არქივი

Prototype

fbe56506e386

 Prototype არის Radical Entertainment-ის მიერ შექმნილი მოქმედებითი ვიდეო თამაში. თამაში პირველად გამოქვეყნდა სამხრეთ ამერიკაში 2009 წლის,9 ივნისს, ხოლოჩრდილოეთ ამერიკის  სამხრეთ დასავლეთ ნაწილსა და ოკეანიაში 10 ივნისს. ევროპაში ის გამოქვეყნდა 12 ივნისს. თამაში შესაძლებელია,Microsoft Windows,Xbox 360 და  PlayStation 3  პლათფორმებზე.

 

თამაშის ისტორია

ალექს მერსერი დაიღუპა GENTEK-თან, დოქტორ რეიმონდ მაქმალენის მეთაურობით შექმნილი Black Light Virus-ის ნიმუშის მოპარვისას. ის მოკლულ იქნა Black Watch ოპერატიული მუშაკის მიერ. ძირს დაცემისას მას გაუტყდა ვირუსის შემცველი კონტეინერი. ვირუსმა, რომელმაც შეაღწია ალექსის ცხედარში, გააცოცხლა იგი და მისი უჯრედები გამოიყენა ზეადამიანური ძალის შესაქმნელად. მას შემდეგ რაც ალექსი „დაიღუპა“, მისი ცხედარი GENTEK-ის მორგში გადაიტანეს. ტექნიკურად ალექს მერსერი აღარ არსებობს, ის უკვე Black Light Virus-ია, რის გამოც სამხედროები მას ალექსს აღარ ეძახდნენ. მისი კოდური სახელია – ზევსი.

თამაშში მოქმედება მიმდინარეობს ნიუ იურკში. ქალაქი დავირუსებულია უცნობი ვირუსით, რომელიც მოსახლეობას მუტანტებად აქცევს. ალექს მერსერი გონზე მოდის მიწისქვეშა საიდუმლო მორგში. მას არაფერი ახსოვს თავისი განვლილი ცხოვრებიდან, გარდა საკუთარი სახელისა. მორგიდან გაქცევის შემდგომ ის ნიუ იურკის ქუჩებში ხვდება, რომელიც მუტირებული ადამიანების წინააღმდეგ, ამერიკის სამხედრო ძალების, Black Watch დივიზიის მოქმედებების ქაოსშია ჩაფლული. მალე მერსერი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია მიიღოს ყველა თავისი მსხვერპლის ფორმა, მახსოვრობა და ცოდნა. ამ შესაძლებლობის გამოყენებით ალექსი სცდილობს გაარკვიოს თუ რა მოხდა მის თავს და ვინ არის დამნაშავე ქალაქის დავირუსებაში.

ალექსის უმცროსი და დანა თავისი ჟურნალისტური განათლებით, ალექსს ეხმარებოდა სხვადასხვა კვლევების წარმოდგენაში. ის თამაშის დასაწყისში ინფორმატორის როლს ასრულებს. მოგვიანებით მას გაიტაცებს „ლიდერი მონადირე“. დანას ალექსის მიერ განთავისუფლების შემდგომ ის მიდის ალექსის მოკავშირესთან, დოქტორ რეგლანდთან. ამის შემდგომ გაურკვეველია რა გადახდა მის თავს.

ალექსს თამაშის დასაწყისში ეხმარება თავისი ყოფილი შეყვარებული კარენ პარკერი, მაგრამ შემდგომ ირკვევა რომ ის მუშაობს Blackwatch-ზე, რის შემდეგადაც ის ქრება ქალაქიდან.

 

342fa97933a2

თამაშის პერსონაჟები

1.დოქტორი ალექსანდრე ჯ. მერსერი/კოდური სახელი ზევსი

მთავარი პერსონაჟი, ცნობილი როგორც ალექს მერსერი. მას იმის გარდა რომ შეუძლია თავისი მსხვერპლის ფორმის მიღება, ასევე გააჩნია ზეადამიანური ძალა, სიმარჯვე, სიჩქარე და ინტელექტი. ასევე ის თითქმის არ ემორჩილება გრავიტაციის კანონებს.

