არქივი

საინტერესო ფაქტები ფეხბურთზე

4f242c4c6fb8

1. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე, თბილისის “დინამო” ლენინგრადის “სპარტაკს” სტუმრობდა. დინამოელთა მეკარე ამირან ტყებუჩავა გააძევეს და რადგან მაშინ შეცვლები აკრძალული იყო, კარში ფორვარდი ვიქტორ პანიუკოვი ჩადგა. პანიუკოვის კარში ორი პენალტი დაინიშნა, თუმცა ორივე გამოუყენებელი დარჩა – ერთი “მეკარემ” აიღო, მეორე კი კარს აცდა. და საინტერესოა, რომ კარში ჩადგომამდე პანიუკოვმა გოლიც გაუტანა მეტოქეს. ის შეხვედრა თბილისელაბმა 4:1 მოიგეს.

2.ცნობილი მომღერალი ხულიო იგლესიასი ახალგაზრდობაში საფეხბურთო კლუბ ”რეალ მადრიდის” კარს იცავდა. მისი საფეხბურთო კარიერა 20 წლის ასაკში დასრულდა, როდესაც ის ავტოავარიაში მოყვა. ესპანელი 3 წელი საავადმყოფოში იმყოფებოდა, იგი პარალიზებული იყო. მას მხოლოდ ხელები ემორჩილებოდნენ. იგლესიასმა ისწავლა გიტარაზე დაკვრა და შემდეგ ყველასათვის ცნობილ მომღერლად ჩამოყალიბდა.

3.ბრაზილიაში ერთ-ერთი მატჩის დროს ძლიერმა ქარმა პარაშუტისტები საფეხბურთო მოედანზე დასხა.ერთ-ერთი პარაშუტისტი მეკარეს დაეცა სწორედ იმ დროს, როდესაც ის ბურთის მოსაგერიებლად ემზადებოდა. შედეგად გოლი გავიდა და რაც ყველაზე უცნაურია, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეს გოლი ჩათვალა. ახსნა რა, რომ ამაში ზეციური ძალების ხელი ერია.

4. ფეხბურთი ოფიციალურად 6 ქვეყანაშია აკრძალული. მათ შორის ავღანეთში,კამბოჯასა და გრენლანდიაში.

5. ყველაზე არადისციპლინირებული მატჩში ფეხბურთში გაიმართა დიდ ბრიტანეთში- 1969 წლის 3 ნოემბერს. ტოტენჰემის ახალგაზრდულ კლუბსა და ”ხაო-ლის” შორის. მთავარ არბიტრს მოედანზე მყოფი 22-ივე ფეხბურთელის დასჯა მოუწია. მათგან რამდენიმე მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

6.იტალიის ქალაქ ასტში, ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩში ფეხბურთელმა თავისდაუნებურად არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მასკიომ იმდენად ძლიერად სცადა ბურთისთვის ფეხის დარტყმა (ბურთს ააცილა), რომ მინდორი ამოთხარა, შედეგად ფეხიც მოიტეხა. საფარველის შესწავლის შემდეგ კი იმ ადგილას სადაც ფეხბურთელმა ფეხი დაიზიანა, აღმოაჩინეს ისტორიული ღირებულების ჩონჩხი. მართალია მასკიო საავადმყოფოს ვერ ასცდა, მაგრამ სამაგიეროდ მიიღო ფულადი ჯილდო ”არქეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”

7. 2005 წელს გამართულ ინგლისის თასის ფინალში, სტადიონზე დაფიქსირდა რეკორდული ხმაური, რომელიც ლივერპულის გულშემატკივრებს ეკუთვნით. ლივერპულელი რიისეს გატანილი გოლი ჩელსის კარში, აღმოჩნდა მიზეზი ახალი რეკორდის დამყარებისა. ეს ფაქტი გინესების რეკორდის წიგნში იქნა შეტანილი. მერსისაიდელებამდე რეკორდი სომხური კლუბის ”დენვერ ბრონკოს” გულშემატკივრებს ეკუთვნოდათ.

8. საფეხბურთო ისტორიაში ცნობილია 2 ფაქტი, როდესაც შეხვედრის არბიტრებმა საკუთარ თავს უჩვენეს წითელი ბარათები. პირველი იყო ენდი უეინი, რომელიც სჯიდა ”პიტერბორო ნორტ ენდი-როიალ მეილის” მატჩს.მან საკუთარი თავი გააგდო მეკარესთან შესაძლო კამათის არიდების მიზნით, და მეორე გახლავთ მელვინ სილვესტრი, რომელმაც წიითელი ბარათით თავი ფეხბურთელთან შეკამათების შემდეგ ”დაიჯილდოვა”

9. იტალიელმა კიპერმა გროსსომ თამაშის დროს შეხვედრის არბიტრს სათვალეების ტარება ურჩია. მსაჯმა ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და მეკარე მოედნიდან გააძევა. სადისციპლინო კომიტეტის განხილვაზე აღმოჩნდა, რომ გროსსოს არა შეურაცხყოფა არამედ მართლაც რჩევა მიუცია არბიტრისათვის. საქმე ის გახლავთ, რომ კიპერი ფლობდა ოპტიკის მაღაზიას და არბიტრს მართლაც აღმოაჩნდა მხედველობის პრობლემები. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. სადისციპლინო კომიტეტმა გააუქმა გროსსოს სასჯელი.

10. 1891 წელს ირლანდიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯონ პენალტიმ წამოაყენა იდეა თერთმეტმეტრიანის დარტყმაზე, იმ შემთხვევაში თუ საჯარიმოში წესები მეტოქე ფეხბურთელების მხრიდან განგებ იქნებოდა დარღვეული. პირველი ასეთი დარტყმა ირლანდიის საფეხბურთო ლიგაში განახორციელეს. მას შემდეგ თანამედროვე ფეხბურთში ამ დარტყმას პენალტს ეძახიან.

