სასარგებლო

ვიპოვოთ დამალული შესაძლებლობები Mozilla Firefox-ში

Mozilla Firefox-ს აქვს ბევრი დამალული შესაძლებლობები მის “about:” გვერდებში. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ყოველ კონკრეტულ გვერდზე ამისათვის კი მისამართების ველში უნდა ჩაწეროთ about: და კონკრეტული გვერდის სახელი ამ გვერდების სახელების გაგება შესაძლებელია About:About მისამართიდან.
About:About

About:About გვერდი არის Mozilla Firefox-ის About გვერდების საწყისი. თქვენ შეგიძლიათ დაკლიკოთ ნებისმიერ ლინკს და გამოიკვლიოთ მისი ფუნქციები.

About:Mozilla

About:mozilla გვერდი მოიცავს ლექსის მონაკვეთს Mozilla-ს წიგნიდან.

არის ასევე Mozilla-ს მთლიანი წიგნი, მაგრამ წარსულში აქ სხვა ლექსის მონაკვეთები იყო ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ იხილოთ აქ. about:mozilla გვერდი პირველად გამოჩნდა 1994 წელს Netscape ბრაუზერში. წიგნი მოგვითხრობს Netscape-სა და Internet Explorer-ს შორის ბრძოლის შესახებ და თუ როგორ წარმოიშვა Netscape-ის ნარჩენებიდან Firefox-ი (ორიგინალური სახელწოდებით Phoenix).

About:Config
About:config გვერდი გაძლევთ საშუალებას იხილოთ და შეცვალოთ ყველა სახის კონფიგურაცია და შესაძლებლობები რაც არ არის წარმოდგენილი მომხმარებლის ინტერფეისში.

Firefox-ი გვაფრთხილებს და ამისათვის მიზეზიც არსებობს(შესაძლებელია დააზიანოთ ბრაუზერი, დაირღვეს სტაბილურობა, დაცვა და სხვა), რადგანაც თქვენ არ უნდა შეცვალოთ არაფერი თუ რათქმაუნდა ამ საქმის არ გაგეგებათ.

გვერდი მოიცავს ძიებად კონფიგურაციების ჩამონათვალს. ზოგიერთი კონფიგურაცია დამალულია და არ გამოჩნდება მანამ სანამ ჩამონათვალში არ შექმნით სათანადო სახელის მქონე კონფიგურაციას.

About:Robots

ჩაწერეთ About:robots Firefox-ის მისამართის ველში რათა მიიღოთ ინფორმაცია რობოტების შესახებ (მოიცავს რობოტების პოპულარულ გამონათქვამებს და სხვა მსგავსს).

About:Crashes
თუ თქვენს Firefox-ს მოსვლია Crash ანუ ქონდა ხარვეზი თქვენ იხილავთ ყველა შეტყობინებას ამის შესახებ About:crashes გვერდზე.

თუ თქვენ იბრძვით და ვერ იპოვეთ ხარვეზის გამომწვევი პრობლემა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იგი ამ გვერდზე და მოიძიოთ ინფორმაცია ხარვეზის შესახებ გუგლში.

About:Credits

About:credits გვერდი მოიცავს ყველა იმ ადამიანთა ჩამონათვალს, რომლებმაც შეიტანეს წვლილი Firefox-ის განვითარებაში დღემდე დაწყებული დეველოპერებიდან, ტესტერებიდან და დამთავრებული საიტის დიზაინერებით. დიდი მადლობა ყველას.

გვერდი რომელიც About:about-ში არ არის წარმოდგენილი არის About:blank ცარიელი გვერდი. ის სასარგებლოა თუ თქვენ გინდათ საწყის გვერდად ცარიელი გვერდი დააყენოთ, როდესაც გახსნით Firefox-ს.

 

შენიშვნა ავტორს:
ფოტოები ზომაში მაქსიმუმ 600 პიქსელი უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს წარწერაც www.ucnauri.com. ამ წესის დარღვევით გაკეთებული თქვენი შემდეგი პოსტები აღარ გამოქვეყნდება.

თეგები
Close
Close