ასასინთა ორდენის საიდუმლო


ასასინთა ორდენის საწყისები და მათი საიდუმლოები. პირადად ვთარგმნე ინგლისურიდან და რუსულიდან. გთხოვთ არა მარტო დაათვარიელოთ, არამედ წაიკითხოთ. იმედია მოგეწონებათ.

ასასინები იყვნენ ნაზარი ისმაილის, კერძოდ სპარსი და სირიელი მიმდევრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ დაახლოებით 1092-1265 წლებში. ნაზარ ისმაილმა სპარსეთის ხელისუფლებას სამხედრო მუქარა წაუყენა და უამრავი ციხე-სიმაგრე ააგო ჰასან საბაჰის მეთაურობით.

სიტყვა ასასინი მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან Hashishin, რასაც დამამცირებელი მნიშვნელობა ქონდა და მათი მეტოქეების მიერ გამოიყენებოდა  შუა საუკუნეებში. ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიტები. ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია. ეს იყო მეომართა ისლამური სექტა,რომელიც წარმოიშვა მე-10 საუკუნის დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში. ასასინების მასიაფის განყოფილება 1273 წელს მამლუქმა სულთან ბაიბარსმა აიღო. თუმცა მამლუქები აგრძელებდნენ ასასინების მომსახურების გამოყენებას. მაგ: XIV საუკუნეში ასასინმა იბნ ბატუტამ დაწერა მოხსენება, რომელშიც საბოლოოდ დაადგინა მკვლელობებისთვის ანაზღაურება. ამის სანაცვლოდ ხელისუთლებამ მათ „არსებობის“ ნება დართო.

წარმომავლობა.

ასასინების წარმომავლობა იწყება პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე დაახლოებით 1080 წელს. რთულია მათ შესახებ დიდი რაოდენობის  ინფორმაციის მოპოვება, რადგან მათი მტრები საუკუნეების მანძილზე მათი კვალის წაშლას ცდილობდნენ. საკმაო ინფორმაცია განადგურდა ასასინთა შტაბის – ალამუტის განადგურების დროს, მაგრამ უდავოა , რომ ასასინთა ორდენი ჰასან საბაჰმა დააარსა. შესაძლოა მას გარკვეული პოლიტიკური ან პირადი მოტივი ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით ის იყო ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და სხვა მუსლიმებთან იბრძოდა ძალაუფლებისთვის. ასასინთა ორდენი მას სხვა მუსლიმებზე უპირატესობას მისცემდა. სხვა ვერსიის თანახმად იგი მუსლიმებთან ერთად წმინდა მიწას შემოჭრილი ჯვაროსნებისგან იცავდა. ჰასან საბაჰი ორ „ფრონტზე“ იბრძოდა, კონკურენტ მუსლიმებთან და შემოჭრილ ქრისტიანულ ძალებთან.

ორდენის შექმნის შემდეგ საბაჰი ეძებდა შტაბისთვის ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, რომელიც მან იპოვა ალამუტის ციხესიმაგრეში, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. არ არის ცნობილი საბაჰმა ააგო ციხე სიმაგრე, თუ ის უკვე აშენებული იყო და მან უბრალოდ დაიკავა. როგორც არ უნდა ყოფილიყო საბაჰმა შეძლო ის გადაექცია არა მარტო აუღებელ სიმაგრედ, არამედ მისი მიმდევრების „სკოლად“. ალამუტში ფეხის მოკიდების შემდეგ საბაჰმა მისი გავლენა თანდათან ახლო-მახლო ქალაქებზე და სოფლებზე გადაიტანა. იგი იყენებდა აგენტებს ხალხში ავტორიტეტისა და სახელის მოსახვეჭად.

