გასართობისაკითხავისასარგებლო

The Incas – ინკების იმპერია


ინკების უზარმაზარი იმპერია გადაჭიმული იყო დღევანდელი ბოლივიის, პერუს, ეკვადორის  და  ჩილესა  და  არგენტინის  ნახევარზე.


ინკების უზარმაზარი იმპერია გადაჭიმული იყო დღევანდელი ბოლივიის,პერუს,ეკვადორის და ჩილესა და არგენტინის ნახევარზე.ინკას იმპერიის ცენტრში იყო დედაქალაქი კუზკო(Cuzco)-“მზის წმინდა ქალაქი”.იმპერიის ყველა კუთხიდან დედაქალაქის მიმართულებით მიედინებოდა მარცვლეული,ოქრო,ვერცხლი,ტანსაცმელი და საჭმელი.თავდაპირველად,1100 წლისთვის,ინკები პატარა ტომად ცხოვრობდნენ ანდებში.1300 წელს,ინკებმა დაიწყეს მეზობელი ტომების დაპყრობა.1400 წლისთვის კი ინკებმა შექმნეს უზარმაზარი იმპერია სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.იმპერიაში მხოლოდ 40 ათასი იკნა იყო,მაგრამ ისინი მართავდნენ 12 მილიონიან მოსახლეობას,რომელთაგანაც დანარჩენი იყო მათ მიერ დაპყრობილი.

ინკების მმართველს ეწოდებოდა საპა ინკა(Sapa Inca).ყოველი საპა ინკა ითვლებოდა მზის შვილად,ანუ ღმერთად.საპა ინკა სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდა “ცხოვრებას” თავის სასახლეში.მის ნეშტს სვავდნენ ოქროს სკამზე და ყურადღებას აქცევდნენ დღისით და ღამით,მიჰქონდათ სადილი,ბანდნენ და ა.შ.ყოველი ახალი მმართველი-საპა ინკა,ვალდებული იყო აეშენებინა ახალი სასახლე,სწორედ ამიტომ 1500 წლისთვის კუზკო სავსე იყო მკვდარი მმართველების სასახლეებით.
ყველა საპა ინკას ჰყავდა დედოფალი,რომელიც უმეტესად იყო თავისივე და.როგორც საპა ინკა,ასევე მისი დედოფალი ითვლებოდა მზის შვილად ანუ ღმერთად.დედოფლად საკუთარი დის არჩევაც სწორედ ამით იყო განპირობებული-მემკვიდრეს მხოლოდ წმინდა(ღვთიური) სისხლი უნდა ჰქონოდა.დედოფლის გარდა,საპა ინკას მრავალი ცოლი და შესაბამისად შვილებიც ჰყავდა,მაგრამ შთამომავალთა ამ წრიდან საპა ინკა ვერავინ გახდებოდა ზემოთ ნახსენები მიზეზისდა გამო.

იმპერია,რომელსაც ინკები მართავდნენ.იყო ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული იმპერია ისტორიაში.მათ ჰქონდათ იერარქიული მმართველობის სისტემა,რომელიც საფეხურებად იყო გამოყოფილი.ყველაზე დაბალ საფეხურზე იყვნენ მილიონობით უბრალო გლეხები.მათი ზემდგომნი იყვნენ წარჩინებული “ფერმერები”.მათ ზევით იყვნენ ჯარისკაცები,შემდეგ 4 მთავარი მართველი რომელიც იმპერიის მეოთხედს მართავდა და ყველაზე მაღალ საფეხურზე იყო თავად მმართველიი საპა ინკა.ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი გლეხები,ვალდებულნი იყვნენ ემუშავათ მაღაროებში,გზების მშენებლობაზე,ემსახურათ არმიაში და თავიანთი მოსავლის ერთი მესამედი დედაქალაქში გაეგზავნათ მმართველისათვის.მათ ეკრძალებოდათ თავიანთი ქალაქების(სოფლების) დატოვება ნებართვის გარეშე.მათი ქორწინებაც კი კონტროლდებოდა.თუკი წარჩინებულს შეეძლო ჰყოლოდა რამდენიმე ცოლი,ჩვეულებრივ გლეხს მხოლოდ ერთი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდა.ასევე,ადგილობრივი მმართველი აკონტროლებდა თუ ვინ ვისზე უნდა დაქორწინებულიყო.ამისათვის ისინი არჩევდნენ ყველა 24 წლის ასაკის მამაკაცს და 18 წლის ქალს,2 მწკრივად აყენებდნენ და შემდეგ აწყვილებდნენ.ქორწილიდან პირველი წლის განმავლობაში,წყვილი თავისუფლდებოდა “სახელმწიფო გადასახადისაგან”.

