არქივი

ალფრედ ნობელი (1833 – 1896)

204aebb92d0e
ნობელის პრემიაზე ყველას გვსმენია. ეს პრემია გაიცემა ძირითადად მშვიდობის დარგში და ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია და ა.შ).
ნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მამამისმა (თანამედროვე ფანრის გამომგონებელმა) დაიწყო „ტორპედოს“ სამუშაოები. 1859 წელს ეს სამუშაო გადაბარებულ იქნა მეორე ვაჟიშვილზე ლადვიგ ნობელზე (1831—1888), რომელმაც იგი საკმაოდ გააფართოვა.

პარადოქსია მაგრამ რეალობაა, პრემია რომელიც მშვიდობის დარგში გაიცემა არის იმ მეცნიერის სახელობის, ვინაც დინამიტი გამოიგონა.
dc5536a90043

ამერიკაში დაბრუნებისას, ალფრედი მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. რამდენიმე აფეთქება გაზეთშიც იქნა გამოქვეყნებული, რომელიც იუწყებოდა ნობელების მფლობელობაში მყოფ ქარხანაში მომხდარ აფეთქებებზე. ერთ-ერთი აფეთქებისას 1864 წელს დაიღუპა ალფრედის უმცროსი ძმა ემილი და რამდენიმე მუშა.

ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი).
ea576af00c06

ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში – 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო – ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვეციის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მ. სკლოდოვსკი-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ – 1903 და 1911). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს – ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901 წელს. ნობელის პრემია მიენიჭა: ფიზიკისა და ქიმიის დარგში – ვ. რენტგენს (1901), მ. პლანკს (1918), ა. აინშტაინს (1921), ნ. ბორს (1922), ე. რეზერფორდ (1908), ლ. ლანდაუს (1962) და სხვებს. ფიზიოლიგიისა და მედიცინის დარგში – ი. პავლოვს (1904), რ. კოხს (1905) და სხვებს. ლიტერატურის დარგში – რ. თაგორს (1913), რ. როლანს (1915), თ. მანს (1929), მ. შოლოხოვს (1965) და სხვებს.

P.S
არ არის ნობელის პრემია დანიშნული მათემატიკის დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსთან უღალატა . არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამადასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button