არქივი

სასამართლო Vs ფაუნა – გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

305f929f49ea
შუასაუკუნეების ბევრ საიდუმლოს,რთულად დასაჯერებელ ისტორიებსა და ბევრ ისეთ ფაქტს ინახავს რაც პირდაპირ რომ ვთქვათ ღიმილს და ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს ამ ფაქტების უშუალო განმახორციებელი საზოგადოების მიმართ.

e45cde71a02a

სწორედ შუასაუკუნეების ისტორიული ლაბირინთებში ხანმოკლე გზის გაკვლევის შემდეგ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სასამართლო პროცესებზე სადაც ბრალდებულის როლში ფაუნის წარმომადგენლები გვევლინებიან,ხოლო ბრალმდებლების,ვექილებისა და მოსამართლეების როლები ჩვეულებრივად ჰომო საპიენსს ეკავა(თუმცა საკითხავია რამდენად იყვნენ ეს ადამიანები განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომნი).

ამ პერიოდში ინკვიზიციას ევროპაში საკმაოდ ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული და არაერთი ადამიანი,რომელიც განსხვავებულად აზროვნებდა და მეცნიერულ პროგრესს აღწევდა ჯადოქრებად ცხადდებოდა და ცეცხლში გიზგიზებდა.ასე დაიკარგა არაერთი პროგრესულად მოაზროვნე და მოღვაწე.ყოველივეში ბნელი ძალების ძებნა–აი ეს იყო უდიდესი მანკიერება შუასაკუნეების ევროპისა,რომლის ფესვები უფრო შორს ისტორიის ლაბირინთებში მიიკვლევს გზას და არაერთ ისტორიკოსს უბნევს გზა–კვალს.ადამიანის წინააღმდეგ სასამრთლო პროცესები(მიუხედავად მათი არაობიექტურობისა) მაინც გასამართლებელია,ხოლო რაც შეეხება ცხოველთა სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ სასამრთლოს ეს უფრო სისულელე და იდიოტიზმია ვიდრესხვა რამ(ცხოველი და ადამიანი ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო–ეტყობა ამ აზრისგან საკმაოდ შორს იდგა ევროპული იურისპრუდენცია).

52c30cf10f54

როგორც ვთქვი ადამიანის დასჯის საკმაოდ გავრცელებული გზა იყო კოცონზე დაწვა,ხოლო ცხოველების წინააღმდეგ სხვდასხვა ღონისძიებებს მიმართავდნენ ომელთა უმეტესობა ოთხფეხათა(ორფრთიანთა თუ მრავალფეხათა) სიკვდილით სრულდებოდა.

განვიხილოთ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება–

–ძაღლს რომელმაც ავსტრიელი ჩინოვნიკი დაკბინა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 1 წელი და 1 დღე საკანში;
–თხა რომელიც სხვის მინდორში გემრიელად შეექცეოდა ბალახს ყურის გარეშე დატოვეს;
–ტახი რომელიც ადამიანს დაესხა თავს ცოცხალად დამარხეს.

ხშირ შემთხვევაში განსასჯელ ცხოველს ადამიანის ტანისამოსს აცმევდნენ და ამას იმით ამართლებდნენ,რომ სასამართლო პროცესი ისე უნდა გამართულიყო როგორც ადამიანების წინააღმდეგ.იყო შემთხვევა როცა ღორს მიუსაჯეს დინგის ამპუტაცია და ამის შემდეგ მის სახეს ამშვენებდა ადამიანის სახის მქონე ნიღაბი.აქ ჩანს რომ დამნაშავე ცხოველი ადამიანის დონეზე აიყვანეს,ხოლო ადამიანის წინააღმდეგ საპირისპირო ქცევას ჰქონდა ადგილი,რადგან დამნაშავე ჰომო საპიენსს შემოახევდნენ ხოლმე ტანსაცმელს და ხაზს უსვამდნენ,რომ ეს იყო ცხოველი(ეს ხდებოდა იშვიათად,თუმცა ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა).

