ერთის რბოლებისთვის განკუთვნილი ტრასაც კი.

ამ დასახლების საერთო ფართობი იქნება 2000 ჰექტარი. ხიდების და მრავალხაზოვანი ჩქაროსნული გზების თანამედროვე სისტემა კი მას პირდაპირ ბაქოს ცენტრთან დააკავშირებს.

მშენებლობები უკვე დაწყებულია და 2016 წლისთვის მისი 10%-ის დასრულებაა დაგეგმილი.ხოლო მის ექსპლუატაციაში გაშვებას 2018-2019 წლებში გეგმავენ.

ჯამში კი თვითონ „Khazar Islands“-ის კომპლექსი 2022 წლამდე იქნება რეალიზირებული და მისი მშენებლობა 125 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ დასახლებაში 1 კვადრატული მეტრი $4000 ეღირება.

იხილეთ „Khazar Islands“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი:
www.khazarislands.com

p.s. ჩემი აზრით ეს მშენებლობა ჩაფლავდება, რადგან აქაც ნავთობი ამოხეთქავს. :|

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close