ინკებს არ ჰყავდათ ცხენები (და არც რათქმაუნდა მანქანები),რომ გადაადგილებისათვის გამოეყენებინათ.თუმცა მათ ჰქონდათ შესანიშნავი საგზაო სისტემა.მათი საგზაო ქსელი მოიცავდა მთელ იმპერიას.ერთ-ერთი გზა,სახელად “სამეფო გზა”(Royal Road) დაახლოებით 5,200 კმ სიგრძისა იყო და გადიონდა ანდების მთებში.ასეთი გზის მშენებლობა,დღესაც კი თანამედროვე ტექნიკის დახმარებით,დიდ სირთულეს წარმოადგენს.მათ აგრეთვე ჰქონდათ ეგრედ წოდებული “ბეწვის ხიდები”,რომლებიც თოკებისგან იყო დამზადებული და დაახლოებით 90 მეტრის სიმაღლეზე ეკიდა მდინარეების თავზე.თუმცა ამ გზებს ყველა არ იყენებდა.ისინი განკუთვნილი იყო ძირითადად ჯარისკაცებისთვის და საპა ინკას შიკრიკებისთვის.ეს შიკრიკები კარგად გაწვრთნილი მორბენლები იყვნენ,რომლებიც დაახლოებით 3 კილომეტრის ინტერვალით იდგნენ გზებზე და მიჰქონდათ ინფორმაცია კუზკოში ან კუზკოდან.მაგრამ ეს გზები უმეტესწილად ჯარისკაცების ადვილად გადაადგილებისთვის იყო საჭირო,რათა ეკონტროლებინათ იმპერია.

ინკები იყვნენ ბრწყინვალე მშენებლები.გარდა იმისა,რომ ისინი იყენებდნენ ქვიშას კედლების ასაშენებლად,ასევე ზედმიწევნით არჩევდნენ ქვებს,რომლებიც სრულყოფილად ერგებოდა ერთმანეთს.სწორედ ამიტომ,მათ მიერ აშენებული კედლები დღესაც რჩება თავის ადგილზე.1950 წელს კუზკოს ორი მესამედი მიწისძვრამ გაანადგურა,მაგრამ არც ერთი ძველი კედელი არ განადგურებულა.დღესდღეობით ყველასთვის კარგად ნაცნობი ქალაქი მაჩუ პიგჩუ(Machu Picchu),რომელიც ინკებმა დატოვეს უცნობი მიზეზების გამო,ასახავს მათ არქიტექტურულ შესაძლებლობებს.მაჩუ პიგჩუ აღმოაჩინეს 1911 წელს.


ინკას იმპერიამ უკუსვლა დაიწყო 1525 წელს,როდესაც მათი მმართველი კაპაკი(Capac) გარდაიცვალა.კაპაკის გარდაცვალების შემდეგ,მისმა შვილებმა ომი გამართეს ერთმანეთში იმპერიის სათავეში მოსასვლელად.ამავე დროს,გავრცელდა ცნობები უცხო ტომების შესახებ,რომლებიც მათ საზღვრებთან იყვნენ მომდგარნი,რკინის ტანსაცმელი ეცვათ(აბჯარი) და უცნაურ ცხოველებზე(ცხენებზე) იჯდნენ.რათქმაუნდა ესენი იყვნენ ესპანელები.ომი საბოლოოდ ატაჰუალპამ(Atahualpa) მოიგო,რომელმაც მოისურვა უცხოელებთან შეხვედრა.რადგანაც ესპანელები მხოლოდ 180 იყვნენ,ატაჰუალპას არ ეშინოდა მათი,მაგრამ სულ ტყუილად.ესპანელებმა მათ წინააღმდეგ,ინკებისთვის სრულიად უცნობი იარაღით შეუტიეს,რის წინააღმდეგაც ინკებმა ვერაფერი გააწყეს.ესპანელებმა შეიპყრეს ატაჰუალპა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ მოითხოვეს ორი ოთახი ოქროთი და ვერცხლით სავსე.მიუხედავად იმისა,რომ მათ მიიღეს მოთხოვნილი ოქრო-ვერცხლი,მათ მაინც მოკლეს ატაჰუალპა.მმართველის გარეშე დარჩენილი ინკები დასუსტდნენ და მთლიანად დამორჩილდნენ ესპანელებს.ვინც წინააღმდეგობას უწევდა ხოცავდნენ.ესპანელებს მხოლოდ ოქრო აინტერესებდათ,ამიტომ ინკებს ისინი მაღაროებში ამუშავებდნენ და მიწათმოქმედებაც ნელ-ნელა დასუსტდა.ინკების უმეტესობა სწორედ მაღაროში ბევრი მუშაობისა და შიმშილით დაიღუპა.
მიუხედავად ინკების ცივილიზაციის გაუჩინარებისა,მათი კულტურა მაინც შემორჩა ისტორიას.მეცნიერები ასევე ამტკიცებენ,რომ ეკვადორის,პერუს და ბოლივიის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ინკების შთამომავალია.

წყარო:Hystory Channel.

თეგები

trance

asdadasdasd

მსგავსი ამბები

Close
Close