საკითხავისასარგებლოუცნაური

მინოელთა ცივილიზაცია- ცივილიზებული მატრიარქატი

ძველი წელთაღრიცხვით XXVII-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტაზე ყვაოდა ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია- მინოა. ეს ცივილიზაცია მჭიდრო კავშირში იყო ძველ ეგვიპტესთან და საბერძნეთთან, მაგრამ ჰქონდა მათგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა, რაც პირველ რიგში ყველა საკითხში მატრიარქატით გამოიხატებოდა. გთხოვთ გააგრძელეთ კითხვა…

 

ძველი ბერძნული გადმოცემის თანახმად კუნძულ კრეტაზე სამეფო დააარსა მეფე მინოამ და საფუძველი დაუდო მინოელთა ცივილიზაციას. ბერძენთა თქულებებში მინოელები იყვნენ ველური, კაციჭამიები, რომლებსაც ლაბირინთში გამომწყვდეული ჰყავდათ ხარის თავიანი და ადამიანის ტანიანი არსება- მინოტავრი. არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე არ დასტურდება მინოელთა კანიბალიზმი. ბერძნების (ათენელების) ასეთი დამოკიდებული ალბათ აიხსნება იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში ათენი მინოელთა ვასალი იყო და იძულებული იყო გადაეხადა ხარკი. მითის თანახმად ათენელმა პრინცმა თეზევსმამოკლა მინოტავრი და გაანთავისუფლა ათენი დამპყრობლისგან.

როგორც ირკვევა მინოას არასდროს არ ჰყოლია სახმელეთო სამხედრო ძალა, მაგრამ ჰქონდა ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონებული ფლოტი და მყარი ეკონომიკა. ალბათ სწორედ უძლიერესი ფლოტით და ეკონომიკური იზოლაციით მოახერხა მინოამ ათენის დამორჩილება. მინოას მართავდა უმაღლესი ქურუმი ქალი, რომელიც ერთროულად იყო უმაღლესი პოლიტიკური და რელიგიური ხელისუფალი. შეიძლება ითქვას, რომ მინოელთა ცივილიზაციაში გაბატონებული ქალები იყვნენ. მინოელთა აზრით მხოლოდ ქალს შეეძლო “კონტაკტი დაემყარებინა” ღმერთებთან, ამას ისინი ნარკოტიკული თრობის ქვეშ აკეთებდნენ. მინოელთა უმაღლესი ღმერთი იყო დედა ქალღმერთი, რომელსაც მსხვერპლს სწირავდნენ, მათ შორის ადამიანებს. მსხვერპლის შეწირვა შეეძლო მხოლოდ უმაღლეს ქურუმ ქალს. ჩვეულებრივ სამსხვერპლე ცხოველი იყო ხარი, რომელსაც ქურუმი ქალი სპეციალური ნაჯახით თავს აჭრიდა. მსხვერპლშეწირვის ადგილას გაყვანილი იყო სპეციალური მილები, რომლის საშუალებითაც მსხვერპლის სისხლი გროვდებოდა ერთ ადგილას. ამის შემდეგ ქურუმი შეგროვებულ სისხლს ასხავდა ხარის რქების ქვის მონუმენტზე, რომელიც აღმოჩენილია ქალაქ კნოსოსში. არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ ქალაქი კნოსოსი იყო მინოას ცივილიზაციის ცენტრი და უმაღლესი ქურუმი ქალის რეზიდენცია.გარდა კნოსოსისა მინოელთა მნიშვნელოვანი ქალაქები იყო: ფესტოსი, მალია, კატო ზაკროსი, გალატასი… ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი ზღვის პირას მდებარეობდა და ჰქონდა სავაჭრო საქმიანობა.

