სასარგებლო

ვიპოვოთ დამალული შესაძლებლობები Opera-ში

Opera
Opera-ს გააჩნია დამალული შესაძლებლობები, რომლებიც არ არის გამოტანილი მომხმარებლის ინტერფეისზე. შესაძლებლობები არის შიდა გვერდებზე რომელშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ Opera:”გვერდის სახელი”-ს ჩაწერით მისამართების ველში. Opera-ს არ გააჩნია გვერდი რომელიც მოიცავს ყველა შიდა გვერდის სახელებს ამიტომაც უნდა დავაყენოთ საჭირო Addon თუ გვინდა, რომ ვნახოთ ამ გვერდების ლისტი, რომელიც დაყენების შემდეგ მარჯვენა მაღლა კუთხეში გამოჩნდება. სურათზე ვხედავთ სწორედ ამ ღილაკს, რომელიც მოიცავს ყველა დამალულ ფუნქციებს.

Opera:Config

opera:config მოიცავს ბევრ დამალულ ფუნქციებს, რომლებიც შეგვიძლია გავმართოთ სურვილისამებრ. გვერდი აღჭურვილია ძიების შესაძლებლობით, რომლითაც მალე იპოვით საჭირო ფუნქციას მაგალითად ჩვენს შემთხვევაში Bittorent.

 

Opera:Plugins

opera:plugins გვერდი გვიჩვენებს ყველა პლაგინს, რომელიც გვიყენია ბრაუზერზე. პლაგინის წაშლის გარეშე თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ ის “Disable” ღილაკით.

 

Opera:History და Opera:History-ს ძიება

opera:history გვერდი სხვაგვარად გვიჩვენებს თქვენი ბრაუზერის ისტორიას. იგი გაძლევთ საშუალებას მოიძიოთ ბრაუზერის ისტორია

 

Opera:Cache

Opera:Cache გაძლევთ საშუალებას ნახოთ თქვენი მიმოხილული საიტების ფაილები

მონიშნეთ კონრეტული საიტი რათა ნახოთ მისი შენახული ფაილები ან შეინახოთ ისინი.

 

Opera:Drives

opera:drives გვერდი გაძლევთ საშუალებას მიმოიხილოთ თქვენი ლოკალური ფაილების სისტემა ოპერიდან გაუსვლელად ბრაუზერის ინტერფეისით.

 

Opera:MemDebug, Opera:WebStorage და Opera:WebDatabases

opera:memdebug გვერდი გვიჩვენებს ბრაუზერის მეხსიერების გამოყენებას. opera:webstorage და opera:webdatabases გვიჩვენებს საიტებს რომლებიც იყენებენ Opera-ს ქსელის საწყობის და ქსელის დატაბაზის შესაძლებლობებს.

loading...
თეგები
Close
Close