გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე ცნობილი ბრენდები

როგორ დაიპყრეს მათ ბაზარი? რატომ ირჩევს ხალხი ამ პროდუქტს? და რამდენად პოპულარულები არიან ისინი? მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდები და მათი განვითარების ისტორია.

სიაში პირველი არის სნიკერსი. პირველი სნიკერსი გამოვიდა 1930 წელს, ის წარმოადგინეს, როგორც საჭმლის ერთი პორციის შემცვლელი, მაგრამ მომხმარებელმა ეს არ მიიღო სერიოზულად. სარეკლამო აგენტები საკმაოდ ჭკვიანები აღმოჩნდნენ და სნიკერსი წარუდგინეს ახალგაზრდებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით შეჭამდნენ შოკოლადს, წვნიანისა და სხვა მსგავსი საკვების ნაცვლად.

სპირტიანი სასმელი – დიუარი.
ბრენდი, რომი და ჯინი იყო ძალიან პოპულარული ლონდონში. ვისკის დამზადება რთული პროცესია. ტომას დევომ, დიუარის თანადამფუძნებელმა შეიმუშავა საოცარი სტრატეგია. მან დაიქირავა ყალბი მყიდველები, რომლებიც მიდიოდნენ ბარებში და სვამდნენ დიუარს, რამაც ეს ბრენდი საკმაოდ პოპულარული გახადა.

სიაში შემდეგი არის პეპსი. თავად ხრუშჩოვი უკეთებდა რეკლამას ამ სასმელს. 1959 წელს ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა სტუმრად დაპატიჟა ხრუშჩოვი და პეპსით გაუმასპინძლდა, ამის შემდეგ ამ ამბის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა. ამ სურათებით იყო აჭრელებული გაზეთები და სარეკლამო ბილბორდები დიდი ხის განმავლობაში.

სიგარეტი პარლამენტი. ცნობილი სიგარეტის რეკლამირებისთვის საკმაოდ საინტერესო მეთოდი გამოიყენეს. თავდაპირველად მისი ფასი ბევრად დაბალი იყო მისი მთავარი კონკურენტის მალბოროს ფასთან შედარებით, და გაყიდვებიც საკმაოდ მოკრძალებული იყო. პარლამენტი გადიოდა იაფ კატეგორიაში. ერთი წლის შემდეგ კი მისი ფასი საგრძნობლად აწიეს და სიგარეტი ბევრად პოპულარული გახდა.

გინესის რეკორდების წიგნი. ეს წიგნი ითვლება ყველაზე პოპულარულად ბიბლიის შემდეგ. იგი გამოიგონა სერ ჰიუ ბივერომ, ლუდსახარში გინესის დირექტორმა. 1954 წელს, ვახშამზე, ჰიუ ბივერი შეეკამათა ერთ-ერთ სტუმარს, რომელი უფრო სწრაფად დაფრინავდა გარეული იხვი თუ შოტლანდიური როჭო. ეს კამათი დებატებად იქცა. ამის შემდეგ ჰიუ ბვერმა გადაწყვიტა შეექმნა წიგნი რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ოფიციალური ინფორმაციები სხვადასხვა სფეროში. და 1955 წლის 27 აგვისტოს ყველაფერი მზად იყო პირველი წიგნის გამოსაშვებად, რომელიც 198 გვერდისგან შედგებოდა. წიგნის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა, მისი გამოსვლის შემდეგ ბესტსელერად იქცა დიდ ბრიტანეთში და საკმაოდ დიდი შემოსავალი მოიტანა.

სიგარეტი ქემელი.
ქემელი პირველად გამოვიდა 1913 წელს და ერთ-ერთი პირველია ამერიკულ სიგარეტებს შორის. აქლემი იყო არა მხოლოდ ნათელი სურათი, არამედ შესანიშნავი შესაძლებობა მარკეტინგული ინოვაციებისთვის. კომპანიამ გადაწყვიტა ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი. მათ გაზეთში გამოაქვეყნეს განცხადება “აქლემები”, რამდენიმე კვირის შემდეგ განცხადება განახლდა “მალე აქლემები აქ იქნებიან!”, ხოლო შემდეგ “ხვალ აქლემები აქ იქნებიან!”. მეორე დილით დაინტრიგებულმა ამერიკელმა მოსახლეობამ წაიკითხა “სიგარეტი Camel აქაა!” და ბაზარზე გამოჩნდა ახალი სიგარეტი.

ნესტლე. ნესტლეს ორიგინალური ლოგო, რომელიც ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში იყო ასეთი: ბუდე რომელშიც იყო სამი ბარტყი და მათი დედა. კომპანიის დაფუძნებელმა ანრი ნესტლემ გამოიყენა ოჯახური ლოგო. ითვლებოდა, რომ ტრადიციული ოჯახის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო: მშობლები და სამი შვილი. მოგვიანებით, დაახლოვებით მეოცე საუკუნის შუა რიცხვებში, ტრადიცია შეიცვალა და შესაბამისად შეიცვალა ლოგოც.

Red Bull. როდესაც რედ ბული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გამოჩნდა ბაზარზე მთავარ კონკურენტებად ითვლებოდნენ Coca-Cola, pepsi, molson, labatt და Anheuser-Busch. ამ ბრძოლაში კოკა-კოლამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ დიტრიხ მატეშიცმა გადაწყვიტა გადაედგა სახიფათო ნაბიჯი. მან გააორმაგა ფასი და არა მარტო სასმელების თაროებზე არამედ სხვა პროდუქციის თაროებზეც დააწყო იგი. ამის გარდა, სტუდენტებს უფასოდ ურიგებდნენ რედ ბულს. Red Bull-ი განსაკუთრებით პოპულარული იყო კოლეჯებში, მოგვიანებით ეს სასმელი შეაზავეს არაყთან, ასე დაიბადა ახალი და საკმაოდ პოპულარული ბრენდი.

ფეხსაცმელი Timberland. 1980 წელს კომპანია ტიმბელენდს მძიმე დრო ედგა. ამ კომპანიამ გამოუშვა ფეხსაცმელი ძალიან დაბალ ფასად, მათ მომხმარებელს შესთავაზეს საუკეთესო ხარისხი და შესანიშნავი ფასი, მაგრამ პოპულარობა არსად ჩანდა. ამის შემდეგ მათ იპოვეს საკმაოდ მარტივი გამოსავალი, სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად მათ საკუთარი პროდუქციის ფასი მკვეთრად გაზარდეს. გაყიდვები მალევე გაიზარდა. დევიდ ოგილვიმ განაცხადა: “რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო ხარისხიანი ჩანს პროდუქტი მყიდველის თვალში”.

ჩუპა-ჩუპსი. ჩვეულებრივ, როდესაც ბავშვი ჭამს კანფეტს მას ხელები უტკბილიანდება. კომპანია ჩუპა ჩუპსმა იპოვა გამოსავალი და გამოუშვა კანფეტი რომელიც ჯოხზეა დამაგრებული.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close