საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო მითები (ნაწილი II)

გამარჯობა, განვაგრძობ წერას მითებზე, რომლებიც ნამდვილად საინტერესოა…

1.ჭინკა – ერთ ქალს ბევრი შვილი ჰყოლია. ანგელოზს ჩამოუვლია მის კარზე. ქალს ბავშვები ძარაში დაუმწყვდევია, მხოლოდ სამი ბავშვი გამოუჩენია ანგელოზისთვის. ანგელოზს უთქვამს : ეს სამი გაგიზარდოს ღმერთმა, ის დანარჩენები დაფარული რომ გყავს, დაფარული იყვნენო, კაციშვილმა ვერ დაინახოსო. ანგელოზი რომ წავიდა, გადასწიეს ძარა და სადღა არიან ბავშვები, ჭინკებად იქცნენ და გაუჩინარდნენ. რადგან ჭინკები უჩინარნი არიან, არავინ იცის როგორ გამოიყურებიან. ხალხის რწმენით, ჭინკები სამ დღეს წყალში არიან, სამ დღეს – ცაში, სამ დღეს ბარში. არის ჭინკობის პერიოდი, რომელიც მაშინ დგება როდესაც თოვლი უნდა მოვიდეს და ამინდები გაფუჭდეს. მართალია ისინი ისეთი შემძლენი არ არიან რომ ცუდი ამინდები მოიყვანონ, მაგრამ მათი დადგომის მაცნენი არიან. ჭინკები ჩვეულებრივ დროს ცხენებს დასდევენ. საბალახოზე გაშვებულ ცხენებს ღამით მიეპარებიან, ფაფარს გამოუსკვნიან ისე, რომ ძნელად თუ ვინმე გახსნის. მოახტებიან მათ და მთელი ღამე დაქრიან. დილით გაოფლიანებულ ცხენებს პატრონი რომ ნახავს, იტყვის , ჭინკებს უჭენებიათო. ჭინკობის ღამეს გარეთ არავინ გავიდოდა, ჭინკა არ შემოგვახტეს ზურგრზეო. განსაკუთრებით უნდა მორიდებოდნენ გარეთ, გასვლას ჭინკობის თვეში დაბადებული ბავშვები. ჭინკა დაუძახებს და შეაშინებს, გააწვალებს და მხოლოდ მამლის ყივილისას გაანებებს თავსაო. ჭინკობის წინა ღამეს გამოკეტავენ ხოლმე, სასიმინდეს ან ბეღელს რკინით. რკინას ჭინკა ვერ ეკარება. ჭინკობის დღეს ჭურის თავზე ნაცარს დაყრიდნენ და ჭიქა ღვინოს დადგავდნენ, ჭინკა მოვა დალევს და სხვას არაფერს გააფუჭებსო. ჭინკებს განსაკუთრებით წმ. გიორგის ეშინიათ, ყველგან სადაც ჭინკის შესვლას ელოდნენ ჯვარს გამოსახავდნენ რადგან ჭინკებს ჯვრის ეშინიათ, ახლოს ვერ ეკარება. თუ ჭინკას ბალანი სადმე დავარდა და ადამიანმა ნახა ის ჭინკას მსახურად გაიხდის. ასე რომ ჭინკები საგულდაგულოდ უფრთხილდებიან საკუთარ ბალანს!

