არქივი

მსოფლიოს 7 უდიდესი ღრმული

e901ef78d635

ბუნების საოცარ მოვლენებს შეიძლება მიეწეროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ღრმულები.

1. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღრმული “მირ”(mir diamond pipe), იაკუტია.

2b85c5137e05

კიმბერლის მილი “მირ” – კარიერი, რომელიც მდებარეობს ქალაქ მირნში. კარიერის სიღრმე არის 525 მეტრი, დიამეტრი 1,2 კილომეტრი, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარიერია. კარიერზე მადნის მოპოვება შეწყდა 2001 წელს. ამჟამად კარიერში მიმდინარეობს მაღაროს მშენებლობა, რადგან მოხდეს დარჩენილი მარაგის მოპოვება.

a03a5e007071

მსოფლიოს უდიდესი ღია კარიერი ნამდვილად საოცარი სანახავია.

bf0b3e01ea2b

e43f0b029ab176c51043c777

b3fcf9a2844c

2. კიმბერლიტის მილი “დიდი ხვრელი”, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

a59003a8455c

დიდი ხვრელი არის უზარმაზარი, ალმასის მადნის მომპოვებელი მაღარო, რომელიც ამჟამად უმოქმედოა. ის მდებარეობს ქალაქ კიმბერლიში(სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ითვლება რომ ეს არის უდიდესი ღია კარიერი რომელიც დამუშავებულია მუშების მიერ, ტექნიკის გამოყენების გარეშე. დღეისთვის ეს კარიერი ქალაქ კიმბერლის სავიზიტო ბარათად ითვლება.

0a71a2fa5aeffdff1083c435

1866 წლიდან 1914 წლამდე ამ კარიერს დაახლოვებით 50 ათასი მაღაროელი თხრიდა მხოლოდ წერაქვებისა და ნიჩბების გამოყენებით, რის შედეგადაც გადაამუშავეს 2722 ტონა ალმასი(14,5 მილიონი კარატი). თხრის პროცესში მოიჭრა 22.5 მილიონი ტონა მიწის ქანი. ზუსტად აქ აღმოაჩინეს ისეთი ცნობილი ალმასები, როგორებიცაა “დე ბირსი”(428,5 კარატი), მოლურჯო თეთრი “პორტერ-როდსი”(150 კარატი), ნარინჯისფერ-ყვითელი “ტიფანი”(128,5 კარატი). დღეისთვის ამ ადგილზე არსებული ალმასის მარაგი სრულიად ამოწურულია. “დიდი ხვრელის” ფართობი შეადგენს 17 ჰექტარს, დიამეტრი 1,6 კილომეტრი. თავდაპირველად ღრმულის სიღრმე იყო 240 მეტრი, მაგრამ შემდეგ ამოავსეს ნარჩენი ქანებით და მისმა სიღრმემ შეადგინა 215 მეტრი. დღესდღეობით ღრმულის ფსკერი დაფარულია წყლით, რომლის სიღრმე 40 მეტრს შეადგენს. ამ კარიერის ადგილას ადრე(70-130 მილიონი წლის წინ) იყო ვულკანის კრატერი. თითქმის ასი წლის წინ, 1914 წელს, კარიერის დამუშავება შეწყდა, მაგრამ იგი დღესაც კარგად “მუშაობს”, კარიერი დიდი რაოდენობის ტურისტებს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. კარიერი სერიოზულ პრობლემებსაც წარმოქმნის. არსებობს საფრთხე რომ კარიერში ჩაიშალოს არა მხოლოდ მისი ნაპირები, არამედ იქვე მდებარე გზა და საცხოვრებელი შენობები. ამ გზაზე უკვე დიდი ხანია აიკრძალა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. ხელისუფლება აპირებს მთლიანად გააუქმოს გზის სახიფათო მონაკვეთი. უმსხვილესმა კომპანია “დე ბირსმა”, რომელიც კარიერს ფლობს 1888 წლიდან უკეთესი გამოსავალი ვერ იპოვა და “Big Hole”-ს ყიდის.

3. კარიერი Kennecott Bingham Canyon Mine, იუტას შტატი.

c7cf915725a2

ესაა ყველაზე დიდი მოქმედი კარიერი მსოფლიოში, სპილენძის მადნის გადამუშავება დაიწყო 1863 წელს და დღესაც გრძელდება. მისი სიღრმე დაახლოვებით 1 კილომეტრია, სიგანე 3,5 კილომეტრი.

