გასართობივიდეოებისაკითხავი

Uncharted 3: Drake’s Deception-ის მიმოხილვა

სრულიადში იხილავთ PS3-ის ექსკლუზიური თამაშაშის Uncharted 3: Drake’s Deception-ის მიმოხილვას.

Uncharted 3

  • გამომქვეყნებელი: Sony Computer Entertainment
  • შემქმნელი: Naughty Dog Software
  • ჟანრი: Third-Person Action Adventure
  • გამოშვების თარიღი:
    ამერიკა: 1 ნოემბერი, 2011
    იაპონია: 2 ნოემბერი, 2011
  • ფასი: $59.99
  • 13+: სისხლი, ლექსიკა, ძალადობა
  • ასევე ცნობილი როგორც: Uncharted 3

 

Uncharted 3: Drake’s Deception-ის პერსონაჟები მსგავსია Uncharted 2: Among Thieves-ის ჩვენ კვლავ გვაყვს მიმზიდველი გმირი ნეთან დრეიკი (Nathan Drake) და მისი დამრიგებელი ვიქტორ სალივანი (Victor “Sully” Sullivan) და იგივე საერთო იდეა ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ დაკარგული ქალაქი სანამ ცუდი ბიჭები მოგვასწრებენ, მაგრამ Uncharted 3-ს აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს, რაც არის გამოუცნელობა (ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ თუ რა მოხდება თამაშის სიუჟეტიდან გამომდინარე ყველაფერი მოულოდნელია).

მეორე ნაწილისგან განსხვავებით ახალი ხელჩართული ბრძოლის სისტემა უფრო საჭირო და გასართობია. თქვენ კვლავ გიწევთ კედლებზე ძრომა და ცუდი ბიჭების დახოცვა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დახვეწილია და სწორედ ამიტომაა გასართობი ვიდრე წინამორბედი ნაწილი. Naughty Dog-მა ძალიან დიდი შრომა ჩადო იმისათვის, რომ თამაშის ისტორია და თამაში მოერგო ერთმანეთს. ყველა წვრილმანი ფანტასტიურადაა შერწყმული კინომატოგრაფიის და უახლესი გრაფიკის წაყოლბით.

ჩემი აზრით Uncharted 3: Drake’s Deception-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია მარკეტზე და როდესაც მე ამას ვიძახი მე არ ვგულისხმობ სროლებს, საგანძურების შეგროვებას და ახალ შესაძლებლობას რომლითაც თქვენ შეგიძლიათ მოწინააღმდეგის ყუმბარის უკან გასროლა მე ვსაუბრობ იმაზე, რომ თამაში იზიდავს მოთამაშეს თამაშში. თქვენ დრეიკის მთელი მოგზაურობის მანძილზე მასთან ხართ იცით, რომ ეს თამაშია მაგრამ თამაში მაინც გიზიდავთ, როდესაც დრეიკი დაკარგულია კარგავს იმედს, ეძებს თავშესაფარს და ბორძიკობს თქვენ მთელი ემოციებით (გულგატეხილი) თამაშში ხართ ჩართული სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა Naughty Dog-ი ბოლო 4 წლის მანძილზე.

Naughty Dog-მა შექმნა სამყარო, რომელშიც მოთამაშეები თავს დაკავშირებულად გრძნობენ ეს ყველაფერი კი სწორედ ინდუსტრიაში საუკეთესო გრაფიკით გახდა შესაძლებელი: დრეიკის თმაზე ქვიშის მიკრობა, ცეცხლი რომელიც კედლებზე მაღლა და მაღლა მიიწევს და მზის სინათლე, რომელიც ჭერის ნახვრეტებიდან ანათებს და აი სწორედ აქ თქვენ ხედავთ, რომ ეს თამაში ხდება მეტი ვიდრე X ღილაკის დაკლიკება და ანალოგის მოჭერა.

Naughty Dog-მა ბეტა ტესტირებებზე მოთამაშეების მოსაზრებები (რჩევები) გაითვალისწინა რითიც ყველასათვის სასიამოვნო თამაში შექმნა. თამაშის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ Naughty Dog-ი ახალ დამატებით თავებს ამზადებს მესამე ნაწილის მულტიპლეიერისათვის.

 

IGN-ის შეფასება Uncharted 3: Drake’s Deception-ისთვის (PS3)
შეფასება        აღწერა
10-დან
10 პრეზენტაცია
კინომატოგრაფია და გზა რომლითაც თამაში ხსნის ისტორიას არის ძალიან საინტერესო და განმაცვიფრებელი.
10 გრაფიკა
არაჩვეულებრივი და ლამაზი – შეხედეთ დერეკის ქვიშის ნაკვალევს, წყლის მოსხმა ეკრანზე, და სახის ემოციები პერსონაჟებზე. Naughty Dog-მა შესაძლებელზე მეტი გააკეთა.
10 ხმა
ეფექტური ხმების თამაშში, ფანტასტიური ხმის ეფექტები და ემოციური ნიშანები.
10 თამაში
განახლებული ძრომა და სროლა უკეთესია ვიდრე იყო, მაგრამ ეს გზაა თუ როგორ შეერწყმები მქომედებებით ისტორიას რომელიც შთამბეჭდავია.
10 Lasting Appeal
მარტო თამაში (Single Player) იმსახურებს რამოდენიმეჯერ გასვლას (დახურვას), როგორც საყვარელი ფილმის რამოდენიმეჯერ ნახვა. მულტიფლეიერი დიდია, საიტერესოა და მოგიზიდავთ კვლავ სათამაშოდ.
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close