საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტები

წარმოგიდგენთ რამდენიმე უცნაურ მუსიკალურ ინსტრუმენტს და მათზე ინფორმაციას…

მინის არმონიკა

ეს ინსტრუმენტი 1761 წელს ბეჯამენ ფრანკლინმა გამოიგონა. მინის არმონიკა (Armonica) იყო ერთ-ერთი მისი საუკეთესო გამოგონება. სიტყვა “Armonica” იტალიური სიტყვაა და ნიშნავს ჰარმონიას. მის ასაჟღერებლად გამოიყენება იგივე პრინციპი, როგორიც სველი თითით ღვინის ჭიქის კიდეზე ტრიალია. ინსტრუმენტის თითოეული თასი არის ინდივიდუალურად აწყობილი, ასე რომ მათ არ ჭირდებათ რომ იყვნენ წყლით სავსე, თუმცა დამკვრელის თითები მაინც უნდა იყოს დასველებული წყლით.მინის თასები აწყობილია ზომის მიხედვით და ერთანეთში ჩასმულია საცობით მეტალის ჯოხზე. ჭიქები ისეა გაკეთებული, რომ იტრიალოს მობზრიალე თვლით რომელიც დამაგრებულია ფეხის პედალზე.
მოცარტმა შექმნა ორი ნამუშევარი სპეციალურად მინის არმონიკასთვის.


ვიდეო:

ჰაპი დრამი(HAPI Drum)

ამ მეტალის ენიან საკრავზე დაკვრა ძალიან ადვილია. იგი გამოიგონა ჰანგ დრამმა. საკრავის ხმის მოსმენა შეგიძლიათ საიტზე HAPITONES.COM. ჰაპი დრამის ბგერა წამოიქმნება საკრავის რკინის ენის ვიბრაციით. როდესაც ენაზე სწრაფად და კარგად დაერტყმება ხელი ან ხის ჩაქუჩი, ის ვიბრირებს და გამოსცემს საკმაოდ კარგი ჟღერადობის ხმას.

ვიდეო:

აეოლიური ქარის არფა(Aeolian Wind Harp)

სხვა საკრავებისგან განსხვავებით, მას ადამიანის შეხება არ სჭირდება. იკვრება ქარის მიერ. ზოგჯერ საკრავს ჰარმონიულ არფასაც უწოდებენ. ქარის არფა წარმოიშვა ძველი საბერძნეთიდან და პოპულარული რენესანსის ხანაში გახდა. აეოლიური არფები ძალიან იშვიათი, ლამაზიინსტრუმენტებია, რომლებიც შექმნილია იმისთვის რომ “ქარმა დაუკრას”.

ბანდურა

საკრავი ბანდურა არის უკრაინული შექმნილი დვაით ნიუტონის მეირ. უკრაინული ბანდურა არის 36 სიმიანი, კაკლის ან ნაძვის ხისგან დამზადებული. ცნობილია XVI საუკუნიდან. დაკვრისას სიმებს არ ამოკლებენ ჟღერადობის გასაძლიერებლად, ხშირად ხმარობენ სპეციალურ პლექტრს.

კალიმბასი

კალიმბასი, ასევე ცნობილი როგორც ცერების პიანინო, არის აფრიკული საკრავი. მისი სახელი მომდინარეობს სხვადასხვა საკრავების დასახელებებიდან. საკრავი დამზადებულია სახლში გაზრდილი გოგრისგან და ასევე მაგარი მერქნისგან. თითოეული მათგანი გულმოდგინედ არის აწობილი ორი რიგი გასაღებებით, ოქტავის გარდა(ეს წინადადება ვერ გავიგე რას ნიშნავს :D). უმდაბლესი ნოტა არის საკრავის ცენტრში. რომ შეინახოთ იგი კარგად დაიცავით მზისგან და დადეთ მშრალ ადგილზე.

სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ!

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close