საკითხავისასარგებლოსურათები

ვეშაპებზე ნადირობა ფარერის კუნძულებთან

ყოველ წელს, ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე ფარერის კუნძულებთან ზღვა ხდება წითელი. წყალი წითლდება ასობით ვეშაპის სისხლით, რომლებსაც ხოცავენ ადგილობრივი მაცხოვრებლები 22 ნოემბერს ვეშაპებზე ნადირობის ყოველწლიურ ფესტივალზე რომელსაც ქვია Grindadrap. ვეშაპების ხოცვა არ არის კომერციული მიზნებისთვის – ვეშაპის ხორცის გაყიდვა არ შეიძლება, ხორცს თანაბრად ინაწილებს კუნძულის მოსახლეობა. მონადირეები ვეშაპებს მიერეკებიან სანაპიროსკენ, სადაც ისინი ეჯახებიან კლდეებს და ზღვა იღებება წითლად. ყოველივე ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადგილობრივებს.

ფარერის კუნძულები არის ავტონომიური ოლქი დანიის შემადგენლობაში, სადაც ვეშაპებზე ნადირობა კანონით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებს არ ეკრძალებათ ვეშაპების ხოცვა, ამიტომაც ყოველწლიურად იმართება ეს “ფესტივალი”. ვეშაპის ხორცი და ქონი საუკუნეების მანძილზე იყო ადგილობრივი მაცხოვრებლების კვების რაციონის ძირითადი საკვები.

მიუხედავად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის კრიტიკისა, აქ მაინც ყოველწლიურად ნადირობენ ვეშაპებზე, რომლის დროსაც დაახლოვებით 1000 ინდივიდი იღუპება.

მადლობა ყურადღებისთვის!

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close