ევროპული სამართლის ამ მხარეზე არაერთი ფაქტი შემოინახა ისტორიკოსმა ფრეზერმა,რომელიც თავის ერთ–ერთ ნაშრომში წერს:

„შუასაუკუნეების ევროპაში კანონის წინაშე ცხოველები ისევე აგებდნენ პასუხს როგორც ადამიანები.შინაურ ცხოველებს ასამართლებდნენ სასამართლოებში და სიკვდილით სჯიდნენ ბრალეულობის დამტკიცებისთანავე,ხოლო გარეულ ცხოველებს კი საეკლესიო სასამართლოები ასამართლებდნენ და სასჯელის ფორმა იყო განდევნა,დაწყევლა ან სიკვდილით დასჯა.ყოველი საქმის დროს ცხოველებს უნიშნავდნენ ადვოკატებს და სასამართლოს ყოველი ეტაპი კანონის ზუსტი დაცვით ტარდებოდა.საფრანგეთში მსგავსი სასამართლო პროცესები ტარდებოდა XII-XVIII საუკუნეებში.ბოლო პროცესი თარიღდება 1740 წლით და დამთავრდა ძროხის სიკვდილით დასჯით“.

საფრანგეთის ქალაქ მელენის არქივებში ინახება ცნობა ღორის წინააღმდეგ გამართუყლი სასამართლოს შესახებ ცნობები,კერძოდ დეტალიზებულია სასამართლოს ხარჯების შესახებ ინფორმაცია:ღორის გამოკვება–6 პარიზული გროში,ჯალათის გასამრჯელო 54 პარიზული გროში,ურიკის დაქირავება რომელმაც ღორი მიიყვანა ეშაფოტამდე–6 პარიზული გროში.

ec53ad1d4522

რუსულ არქივებში კი არსებობს რამდენიმე ცნობა,კერძოდ პავლე პირველის მეფობის დროს ტახს მიესაჯა გადასახლება ციმბირში.აი თურმე როდის ჩაისახა იდეა ციმბირში გადასახლებისა,რომელიც შემდეგ ადამიანთა წინააღმდეგ გამოიყენეს და არაერთმა ადამიანმა იწვნია მძიმე ხვედრი ციმბირული კატორღისა…

c86acb0e4c65

რამდენიმე საქმე დავასახელე და როგორც ხედავთ უმეტეს შემთხვევაში განსასჯელი როლში ღორები გვევლინება.საქმე იმაშია,რომ შუასაუკუნეების ევროპაში ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით ღორების ხროვას,რომლებიც ხშირად თავს ესხმოდნენ პატარა ბავშვებს და კლავდნენ.სწორედ ამის გამო ხშირი გახდა სასამართლო ღორების წინააღმდეგ.1573 წელს ფრანგი ჟან დიურე თავის ტრაქტატებში სწორედ ამის შესახებ ამახვილებს წერს–„ხშირი იყო ბავშვების სიკვდილიანობა და ზოგ შემთხვევაში მიზეზი ღორებისთავდასხმა იყო,ამის გამო კი ოთხფეხები მკაცრად აგებდნენ პასუხს და ხდებოდა მათი ეგზეკუცია ჩამოხრჩობით ან კოცონზე დაწვით“. საკვირველია,რომ იმაზე არავინ ამახვილებდა ყურადღებას,რომ ქუჩაში მოსეირნე ღორების პატრონებისათვის მკაცრად მოეთხოვათ პირუტყვის საკუთარ კარმიდამოში ყოლა”…

2ff008dcc02d

524c29fb1dbb

ზემოთ მოცემული ფაქტები უმეტესად საფრანგეთს შეეხება,ხოლო მეთხუტმეტე საუკუნის შვეიცარია საკმაოდ შორს წავიდა და ბრალდებულის სკამზე უკვე გამოჩნდნენ ბუზები,კალიები,თევზები,მუხლუხო და ა.შ. 1479 წელს ლოზანაში გაიმართა ხმაურიანი სასამართლო მუხლუხოების წინააღმდეგ,რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ბაღებს.ეს პროცესი 2 წელს გრძელდებოდა და საბოლოოდ მუხლუხოებს ქვეყნიდან გაძევება მიესაჯათ.საინტერესოა საზღვარს როგორ იცავდნენ და როგორ ხდებოდა მუხლუხოთა დეპორტზე კონტროლი.:))

დაგაინტერესათ? დადებითი პასუხის შემთხვევაში გაგრძელება იქნება…

წყარო: ჩემი ბლოგი(don-mindia.blogspot.com)

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button