საბაჰმა დარჩენილი ცხოვრება მის ციხესიმაგრეში გაატარა. ის მუშაობდა ასასინთა ორდენის კანონების შექმნაზე და სხვადასხვა რელიგიური ნამუშევრების შექმნაზე. მას აღარასდროდ დაუტოვებია ალამუტი თავის სიცოცხლის მანძილზე. მან დააარსა მკვლელ ასასინთა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც იერარქიული წყობა ჰქონდა. საბაჰი იყო დიადი ხელმძღვანელი. მის შემდეგ წოდების მიხედვით იყვნენ კომპანიონები, მათ შემდეგ კი მიმდევრები. სწორედ ეს მიმდევრები იწვრთნებოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ყველაზე საშიში მკვლელები მთელ აზიაში. უცნობია როგორ აღწევდა საბაჰი მისი მიმდევდევრებისგან ასეთ ერთგულებას. ერთ ერთი ვერსიით საბაჰი აძლევდა მათ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰაშიშს და არწმუნებდა, რომ ამ ღვთაებრივი ნეტარების მიცემა მხოლოდ მას შეეძლო. სწორედ ეს აიძულებდა მიმდევრებს უკან დაბრუნებას და ენაზე კბილის დაჭერას. ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰმა არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანში ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.

ამ უძლიერესი იარაღის საშუალებით საბაჰმა დაიწყო მკვლელობების სერიები, პოლიტიკოსებით დაწყებული გენერლებით დამთავრებული. ასასაინები იშვიათად უტევდნენ მსხვერპლს პირდაპირ. ისინი ზურგიდან ან დაფარული ადგილიდან ესხმოდნენ თავს და წამში უჩინარდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდევრები საბაჰის ორდენში დიადი ხელმძღვანლის პაიკები იყვნენ და მის ყველა სურვილს ასრულებდნენ, მათ წვრთნაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა. ასასინები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რაც მათ ძალასა და მოხერხებას აძლევდა რთული მკვლელობების დროს. მიზნის მისაღწევად ასასინი უნდა ყოფილიყო მომთმენი, ცივი და გამთვლელი. ისინი არა მხოლოდ ჭკვისნები იყვნენ, არამედ განსწავლულებიც, რადგან მათ არა მხოლოდ ყველაფერი უნდა სცოდნოდათ მსხვერპლზე, არამედ მათი კულტურა და მშობლიური ენა. დამრიგებლები მათ ასწავლიდნენ შენიღბვას, მტრის ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შეღწევასა და უბრალო შეტევის ნაცვლად სუფთა და ჩუმ მკვლელობას. როგორც კი შუა აღმოსავლეთში საძაბულობა გამწვავდა ჯვაროსნების შემოსვლით, ასასინები ომთან დაკავშირებულ კონტრაქტებსაც ირებდნენ. ისინი კლავდნენ როგორც ჯვაროსნებს, ასევე მუსლიმებს, მანამ, სანამ დიადი წინამძღოლის გეგმას დააკმაყოფილებდნენ.

1092 წელს ქალაქ სევაში, სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჰაშიშიტების მიმდევრებმა მოკლეს მუეზინი, იმ შიშით, რომ მას ისინი მთავრობისთვის არ გადაეცა. ამის საპასუხოდ სულთანის მთავარმა ვეზირმა ნიზიმ ალ-მულქმა დააჭერინა დამნაშავენი და ნელი ტანჯვა-წამებით მოაკვლევინა. მათი გვამები კი ქალაქის ცენტრში რამდენიმე დღით გამოკიდეს. ამ სასჯელმა ჰაშიშიტებში აღშფოთება გამოიწვია. აღზნებული ბრბო მისი სულიერი მამის სახლთან მოგროვდა. საჰაბი სახურავზე ავიდა და ხმამაღლა განაცხადა , რომ ამ ჯოჯოხეთის ვეზირის მკვლელს გაეღება სამოთხის კარიბჭე! სიტყვაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბრბოს ერთი კაცი გამოეყო სახელად ბუ ტაჰირ არრანი. მუხლმოდრეკილმა მუსლიმმა განაჩენის ასრულების სურვილი გამოთქვა, თუნდაც ამისთვის სიცოცხლის დათმობა მოუწევდა.