11. ლეგენდარული ესპანელი მეკარე რიკარდო ზამორა დღეში ზოგჯერ 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა. მეტიც, ტაიმებს შორის ორი-სამი ღერი ჩვეულებრივი “ულუფა” იყო და ხშირად, აბაზანაშიც არ იშორებდა პირიდან. არადა, სხვა მხრივ, ზამორა სპორტსმენის მაგალითი გახლდათ – თამაშის მაღალ კლასს რომ თავი დავანებოთ, ყოფაქცევითაც გამოირჩეოდა. და ამდენი სიგარეტის “შთანთქვის” მიზეზს რომ ეკითხებოდნენ, ასე პასუხობდა: “ნერვებს მიმშვიდებს”.

12. საფეხბურთო შეძახილი ”ოლე ოლე ოლე”  ესპანეთიდან იღებს სათავეს. ესპანელები სიტყვა  ”ოლეს”  კორიდაზე ან ფლამინგოს ცეკვაზე სკანდირებდნენ. თავად ესპანეთში კი,  იგი, სიტყვა ”«ალაჰის» ტრანსფორმაციით გაჩნდა, რომელსაც მერვე საუკუნეში, ესპანეთის დამპყრობელი არაბები ლოცვებში ახსენებდნენ.

13. ირლანდიელი თავდამსხმელი ტონი კასკარინო გეხსომებათ. ის ირლანდიის ნაკრების ისტორიაში მესამე ბომბარდირია, თამაშობდა სხვადასხვა ძლიერ კლუბებში, მათ შორის, ფრანგულ “მარსელშიც”. 19 წლის რომ იყო, კასკარინო ერთ-ერთმა ირლანდიურმა კლუბმა “ჯილინგემს” მეტალოპლასტმასის სამი ფანჯრის სანაცვლოდ მიჰყიდა… რა იცოდნენ, ვის ჰყიდიდნენ…

14. 1983 წლის მიწურულს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთი მალტას მასპინძლობდა და 11 ბურთის სხვაობით უნდა მოეგო, რათა ფინალურ ეტაპზე გასულიყო. სხვა შემთხვევაში, ჰოლანდია გავიდოდა. პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში ესპანელებმა 10 უპასუხო ბურთი გაიტანეს და გეგმა შეასრულეს – 12:1. რა თქმა უნდა, ამას ჰოლანდიელთა პროტესტი მოჰყვა და უეფამაც მატჩის ვიდეოფირი ნახა, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. დადიოდა ხმები, რომ მალტელ ფეხბურთელებს მეორე ზაფხულს მარბელიას კურორტზე უფასო დასვენების საშუალება მისცეს.

15. ყველაზე ახალგაზრდა კომენტატორი ფეხბურთის ისტორიაში: ეს გახლდათ ბრაზილიელი გაბრიელ ფერეირა, რომელმაც 2003 წელს 10 წლის ასაკში წაიყვანა “ფლუმინენსე”-“ბოტაფოგოს” რადიორეპორტაჟი.

16. დედამ ბავშვი შობა უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას. 60-იან წლებში “სტოკი” “არსენალს” მასპინძლობდა და დამხვდურთა გუნდის ერთ-ერთ ფანს მეუღლეც წამოყვანილი ჰყავდა, რომელიც ტრიბუნებზე ამშობიარეს. მატჩის შემდეგ, ბავშვის დედას ბურთი აჩუქეს, რომელსაც შესვედრაში მონაწილე ფეხბურთელთა და მსაჯებთა ავტოგრაფები ამშვენებდა. პლუს, 50 ფუნტიც მისცეს. “სტოკის” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვს გარანტირებული ჰქონდა გუნდის საშინაო და გასვლით მატჩებზე უფასო დასწრება. მართლაც ასეა: ედი ჰარფორდს ფეხბურთის სიყვარული მშობლებისგან გამოჰყვა და სტოკელთა თამაშებს არ აცდენს.

17. გაგიგიათ ჰეთ-თრიქი 1 წუთისა და 50 წამის ინტერვალში? სწორედ ეს დრო მოანდომა არგენტინული “ინდეპენდიენტეს” თავდამსხმელმა ნიკოლა მალიონიმ “ხიმნასია და ესგრიმას” კარში სამი გოლის გატანას. ეს რეკორდია, რომელიც 1973 წლის 18 მარტს დამყარდა. მალიონიმ გოლები 32-ედან 34-ე წუთამდე შეაგდო.

18. აი, “ლივერპულის” ლეგენდა რობი ფაულერს კი 4 წუთი და 33 წამი დასჭირდა ჰეთ-თრიქისთვის, ოღონდ, ეს მატჩის დაწყებისთანავე მოხდა. 1994 წელს ფაულერმა პირველ, მესამე და მეხუთე წუთებზე შეაგდო გოლები და იცით, ვის კარში?… “არსენალის”! ფაულერი იმ დროს 19 წლის გახლდათ.

19. თავისებური რეკორდი დაამყარა შვედური “იურგორდენის” მეკარე ტომას ჰანსონმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს არ შეხებია. ეს 1950 წელს მოხდა, მისმა გუნდმა კი 18:0 მოიგო. მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ ბურთი მცველმა შეიყვანა მეკარის ბაქნიდან. შესაძლოა, მსგავსი რამ სხვა დროსაც მომხდარა, თუმცა მხოლოდ ეს ერთია ისტორიაში შეტანილი.

ფაქტების ნაწილი აღებულია საიტიდან: www.worldsport.ge

tako17

student

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button