 

 კუნძული კრეტა

 

 მინოელი დედოფლები

 

მინოელები ხარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მინოელი მამაკაცებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სპორტის სახეობა იყო ხარზე ხტომა. გარდა გასართობი საშუალებისა, ამ სპორტის საეობას ასაკობრივი ზღვარის გადალახვის ანუ სრულწლოვანების მიღწევის ფუნქციაც ჰქონდა. მოზარდი ბიჭი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდა მაგალითად ცოლის მოყვანას, თუ გადაახტებოდა გამოქანებულ ხარს, ისე რომ არ წაქცეულიყო. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ვერ გადაახტებოდა ხარს სახალხოდ შერცხვენილი ხდებოდა არამარტო თვითონ, არამედ მისი მამა, დედა, ძმა, საცოლე და ა. შ. ამგვარად ხარზე ხტომას მინოელთა საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

 


 კნოსოსის ხარის რქები

 


  სამსხვერპლო ნაჯახები

 უმაღლეს ქურუმ ქალს უძღვნიან ძღვენს (გამოსახულება ბეჭედზე)

 

მინოელთა მკაცრი მატრიარქატი გამოიხატებოდა, მათ რელიგიაშიც. მათი ღმერთების უმრავლესობა ქალი იყო. მინოელთა ცხოველთა, ქალაქთა, მცენარეთა მფარველი ღმერთები ქალები იყვნენ. მინოელებს მაღალ დონეზე განვითარებული არქიტექტურა და ხელოვნება ჰქონდათ, რაზეც მოწმობს არქეოლოგიური მონაცემები. ისინი ცხოვრობდნენ ქვის სახლებში და სასახლეებში და განსაკუთრებით განთქმულნი იყვნენ კერამიკის დამზადებაში. მინოელებს ჰქონდათ თავიანთი ენა და დამწერლობა. თავდაპირველად მათ ჰქონდათ იეროგლიფური დამწერლობა, შემდეგ კი განავითარეს ხაზოვანი ჯერ A, ხოლო შემდეგ  B დამწერლობები.

 

გველის ქალღმერთი და ქალი ქურუმის სიმბოლური გამოსახულება

 

კნოსოსის სასახლე

 

 სასახლის საპირფარეშო

 

 ძველი კნოსოსი

 



მინოელთა იეროგლიფური დამწერლობა

 


მინოელთა ხააზოვანი A და ხაზოვანი B დამწერლობა

 

მინოელთა ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა იმავე საუკუნეში, რომელშიც თავის ძლიერების ზენიტს მიაღწია. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მინოას ცივილიზაცია განადგურდა კრეტას მახლობელ კუნძულზე თერაზე (დღევანდელი სანტორინი) ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ამ ვულკანის ამოხეთქვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი იყო, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა მინოას ცივილიზაციისთვის. ვულკანის ამოფრქვევას რაღათქმაუნდა წინ უსწრებდა მიწისძვრები, ამას ცხადყოფს არქეოლოგიური მონაცემებიც. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მინოელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახადა. არქოლოგებმა სახლების გათხრისას ნახეს სკამების, მაგიდებისა და საწოლების ქვეშ დამალული მინოელთა ძვირფასი ნივთები. როფორც ჩანს მიწისძვრისგან შეშინებულმა მოსახლეობამ თავიანთი ავლადიდება საიმედოდ გადამალა და შემდეგ ღია ცის ქვეშ გაატარეს უკანასკნელი ღამეები. სანამ ვულკანი ამოიფრქვეოდა მიწისძვრები რამდენჯერმე განმეორდა და ეს ხალხმა ღმერთების რისხვად მიიჩნიეს და მსხვერპლშეწირვა დაიწყეს. ამ დროს ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით ადამიანის მსხერპლად შეწირვას, თუმცა ეს მინოელებს აღარ უშველიდათ. ძვ. წ. XV საუკუნეში კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ამოხეთქა ყველაზე ძლიერმა ვულკანმა. იგი იმდენად ძლიერი იყო, რომ ამოხეთქვის ხმაზე ყველა მინოელს ყურის ბარაბანი გაუსკდებოდა. კუნძულზე ეცემოდა ცეცხლოვანი ქვები, ვულკანი გამოიწვევდა 8 მეტრი სიგრძის ცუნამს, საბოლოოდ ვულკანის ფერფლში ჩაეფლო და დავიწყებას მიეცა მინოელთა ცივილიზაცია. ვულკანისგან გამოწვეულმა ცუნამმა გადაურა კრეტის მიმდებარე კუნძულებს, მისმა ღრუბელმა დაფარა ევროპის, დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ცა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close