მზის ამოსვლისთანავე ფანატიკოსი ჰაშიშიტების რაზმმა სულიერი ლიდერისგან წყალობა მიიღო, პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყო და სელჩუკთა დედაქალაქისკენ დაიძრა. 1092 წლის 10 ოქტომბერს ბუ ტაჰირ არრანმა როგორღაც ვეზირის სასახლის ტერიტორიაზე მოხვედრა მოახერხა. ბაღში დამალული მოთმინებით იცდიდა. მკერდზე დიდი, გალესილი დანა მიეკრა, რომელსაც შხამი ჰქონდა წასმული. შუადღისკენ ხეივანში მდიდრულად ჩაცმული ადამიანი გამოჩნდა. არრანს არასდროს ენახა ვეზირი, მაგრამ პირადი დაცვისა და მონების გამო დაასკვნა, რომ ეს მხოლოდ ვეზირი თუ იქნებოდა. უეცრად არრანი გამოხტა, ერთი ნახტომით ვეზირთან გაჩნდა და სამჯერ ჩაარჭო მოწამლული დანა. დაცვამ დაიგვიანა. ვეზირი უკვე აგონიაში ფართხალებდა. დაცვამ უბრალოდ დაფლითა არრანი, მაგრამ ამავდროულად ასასინებმა შეუტიეს ვეზირის სასახლეს და გააჩანაგეს ყველაფერი. ამის შემდეგ საჰაბი მიხვდა, რომ ერტ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე მთელ არმიას. არ იყო საჭირო არც ჯარი, არც კავალერია, არც ლოდსატყორცნები. საკმარისი იყო ერთი ასასინი, რომელსაც ვერც პირადი დაცვა შეაჩერებდა და ვერც მაღალი კედლები.

ასასინებმა ძალით წაართვეს მტრებს მკვდარი მოძმის გვამი და  ბუ ტაჰირ არრანი მუსლიმური წესით დამარხეს. საბაჰის ბრძანებით ალამუტის ციხის კარიბჭეზე მიამაგრეს სპილენძის ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ბუ ტაჰირ არრანის სახელი , მის გასწვრივ კი მის მიერ მოკლული ვეზირის სახელი. დროთა განმავლობაში ეს ფირფიტა გაადიდეს, რომელზეც უამრავი ვეზირის, სულთნის, შაჰის, მარკიზის, გრაფის და მეფის სახელები დააწერეს.

ამ დროისთვის საბაჰს ისლამური სამყაროს ყოველ კუთხეში ყავდა აღმსარებლები, რომლებიც მას რეგულარულად აწვდიდნენ ყოველ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ისეთი მაღალი დონის აგენტების შექმნა, რომლებიც ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალებს გააკონტროლებდნენ. ჰაშიშიტებმა პირველად შემოიღეს „გაწვევის“ გაგება. იმამმა საბაჰი ღვთაებად გამოაცხადა დას მისი სიტყვა კანონზე მეტი იყო.

ასასინებს ასევე ირჩევდნენ ობლებისგან. ასასინს სამუდამოდ უნდა დაევიწყა ოჯახი და ერთგულად ემსახურა დიადი მბრძანებლისთვის. საბაჰი ეუბნეოდა მიმდევრებს, რომ ისინი ინ შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ სამოთხეში, თუ სიკვდილს პირდაპირი ბრძანებით მიიღებდნენ, რადგან ულამაზეს ბაღში , უმშვენიერეს ქალებთან ნამყოფ მიმდევრებს ისე უნდოდათ კვლავ სამოთხეში დაბრუნება, რომ თავს იკლავდნენ სამუდამო ნეტარებისთვის.