2.წყლის ძილი – წყალი ყოველ შვიდ წელიწადს ერთხელ იძინებს: ამ დროს ჩერდება წისქვილი. ამ დროს ადამიანმა წყალში უნდა ჩაყოს ხელი და რაიმე ინატროს, უსათუოდ შეუსრულდება. მაგრამ ძნელად თუ ვინმე მოასწრებს დაძინებულ წყალში ხელის ჩაყოფას: წყლის ძილი ერთ წამს გრძელდება. არის თქმულება : ერთ მეწისქვილეს წისქვილი უბრუნავდა, პურს ფქვავდა, უცებ ხედავს, დოლაბმა ტრიალი შეწყვიტა, დადგა წისქვილი. იფიქრა ღარში რაგაც გაიჭედაო. აიღო ნიჩაბი და როგორც კი წყალში ჩადო იმ წამსვე ოქროდ იქცა ნიჩაბი და მისი ხელები რასაც კი შეეხებოდა ოქროდ აქცევდა. ხელმჭიფემ კი ის მოაკვლევინა , ის თუ ყველაპერს შეეხო ოქრო გაუფასურდებაო და ყველაფერს თუჯის ფასი ექნებაო ამიტომაა დგეს ოქრო ძვირი და თუჯი ხშირი.

3. ხარი და ირემი – ღმერთმა ადამიანი რომ გააჩინა დაიწყო იმაზე ფიქრი , თუ რომელი პირუტყვი გამოადგებოდა ადამიანს. დაუძახა ირემსა და ხარს და უბრძანა: გაიქეცით და ვინც უფრო მალე გადაურბენთ ცას იმას დავასაჩუქრებო. ირემმა დაჰკრა ქუსლი და გაფრინდა, უნდოდა ხარისთვის ეჯობნა. მაგრამ დიდი სირბილისგან გაიბერა ირემი და მოკვდა. ცახე მხოლოდ მისი ნაკვალევი დარჩა, რომელსაც ირმის ნახტომი ჰქვია. ხარი კი დინჯად წავიდა ცოხნით, გვიან მიაღწია, მაგრამ მაინც მივიდა. ხარის ნაკვალევიც დააჩნდა ცას, რომელსაც ხარის ნავალი ეწოდება. ამის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ხარი, დალოცა და მას აქეთ ხარს აწევს ადამიანის შენახვის ტვირთი.

4. ჯაუნართ სასჯელი – ლაკათხევში ცხრა ძმა ჯაუნარებს უცხოვრიათ. ისეთი გაუბუდაყელებულები ყოფილან, რომ საღმრთო მაღალთან (სალოცავთან) ციხის აშენება გადაწყვიტეს, დაუწყიათ შენება და როცა ამთავრებდნენ, ერთი შემოვლა გვაკლიაო! – დაუძახა ერთ-ერთ ძმას. – მალე გაგისწორდებით, საღრმრთოო! ეს იყო და , განრისხებულ საღმრთოს მეხი დაუკრავს, დაუნგრევია ნაშენებიც და მათთან ერთად ქვეშ მოუყოლებია რძლები. მეცხრე რძალი ფეხძიმედ ყოფილა და სოფელში დარჩენილა. ამ დროს ეს ამბავი რომ მოხდა, წყაროზე იყო და ბავსშვი იქ გასჩენია. ამის გამო ბავშვისთვის წყარუა დაურქმევიათ. მისგან მოდიან ლაკათხეველი წყარუაშვილები!

5.ხედენიში – თურმე ერთ დროს ხედენიშში ღვინიძთ წვიმდა და თეთრი პურით თოვდა. მაგრამ ერთ უგუნურ დედაკაცს ხედენიშობას ეს ადგილი ბავშვისთვის წაბილწინებია, ამაზე ხატი გაჯავრებულა და მიწაში ჩასულა. ხალხს იქაურობა გადაუთხრია ხატის საპოვნელად, მაგრამ ვერ უპოვნიათ. ბოლოს, ხატს მიწიდან ამოუძახნია: ნუ დაშვრებით, რამდენჯერაც დაჰკრავთ ბარს იმდენჯერ მიწის სიღრმეში ჩავდივარო. ამ ნათხარს ,, გორაის ტბას” უწოდებენ და დღესაც უჩვენებნ, ხედენიშის წმინდა გიორგის სალოცავში ოც მკათვეს დიდი ხატობა იმართებოდა.

მადლობთ ყურადღებისთვის!

წყარო: ენციკლოპედიები

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close