გართობაკულტურა

Phantom Drophead Coupe Waterspeed – ყველაზე ლამაზი ავტომობილი Rolls-Royce-ისგან

e69173f8008c
Phantom Drophead Coupe Waterspeed – ყველაზე ლამაზი ავტომობილი Rolls-Royce-ისგან.
0da8afe21b08
Rolls-Royce-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ავტომობილებს. კომპანიამ წარადგინა კაბრიოლეტი Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed, რომელსაც შესაძლოა უკვე უწოდო Rolls-Royce-ის ყველაზე ლამაზი ავტომობილი.
52afe669010c
Phantom Drophead Coupe პირველად წარდგენილი იქნა დეტროიტის ავტოსალონზე 2007 წელს და მოცემულ მომენტში გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კაბრიოლეტი მთელს მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ Rolls-Royce-მა აჩვენა მისი ახალი ვარიაცია, რომელიც შექმნილია ლეგენდარული მრბოლელის – მალკოლმ კემპბელის საპატივცემულოდ, რომელმაც 1937 წელს ნავ Bluebird K4-ზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი.
182d60e695a3
ეს მოვლენა მოხდა 77 წლის წინ იტალიის ტბა მაჟორზე. იქვე შედგა Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed-ის დახურული პრეზენტაციაც. კაბრიოლეტი შეღებილია Bluebird K4-ის ფერში, რომელმაც საკუთარი სახელწოდებაც კი მიიღო – Maggiore Blue.
69c6557b2e7e
Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed-ი დაკომპლექტებულია თორმეტცილინდრიანი ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 6.75 ლიტრს და აქვს 460 ცხენის ძალა.
efe4bbb82173
კომპანია Rolls-Royce გეგმავს გამოუშვას Phantom Drophead Coupe Waterspeed-ის 35 ეგზემპლარი, რომლის თითოეულის ფასიც შეადგენს 435 ათას ბრიტანულ ფუნტს. ეს ფასი 130 ათასით უფრო ძვირი მოცემული ავტომობილის საბაზო მოდელზე.
14a910d0910c

მსგავსი ამბები

Back to top button