სასარგებლო

14 თებერვალი, ვალენტინობა

ვალენტინის დღის აღნიშვნა სათავეს იღებს ძველი რომიდან
ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი [სწორედ მისი მეტსახელი იყო – ლუპერკი] ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. მაშინაც კი როდესაც ქრსიტიანობა ცნეს კიდევ დიდხანს აღნიშნავდნენ იმ ადგილას, სადაც ლეგენდის თანახმად მგელმა გამოკვება რომის დამაარსებლები რომულა და რემა მიდიოდნენ ამ წმინდა ადგილას და აღასრულებდნენ წესებს ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia – ს დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს მოსდევდნენ და ცემდნენ. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ, ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო, საგანგაშო იმდენად, რომ ქალები ასეთ აღვირახსნილ დღეს ყოველივეს ითმენდნენ, რადგან ოჯახები, რომლებსაც არ ყავდათ შვილები ან ცოტა შვილი ყავდათ დაწყვევლილებად ითვლებოდნენ. დღესასწაულის ბოლოდ კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ.
494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა. და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი მიიჩნევდა ამ დღეს სიყვარულის დღედ.

წმინდა ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს

 

წმინდა ვალენტინის დღის მისალოცი ბარათი, 1910 წელი
1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს” ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუკრეციის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს

მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მართმადიდებელი ერი ვართ, მაინც ვაქცევთ ამ დღესასწაულს ყურადღებას. პირადად მე მარტო სიყვარულის დღედ აღვიქვამ, და დიდი სიყვარულით მივულოცავ ჩემ საყვარელ ადამიანს და მინდა მთელი გულით გირჩიოთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენ სიყვარულს. შეიძლება ეს ერთადერთია. აგრძნობინეთ ერთმანეთს თუ როგორ გიყვართ. მადლობთ ყურადღებისთვის.

 

წყარო: wikipedia

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close