საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები …… ექსკრემენტების შესახებ

ძალიან ნუ დამძრახავთ ასეთი “არაესთეტიური” პოსტის გამო, მგონი მაინც საინტერესო იქნება :))

1) ექსკრემენტები შედგება 75% წყლისაგან. დარჩენილი 25% შეგვიძლია დავყოთ 3 ნაწილად:
1. საკვების გადაუმუშავებელი ნაწილები
2. ცოცხალი და მკვდარი ბაქტერიები (მკვდარი, როგორც წესი ჭარბობენ, მათი წილი , საერთო რაოდენობის 93 პროცენტია )
3. ცხიმის და ნერწყვის ნარევი, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსკრემენტების რბილად გადაადგილებას ნაწლავებში. არაორგანული მარილები, მკვდარი უჯრედები (ძირითადად ეპიტელიები)

2) არასასიამოვნო სუნის მიზეზი , ძირითადად არის ცოცხალი ბაქტერიები, რომლებიც გამომიმუშავებენ დიდი რაოდენობით გაზებს, ისინი შედგება აზოტისა და სხვადასხვა ნივთიერებებისაგან.

3) ექსკრემენტები გაჯერებულია გაზებით, ამიტომაც ადვილად დაცურავენ წყალში.

4) მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ჯარისკაცებს სწამდათ, რომ თუ ტანკით გადაუვლიდნენ აქლემის განავალს, ეს კარგის ნიშანია. გაიგეს რა ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ამ ცრურწმენის შესახებ, დაიწყეს ნაღმების მასკირება აქლემის განავალით. ამ გზით დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, გაანადგურეს უამრავი რაოდენობის გერმანელთა სამხედრო ტექნიკა. :)

5) საშუალოდ ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამის განმავლობაში წარმოქმნის 0.91 კგ ექსკრემენტს. შედარებისათვის სპილო წარმოქმნის 46 კილომდე ექსკრემენტებს .

6) კუჭის წვენს არ შეუძლია მოინელოს სიმინდის მარცვლების გარსი, ამიტომაც ისინი გამოდიან ჩვენი ორგანიზმიდან გადაუმუშავებელი სახით.

7) ყველაზე ხშირად ცხოველებში “საქმობს” კურდღელი, ის დღეღამეში გამოყოფს 500 ცალ კურკლს.

8) ზოგიერთ მატლს შეუძლია თავისი ექსკრემენტები ისროლოს ერთ მეტრამდე, ამით ის მტაცებელს ყურადღებას უფანტავს.

9) 1995 წელს ენი არბორმა (Ann Arbor), რომელიც 2 კვირის განმავლობაში იკვებებოდა მიჩიგანის უნივერსიტეტის დიეტოლოგთა ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ, შეძლო 7,93 მეტრი სიგრძის ექსკრემენტის გამოშვება, რითაც დაამყარა თავისებული მსოფლიო რეკორდი. არის ამის დოკუმენტური მტკიცებულებაც – სურათები, რომლებიც არც ისე სასიამოვნო სანახავია, მაგრამ თუ ვინმეს მაინც აინტერესებს, გუგლში აკრიფოს “ენ არბორის რეკორდი”. :)

10) ცივეტები პატარა ცხოველებია, რომელთაც ძალიან უყვართ ყავის მარცვლების ჭამა , კუჭი ინელებს მხოლოდ რბილ გარსს, რომელიც აქვს მარცვლებს და ცივეტი გამოყოფს მთლიან უვნებელ ყავის მარცვლებს, რომლისაგან დამზადებულ ყავას სპეციფიკური არომატი აქვს. (რამდენადაც მახსოვს ამაზე იყო პოსტი უცნაურში)
ასეთ ყავას ქვია “კოპი ლიუვაკი” და მისი ფასი ნახევარ კილოზე აღწევს 780 დოლარს

11) ჩრდილოეთ კორეაში ფერმერები ადამიანის ექსკრემენტებს სასუქად იყენებენ. მათი შეძენა სპეციალურ მაღაზიებშიც შეგიძლიათ. ქვეყანაში სასუქის დიდი ნაკლებობაა , ამიტომაც ადამიანის ექსკრემენტებს აქ სერიოზული ფასი დაედო.

12) ჩინეთში, ვენერა მილოსელის ქანდაკება, რომელიც დამზადებულია პანდას ექსკრემენტებისაგან , გაიყიდა 48 000 დოლარად. ის შეიძინა შვედმა ბიზნესმენმა, ული სიგმა, რომელიც ჩინური ხელოვნების ნიმუშებს აგროვებს.

13) ბევრ ქვეყანაში კანონი გაიძულებთ, რომ თუ თქვენი ძაღლი დასვრის ქუჩაში, ვალდებული ხართ ექსკრემენტები აიღოთ და სანაგვეში ჩააგდოთ. ამისათვის სპეციალური პაკეტებიც იყიდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close