62d6a11bd874

2008 წლის მონაცემებით მისი ზომებია: 0,75 მილი(1.2 კმ) სიღრმე, 2,5 მილი(4 კმ) სიგანე, იგი გადაჭიმულია 1900 აკრზე(7,7 კვ.კმ)

df7e779ff32282c87d649e1e

სპილენძის მადანი პირველად აღმოაჩინეს 1850 წელს, 1863 წლიდა დაიწყო მისი დამუშავება და დღესაც გრძელდება. დღეისთვის კაიერზე დასაქმებულია 1400 ადამიანი, რომლებიც დღეში ჭრიან 450000 ტონა ქანებს. მადანი იტვირთება 64 უზარმაზარ სატვირთოზე რომელსაც ერთ ჯერზე 231 ტონის გადატანა შეუძლია, ეს სატვირთო დაახლოვებით ღირს 3 მილიონი ამერიკული დოლარი.

b7edc6d81fd3

4. კარიერი “დიავიკი”, კანადა.

fb4a45a482da

კანადის კარიერი “Diavik” ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ალმასის მომპოვებელ კარიერებს შორის. პირველად იგი აღმოაჩინეს 1992 წელს, ალმასის წარმოება კი დაიწყო 2003 წელს. სავარაუდოდ ალმასის მოპოვება ამ კარიერზე კიდევ გაგრძელდება 16-დან 22 წლამდე. მისი მდებარეობა უნიკალურია. პირველ რიგში კარიერი შედგება არა ერთი, არამედ სამი ღრმულისგან, ის მდებარეობს კუნძულზე Las de Gras, რომელიც პოლარული სარტყელიდან მხოლოდ 220 კილომეტრითაა დაშორებული. სრულიად მოკლე დროში დიავიკი გახდა კანადის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ამ ადგილას მოიპოვებენ 8 მილიონ კარატ(1600 კგ) ალმასს წელიწადში. მისი მეზობელი კუნძულებიდან ერთ-ერთზე აგებულია აეროპორტი რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ბოინგების მიღებაც კი.

2aa6f276f796

5. Great Blue Hole, ბელიზი.

4427b9ad320e

მსოფლიოში ცნობილი დიდი ცისფერი ხვრელი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბელიზი(ყოფილი ბრიტანეთის ჰონდურასი) – სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე. ეს ნამდვილად არ არის კიდევ ერთი კარიერი. აქ არა ალმასებს არამედ ტურისტებს “აგროვებენ”, რომელთაც უყვართ დაივინგი, ამის წყალობით ქვეყანა უკეთეს შემოსავალს იღებს ვიდრე ალმასის მომპოვებელი კარიერები. უმჯობესია ამ ადგილს ვუწოდოთ არა “ცისფერი ხვრელი”, არამედ “ცისფერი ოცნება”, რადგან ასეთი ადგილი მხოლოდ ოცნებებში და სიზმრებში შეიძლება არსებობდეს. ესაა ნამდვილი შედევრი, ბუნების საოცრება – იდეალურად მრგვალი, მუქი ლურჯი ლაქა პირდაპირ კარიბის ზღვის ცენტრში. მისი სიგანეა 400 მეტრი, სიღრმე 145-160 მეტრი.

d2633ecdb7c9

7d9796a18ba8

7f9c55d631b9

38710530ace1

6. გადინების ხვრელი წყალსაცავზე Monticello.

3961c4482e39

8d5f4b74d7f4

დიდი ხელოვნური ღრმული მდებარეობს ჩრდილოეთ კალიფორნიაში. მაგრამ ეს არაა უბრალოდ ხვრელი. ესაა გადინების ხვრელი მონტიჩელოზე – ყველაზე დიდი წყალსაცავი მსოფლიოში. იგი აშენებულია 55 წლის წინ. ეს “ძაბრი” აუცილებელია წყალსაცავზე. ის საშუალებას იძლევა, დაიცალოს რეზერვუარი ზედმეტი წყლისაგან. ვიზუალურად ძაბრი გამოიყურება როგორც ბეტონის გიგანტური მილი. მას შეუძლია წამში გაუშვას 1370 კუბური მეტრი წყალი. ამ მილის სიღრმე 21 მეტრია, მას აქვს კონუსის ფორმა, მისი დიამეტრი დასაწყისში არის 22 მეტრი, ხოლო ბოლოში მისი დიამეტრი 9 მეტრს შეადგენს და მილი წყალსაცავის მეორე მხარეს გადის. მანძილი მილის დასაწყისიდან გამოსასვლელამდე დაახლოვებით 700 ფუტია(200 მეტრი).

1cd2336a9bd1

918a923a8518

97093255f121

7. კარსტული “ჩარეცხვა” გვატემალაში.

45c438ac1975

a66388f29a04

გიგანტური კრატერი სიღრმით 150 მეტრი და სიგანით 20 მეტრი. გამოწვეულია მიწისქვეშა წყლებით და უხვი ნალექით. ამ ღმულის წარმოქმნის დროს დაიღუპა რამდენიმე ადამიანი და განადგურდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივების განცხადებით ტრაგედიამდე საკმაო ხნის განმავლობაში, მიწის ქვეშიდან მოისმოდა უცნაური გრუხუნი.

142f3b4589bf

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button