არქივი

ვიპოვოთ დამალული შესაძლებლობები Opera-ში

Opera
Opera-ს გააჩნია დამალული შესაძლებლობები, რომლებიც არ არის გამოტანილი მომხმარებლის ინტერფეისზე. შესაძლებლობები არის შიდა გვერდებზე რომელშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ Opera:”გვერდის სახელი”-ს ჩაწერით მისამართების ველში. Opera-ს არ გააჩნია გვერდი რომელიც მოიცავს ყველა შიდა გვერდის სახელებს ამიტომაც უნდა დავაყენოთ საჭირო Addon თუ გვინდა, რომ ვნახოთ ამ გვერდების ლისტი, რომელიც დაყენების შემდეგ მარჯვენა მაღლა კუთხეში გამოჩნდება.screenshot 013 სურათზე ვხედავთ სწორედ ამ ღილაკს, რომელიც მოიცავს ყველა დამალულ ფუნქციებს.

Opera:Config

opera:config მოიცავს ბევრ დამალულ ფუნქციებს, რომლებიც შეგვიძლია გავმართოთ სურვილისამებრ. გვერდი აღჭურვილია ძიების შესაძლებლობით, რომლითაც მალე იპოვით საჭირო ფუნქციას მაგალითად ჩვენს შემთხვევაში Bittorent.
screenshot 033

 

Opera:Plugins

opera:plugins გვერდი გვიჩვენებს ყველა პლაგინს, რომელიც გვიყენია ბრაუზერზე. პლაგინის წაშლის გარეშე თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ ის “Disable” ღილაკით.

screenshot 121

 

Opera:History და Opera:History-ს ძიება

opera:history გვერდი სხვაგვარად გვიჩვენებს თქვენი ბრაუზერის ისტორიას. იგი გაძლევთ საშუალებას მოიძიოთ ბრაუზერის ისტორია

screenshot 063

 

Opera:Cache

Opera:Cache გაძლევთ საშუალებას ნახოთ თქვენი მიმოხილული საიტების ფაილები
screenshot 072
მონიშნეთ კონრეტული საიტი რათა ნახოთ მისი შენახული ფაილები ან შეინახოთ ისინი.
screenshot 083

 

Opera:Drives

opera:drives გვერდი გაძლევთ საშუალებას მიმოიხილოთ თქვენი ლოკალური ფაილების სისტემა ოპერიდან გაუსვლელად ბრაუზერის ინტერფეისით.

screenshot 102

 

Opera:MemDebug, Opera:WebStorage და Opera:WebDatabases

opera:memdebug გვერდი გვიჩვენებს ბრაუზერის მეხსიერების გამოყენებას. opera:webstorage და opera:webdatabases გვიჩვენებს საიტებს რომლებიც იყენებენ Opera-ს ქსელის საწყობის და ქსელის დატაბაზის შესაძლებლობებს.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button