არქივი

ცოტა რამ ობობების შესახებ

472e3ef81d4b

მინდა მოგითხროთ ცოტა რამ იმ არსებების შესახებ რომლებიც ბევრს შიშის ზარს სცემს, მაგრამ თუ ახლოს გაეცნობით არც ისე საშიშნი არიან

თუ მოგეწონებათ შემდეგში დაწვრილებით განვიხილავ სხვადასხვა სახეობებს. ისინი დაახლოებით 30000 სახეობაა. ობობები ყველგან არიან: ტყეებში, მინდვრებში, სტეპებში, უდაბნოებში, მთებზე, დაბლობებზე, მოკლედ თითქმის ყველგან, უფრო ადვილი იქნებოდა იმ ადგილების დასახელება სადაც ობობები არ არიან, ვიდრე მათგან დასახლებული მიწებისა და ლანდშაფტების თუნდაც მოკლედ ჩამოთვლა.

ერთი სიტყვით ისინი მხოლოდ არქტიკისა და მარადიული თოვლით დაფარულ სივრცეებში და ღრუბლებს ზემოთ აწვერილ მაღალ მთებზე არ არიან. თუმცა მთაში თოვლთან სულ ახლოს, ხანდახან კი თოვლზეც ხოვრობს. დედამიწის უმაღლესი წერტილი, სადაც ობობა დაიჭირეს ზღვის დონიდან 7300 მეტრზეა. ჯომოლუნგმაზე (ევერესტი) მსოფლიოს ამ უმაღლეს მთაზე, სადაც ადამიანებმა ძლივს ააღწიეს, ერთ-ერთი ექსპედიციის წევრებმა თავისდა გასაოცრად სიტიკუსის გვარის ხტუნია ობობა აღმოაჩინეს.

ტყის ბალახოვანი, ჭაობოის ან რაიმე სხვა მცენარეულობის არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი ეკოლოგიური პირობაა ობობას სიცოცხლისთვის.

777f785cd33c

სადაც მცენარეულობა არაა იქ ობობაც ცოტაა, ან საერთოდ არ გვხვდება. თუმცა ეს წესი უმრავლესობაზე ვრცელდბა და არა ყველაზე. მტავარია მწერები იყოს ობობა კი თითქმის ნებისმიერ ეკოლოგიურ და ზოოგეოგრაფიულ ზონაში შეიძლება აღმოაჩინოთ.

მართალია ობობა ხმელეთის ბინადარია, მაგრამ ზოგი წყალში ცხოვრობს

5b9d4f987ab3
და ბევრმა, მათ შორის მძიმე წონის ტარანტულმაც

99dd63103891

მშვენივრად იცის ცურვა, ყვინთვა, წყალზე სირბილი და მშვენივრად იჭერენ ნაირგვარ მწერებს მათთვის თითქოსდა სრულიად უცხო, მტრულ სტიქიაში. ნამდვილი წყლის ობობა კი მხოლოდ ერთია-ვერცხლისფერი ობობა, რომელიც მტკნარ წყალსატევებში ბინადრობს. ზოგისთვის ზღვის მლაშე წყალიც არ წარმოადგენს გადაულახავ ზღუდეს.

94423b498691

ხშირად მოქცევის დროს,ქვებს შორის არსებულ ჩაღრმავებებში აფარებენ ხოლმე თავს. ობობა ერეგონე კი რომელიც სხვებთან შედარებით უკეტაა შეგუებული მლაშე წყალში ცხოვრებას, ნაპრალში მიიყუჟება, მტკიცე წყალგაუმტარი ქსოვილით დაგმანავს ხვრელებს და ასე, წყალქვეშ, აბლაბუდით დაცული ელოდება უკუქცევას.

არა მგონია ბუნებაში კიდევ სადმე მოიპოვებოდეს ბიოლოგიური საფუძვლის მიხედვით ესოდენ ერთგვაროვან ცხოველთა სხვა ჯგუფი, რომელიც ობობების მსგავსად სრულიად სხვადასხვა გარემოში ცხოვრებას იყოს შეგუებული. ყველა ადაპტური ნიშნის მიხედვით ობობები ხმელეთის ცხოველები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა წყლის სტიქიაშიც დასახლდნენ (ცხადია მხოლოდ აქა-იქ) სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე ისინი ჩვენი პლანეტის ჰაერშიც კი ცხოვრობენ. ახალგაზრდა ობობები აბლაბუდის ძაფებით რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე ნავარდობენ.

დასასრულს ობობას მიერ მოტანილი სარგებლობაც მიდა მოვიხსენიო. პირველყოვლისა იგი ანადგურებს უამრავ ბუზს-ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების გადამტანს. ობობა რომ არა, ბუზები მთელ პლანეტას აავსებდნენ. მეორე, ობობების ცხოვრების ნირისა და ანატომიის შესწავლისას მეცნიერები პოულობენ პასუხს ბევრ ამოუცნობ კითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა და ჩამოყალიბდა სიცოცხლე დედამიწაზე, როგორ ვითარდებოდა იგი და როგორ ეგუებოდნენ ცოცხალი არსებანი ცვალებად გარემო პირობებს.

 

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button