საკითხავისასარგებლო

სიკვდილის წიგნაკი


ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმე. გაგრძელებაში ნახავთ მოკლე შინაარსს და შექმნის ისტორიას.

Death Note (სიკვდილისწიგნაკი) – იაპონური მანგა, გამოგონილი ცუგუმი ობოის მიერ, დახატული და შედგენილი ტაკეში ობატოის მიერ.

სიუჟეტის საფუძვლად იქცა ფილოსოფიურ თემა:“შეიძლება თუ არა ადამიანებისთვის კეთილდღეობის მოტანა სხვა ადამიანების მოკვლით?“ ავტორმა შექმნა ორიგინალური ისტორია, სადაც თვალნათლივ ჩანს, თუ რა დღეში იქნებოდა მსოფლიო, თუ ადამიანს შეეძლებოდა განუკითხავად მოეკლა ადამიანი, რათა სხვა ადამიანებისთვის შეექმნა უკეთესი სამყარო. ცუგუმი ობოი განიხილავს რეაქციას როგორც მკვლელი, ემყარება მის მოტივაციებსა და სურვილებს, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულებას მკვლელის ქმედებების მიმართ.

პირველად სიკვდილის წიგნაკი მკითხველის წინ წარსდგა 2003 წლის დეკემბერში მანგას სახით და გამოიცემოდა 2006 წლის მაისამდე ჟურნალ“Weekly Shonen Jump“-ში. ის 103 თავისგან შედგებოდა. მოგვიანებით გამოიცა 12 ტომის სახით იაპონიაში. მანგის საფუძველზე გადაიღეს ორი მხატვრული ფილმი, რომელიც 2006 წელს იაპონიაში გამოვიდა. პირველი იყო „სიკვდილის წიგნაკი“, ხოლო მეორე „სიკვდილის წიგნაკი: უკანასკნელი სახელი“. თუმცა ამ კინოებში მანგას მხოლოდ ფრაგმენტებია გამოყენებული.

მთავარი გმირი არის Light Yagami, ეგრედწოდებული Kira

სკოლის მოსწავლე, რომელიც აღმოაჩენს ზებუნებრივ რვეულს.

„სიკვდილის წიგნაკი“ დედამიწაზე სიკვდილის ღმერთის Ryuk-ის დახმარებით მოხვდა.

სიკვდილის წიგნაკი მფლობელს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოკლას ყველა, ვისი სახელი და გარეგნობაც იცის. საჭიროა მხოლოდ ამ ადამიანის სახელის ჩაწერა წიგნაკში და მისი სახის წარმოდგენა. მთავარი გმირის მიზანია გაწმინდოს მსოფლიო ბოროტმოქმედებებისაგან და ამით უფრო ლამაზი გახადოს ის. „განწმინდოს ბოროტისგან, როგორც ღმერთმა“ ეს არის მთავარი გმირის მიზანი. Kira-ს შეჩერებას ცდილობს გამომძიებელი ცნობილი როგორც L.

ეს არის ანიმე, რომელიც აგებულია მთავარი გმირების უძლიერეს ლოგიკურ აზროვნებაზე, ამიტომ მაყურებელს აიძულებს იფიქროს თუ რა მოხდება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close