გასართობისაკითხავისასარგებლო

გავრცელებული მითები ადამიანის სხეულის შესახებ

ჩვენი სხეულის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ყოველივე ეს სიმართლეა? ჩვენ ბევრი რამ ვიცით სხვადასხვა ისტორიებიდან, ჩვენი წინაპრებისგან, სკოლიდა, მაგრამ ეს წყაროები ყოველთვის სანდო არ არის. ამ პოსტში მოგითხრობთ 10 გავრცელებულ მითზე ადამიანის სხეულის შესახებ, რომლებიც იმედი მაქვს გაგაოცებენ.

მითი I : ითვლება რომ, უმჯობესია მთვარეულები არ გამოვაღვიძოთ, რადგან მყისიერმა გაღვიძებამ შესაძლოა ფსიქიკური დარღვევები გამოიწვიოს. სინამდვილეში ამ მითს შეცდომაში შეყავს ადამიანი, გაცილებით დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს მთვარეულს, როდესაც ის კარის კუთხეს ან რაიმე მყარ საგანს დაეჯახება. მთვარეულის გაღვიძება უნდა მოხდეს ნელა, ამის შემდეგ იგი კვლავ უნდა დაბრუნდეს საწოლში.

მითი II : თუ ვიბანავებთ ცივი წყლით – გავცივდებით. ამ ფაქტის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რათქმაუნდა ვირუსები ყველაზე მეტად ზამთარშია გავრცელებული, დაბალი ტენიანობის პირობებში, მაგრამ გრიპის შეხვედრის ყველაზე დიდი ალბათობა შენობებშია სადაც ხალხია. ერთადერთი რაც შეუძლია ცივ წყალს არის ის, რომ ამცირებს იმ ინფექციებთან შეწინააღმდეგების უნარს, რომელიც უკვე ორგანიზმშია.

მითი III : ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მისი თმა და ფრჩხილები აგრძელებს ზრდას. ეს სრული სიცრუეა, სინამდვილეში, სიკვდილის შემდეგ ადამიანის კანი შრება და იკუმშება, რის შემდეგაც თმა და ფრჩხილები ბევრად გრძელი ჩანს.

მითი IV : თუ ადამიანი მოიპარსავს თმას, მის ადგილას უფრო მსხვილი და მუქი თმა ამოვა. კიდევ ერთი სიცრუე: გაუპარსავი თმა წვრილდება, ამიტომაც ჩანს ბევრად თხლად, ვიდრე გაპარსვის შემდეგ ამოსული თმა. გარდა ამისა, მზის სხივების გავლენით თმა ღიავდება დროთა განმავლობაში და ამიტომაც ჩანს გაპარსვის შემდეგ ამოსული თმა ბევრად მუქი.

მითი V : თმის დაყოფილი ბოლოების მკურნალობა შესაძლებელია შამპუნით და კონდიციონერით. თმის დაყოფილი ბოლოებისგან “თავის დაღწევა” შეუძლებელია თუ მას არ შეიჭრით. კარგ შამპუნსა და კონდიციონერს შეუძლია მხოლოდ დაიცვას თმა, მაგრამ ვერანაირად ვერ შეაერთებს თმის ბოლოებს.

მითი VI : მამაკაცები ყოველ 7 წამში ერთხელ ფიქრობენ სექსზე. ეს რომ სიმართლე იყოს შეუძლებელი იქნებოდა მამაკაცმა კონცენტრირება მოახდინოს აუცილებელ თემებზე, როგორიცაა სამუშაო და სხვა მრავალი რამ. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის, და მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს მოსაზრება ძალიან გადაჭარბებულია.

მითი VII : ენის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა გემოს შეიგრძნობენ. იდეას იმის შესახებ, რომ ენაზე არსებული რეცეპტორები სხვადასხვა გემოს შეიგრძნობდნენ, ზოგი – მწარეს, ზოგი – ტკბილს და ა.შ , ათწლეულების მანძილზე განიხილებოდა, მაგრად სიცრუე აღმოჩნდა. ნებისმიერი ადგილი ენაზე იმავე გემოს გრძნობს, როგორსაც სხვა ადგილი.

მითი VIII : ადამიანი საკუთარი ტვინის 10%-ს იყენებს. 1800 წელს ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა მეტაფორულად გამოიყენა იდეა ტვინის 10%-ის შესახებ. ეს იდეა არასწორად აიტაცეს, თითქოს ტვინის დანარჩენი 90% საერთოდ არ “მუშაობს”. სინამდვილეში ეს 10% შედგება ტვინის იმ ნაწილისგან, რომლის გარეშეც, დანარჩენ 90%-ს მუშაობა არ შეუძლია.

მითი IX : შაქარი ბავშვებს ხდის ჰიპერაქტიურებს. ეს ნამდვილად არაა სიმართლე! ჩატარდა 12 მასშტაბური ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არანაირი კავშირი ბავშვის ქცევასა და შაქრის მოხმარებას შორის. კვლევა ჩატარდა შაქრით, კანფეტებით, შოკოლადით და შაქრის სხვა ბუნებრივი წყაროებით. კვლევის დროს, მათზეც კი, ვიზეც ითვლებოდა რომ შაქრის მიმართ მგრძნობიარე იყო, შაქრის მიღებას ქცევაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

მითი X : მეჭეჭი შეიძლება გამოვიდეს ცხოველთან შეხების შემდეგ. ადამიანის მეჭეჭები გამოწვეულია ვირუსით, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ადამიანებზე – პაპილომა(pappiloma). არცერთ ცხოველს შეუძლია ადამიანს გაუჩინოს მეჭეჭები, მითუმეტეს – გომბეშოს.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close