2.დანა ა. მერსერი

ალექსის უმცროსი და. ის თავისი ძმის გზას გაყვა და ოცნებების ასასრულებლად ადრეულ ასაკში გაიქცა სახლიდან. ის თავისი ჟურნალისტური განათლებით, ალექსს ეხმარებოდა სხვადასხვა კვლევების წარმოდგენაში.

3.კარენ პარკერი
GENTEK-ის მკვლევარი და ალექსის ყოფილი შეყვარებული.

3.დოქტორი ბრედლი რეგლანდი
ექიმი, რომელმაც ალექსი გასინჯა, მანამ სანამ მასში გაიღვიძებდა ზეადამიანური ძალები. ის არის ალექსის ერთ-ერთი მოკავშირე.

4.დოქტორ რეიმონდ მაქმალენი
GENTEK-ის ლაბორატორიისა და მასში მიმდინარე კვლევების მეთაური. მას დიდი წვლილი მიუძღვის აიდაჰოს შტატში მიმდინარე მოვლენებში.

5.სპეციალისტი/კაპიტანი ქროსი
Blackwatch-ის საუკეთესო მებრძოლი. მას დავალებული აქვს ალექსის მოკვლა. მას არაფერი აკვირვებს ბიოლოგიურ ომში. მას ყველაფერი აქვს ნანახი და საბოლოო ჯამში ის შეუბრალებელი ადამიანია. ის კარგადაა აღჭურვილი მსგავსი ინფექციისაგან თავის დასაცავად, ასევე მთავარი პერსონაჟისაგან თავის დასაცავად. თამაშის ბოლოს ირკვევა რომ ქროსი შთანთქმულ იქნა „უზენაესი მონადირის“ მიერ.

6.ელიზაბეთ გრინი/კოდურისახელი: დედა
ეს პერსონაჟი არის მომხდარი ინცინდენტის შემდგომ ერთად-ერთი გადარჩენილი. ის შეპყრობილი იყო Blackwatch-ის მიერ და მოგვიანებით გადაყვანილ იქნა GENTEK -ში. ინცინდენტის დროს ის ფეხმძიმედ იყო. მოგვიანებით მან უპრობლემოდ იმშობიარა. ის ინფიცირებულა, ხოლო მის შვილს, პარიას კი რაღაც სხვა სჭირს.

 

სისტემური მოთხოვნილებები

ოპერაციული
სისტემა
საჭიროა მინიმუმ Windows Xp/Vista
პროცესორი Intel® Core™ 2 Duo 1.86 GHz
AMD Athlon™ 64 X2 4000+
ოპერატიული
მეხსიერება
1 გბ(XP)
2 გბ(Vista)
მყარი დისკის მოცულობა 8 გბ (პლუს 500მბ დამატებითი ფაილებისათვის.)
მედია Blu-Ray დისკი ან  DVD
ვიდეო კარტა Directx 9.0c მხარდამჭერი ვიდეო კარტა, 256 მბ 3D ასელატორი (NVIDIA 7800GT/ATI® Radeon™ X1800 256 მბ) ასევე Pixel Shader 3.0 უზრუნველყოფით
ხმის მოწყობილობა 100% DirectX 9.0c მხარდამჭერი კარტა
აქსესუარები კლავიატურა და თაგუნა

f3cbf973b87d

Prototype 2

გამოსვლის თარიღი: 24.4.2012
ჟანრი: Open World, Action
პლატფორმა: PC, Xbox, Playstation 3
გამომშვები: Activision

თამაშის მოქმედება ვითარდება პირველი ნაწილიდან 14 თვის შემდეგ. ნიუ-იორკი კვლავ იტანჯება ვირუსისგან Blacklight, რომელმაც დაავადებული ხალხი მუტანტებად აქცია. ადამიანს, რომლისგანაც ეს ყველაფერი დაიწყო, ალექს მერსერს ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. ის წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს მაცხოვრებლებისთვისა და მებრძოლებისთვის.
სახლში დაბრუნებული ამერიკის არმიის სერჟანტი, ჯეიმს ჰელერი აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახი ვირუსით დაიღუპა. მას შურისძიება სწყურია. ალექსი დააავადებს ჰელერს, რაც მას მიანიჭებს იდენტურ შესაძლებლობებს. შემდეგ დატრიალებულ მოვლენეში ჩათრეულია არა მხოლოდ ნიუ-იორკი, არამედ მთელი ამერიკის ჯარი.

 

წყარო:ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button