საერთოდ საჰაბი მშვენიერი ფალსიფიკატორი იყო. მაგალითად თავის მიმდევრებში რწმენის გასამყარებლად ის მიმართავდა ერთ საინტერესო ხერხს: ციხე სიმაგრის ერთ-ერთ დარბაზში ქვის იატაკში ჩაღრმავება იყო , რომელზეც დიდ სპილენძის ჭურჭელს დებდნენ. ამ ჭურჭელს შუაში ხვრელი ჰქონდა და ქვევიდან შემძვრალი ადამიანი მასში თავს ადვილად ყოფდა, ისე , რომ მკვდრის მოკვეთილ თავს ჰგავდა. როდესაც ასასინები დარბაზში მოგროვდებოდნენ გამოდიოდა საბაჰი და „მაგიურ რიტუალს“ ატარებდა, რის შემდეგაც თავი ცოცხლდებოდა და სამოტხის შესახებ კითხვებს პასუხობდა. როდესაც შთაბეჭდილების ვეშ მყოფი ასასინები მიდიოდნენ, საბაჰის დამხნარეს თავს ჭრიდნენ და ციხეზე კიდებდნენ. ასევე საბაჰს ორეულებიც ჰყავდა, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი თავს იწვავდნენ და „ცაზე ადიოდნენ“, მაგრა გაოცებას იწვევდა მეორე დღეს საღ-სალამათი საბაჰის დანახვა. ერთ-ერთი ელჩის ვიზიტის დროს დემონსტრირების მიზნით საბაჰმა ხელის მხუბუქი მოძრაობა გააკეთა , რის შემდეგაც ორი მცველი იმწამსვე კლდიდან გადახტა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა ასასინების კომუფლირებას, რადგან ასასინისთვის შენიღბვა მის ილეთებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სურვილის შემთხვევაში მათ საოცრად შეეძლოთ გარეგნობის შეცვლა. ზოგჯერ მოხეტიალე ჯამბაზების ჯგუფს განასახიერებდნენ, ზოგჯერ ქრისტიან ბერებს, ექიმებს, ვაჭრებს და სხვ. ასასინები მტრის ბუნაგის გულში აღწევდნენ, რომ მსხვერპლი მოეკლათ.

ასასინთა ამბები ისლამურ სამყაროსაც გაცდა და ბევრი ევროპელი მმართველი იხდიდა დადასახადს, რომ ასასინთა რისხვა არ დატეხოდა თავს. ამავდროულად ევროპაშიც ბევრი ასასინი მოქმედებდა. მათ იმდენად სწამდათ თავიანთი ორდენის, რომ არც კი იცოდნენ ვინ იყო დიადი მმარტველი და მას „მთის უხუცესად“ მოიხსენიებდნენ.

ასასინები ბევრ ხერხს მიმართავდნენ, მაგრამ მიზნის მიღწევა ზოგჯერ არც თუ ისე მარტივი იყო, მაგალითად ერთიევროპელი დიდებული იმდენად დაცული და წინდახედული იყო, რომ უამრავი ცდის მიუხედავად ის ვერ მოკლეს. მაშინ საბაჰი დაფიქრდა და მიხვდა , რომ ამ დიდებულის ერთადერთი სუსტი წერტილი მისი რწმენაა. 2 ასასინი გაიგზავნა ევროპაში. ისინი მოინათვლნენ და 2 წლის განმავლობაში მკაცრად იცავდნენ ყველა ქრისტიანულ წესს. ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, და იცდიდნენ რომ ალაჰის ნება აესრულებინათ. ისინი იმდენად ხშირად იყვნენ ეკლესიაში, რომ ტაძრის ერთგვარ განუყოელ ნაწილად იქცნენ. დაცვა მათ არც კი აქცევდა ყურადღებას. ერთხელ წირვის შემდეგ ერთ ერთმა ასასინმა დიდებულთან ახლოს მისვლა შეძლო და იმავე წამს დანით დაჭრა, ჭრილობა მსუბუქი გამოდგა და დაცვამ დაიჭირა მკვლელი, ამავე დროს მეორე ასასინმა არეულობით ისრგებლა, მივარდა და დიდებულს ხანჯალი ტარამდე გულში ჩაარჭო.

ასასინთა ორდენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ის მრავალი აზიური და ევროპული ორდენისთვის გახდა სამაგალითო. ჰასან იბნ საბაჰი გარდაიცვალა 1124 წელს 73 წლის ასაკში. მისმა იდეალურ წესრიგზე აგებულმა სტრუქტურამ, ციხე-სიმაგრეთა ქსელმა და უნიკალურმა ასასინთა ორდენმა კიდევ 132 წლის განმავლობაში იარსება.

ჩვენამდე ბევრი ასასინის სახელი არ არის შემორჩენილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ეციო აუდირორე დე ფირენსე, ვინც აღოეძინების ეპოქის იტალიაში „მოღვაწეობდა“ და ვიზეც ბევრ თქვენგანს აქვს გაგებული. თუ ეს პოსტი მოგეწონათ შემდეგი ეციოზე იქნება.

 


ავტორი: VOODOO

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC