არქივი

პოლიანდრია – მრავალქმრიანობა

b340eaceca31
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბერძნული სიტყვა ,,პოლიანდრია” ორი სიტყვის გაერთიანებით წარმოიშვა, ,,პოლი” ნიშნავს ბევრს, ხოლო ,,ანდრია” კი მამაკაცებს. ანთროპოლოგია განმარტავს, რომ პოლიანდრია არის მრავალქმრიანობა, ანუ როდესაც ქალს ერთსა და იმავე დროს ჰყავს ერთზე მეტი ქმარი. არსებობს მეორე ვარიანტიც, პოლიანდრიაა, როცა ძმებს საერთო ცოლი ჰყავთ.

ამბობენ რომ პოლიანდრიას ძალიან დიდი ისტორია აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ისტორია ჯერჯერობით არც დასრულებულა, ჯერ კიდევ გვხვდება მრავალქმრიანობის თანამედროვე მაგალითები. თუმცა რატომაც არა, თუკი მრავალცოლიანობა არსებობს, ვითომ ქალებმა რა დავაშავეთ მრავალქმრიანობა რომ მოვსპოთ? = )) ეჭვი მაქვს ამ მიზეზზე სულაც არ ფიქრობენ თავად მრავალქმრიანი ქალები, ეს პირველ რიგში ტრადიციის მაგვარია მათთან, მიღებულია და კარგად მოგეხსენებათ რაც მიღებულია, ის არც უკვირთ ხოლმე.
პოლიანდრია მიღებულად ითვლება (ან ითვლებოდა) ტიბეტში, კანადის არქტიკაში, ნეპალის ჩრდილოეთ ნაწილში, ნიგერიაში, ბუტანში, ინდოეთის ზოგ ნაწილში, შრი-ლანკაში, ჩინეთის გარკვეულ რეგიონებში,ჩრდილოეთ ტანზანიაში და კენიაში.

პოლიანდრია ანთროპოლოგებში საკამათო თემაა. მაგალითად პენსილვანიელი ანთროპოლოგი სტეფან ბეკერმანი აღნიშნავს, რომ მინიმუმ 20 ტომობრივ საზოგადოებას მაინც მიაჩნია, რომ ბავშვს შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი მამა.
ტიბეტი კი ითვლება ადგილად, სადაც პოლიანდრია ყვაოდა და ყველაზე მეტად იყო გავრცელებული, დღესდღეობით კი ეს კანონგარეშედ არის გამოცხადებული, შესაბამისად ამ ტრადიციის შენარჩუნება თანდათან უფრო რთული ხდება.

საინტერესოა რელიგიები როგორ უდგებიან მრავალქმრიანობის ტრადიციას. უმეტესობა რა თქმა უნდა ამას კარგი თვალით არ უყურებს. მაგალითად ისლამი. თუმცა არაბებშიც არსებობდა პოლიანდრიული ტრადიცია პრე–ისლამურ პერიოდში. ამ ტრადიციას კი Nikah Ijtimah ერქვა. ძველ არაბებში ქორწინების 4 ფორმა არსებობდა, მათგან ერთი ასე გამოიყურებოდა:
,,მამაკაცთა ჯგუფი შეიკრიბებოდა, ეს ჯგუფი 10 კაცზე ნაკლებიანი უნდა ყოფილიყო, ისინი აირჩევდნენ 1 ქალს, ყველა მამაკაცს ჰქონდა სექსუალური კავშირი ამ ქალთან. შემდეგ კი, თუ ქალი ორსულად დარჩებოდა და ბავშვი შეეძინებოდა, შეატყობინებდა თავის ყველა ქმარს და არცერთ მათგანს არ ჰქონდა უფლება პასუხისმგებლობა არ აეღო ბავშვზე. დაიბარებდა ქალი ყველა მათგანს თავისთან და მიმართავდა, თქვენ ძალიან კარგად იცით რაც გააკეთეთ, ახლა ბავშვი მეყოლა, ეს თქვენი ბავშვიაო და ასე დარჩებოდნენ ერთ დიდ ოჯახად” = )
შემდგომში როცა ისლამი შემოვიდა მსგავსი ქორწინება აკრძალა, ისლამის მიხედვით ვინაა ბავშვის მამა ცნობილი უნდა იყოს და ამას გარდა ქალს ქმრის გარდა სხვა მამაკაცთან სექსუალური კავშირი სასტიკად ეკრძალება.

ებრაული ბიბლიაც გმობს პოლიანდრიას, მართლმადიდებლობაშიც არაა მიღებული ეს და არც კათოლიციზმში.
უძველესი ინდუისტურ თქმულებაში, მაჰაბრატაში, პოლიანდიაზე რამდენიმე მინიშნებაა გაკეთებული, მაგალითად დრაუპანდი ხუთ ძმაზე, ფანდავებზე დაქორწინდა
68ddbeb9453a
ამ სურათზე დრაუპანდი და თავისი 5 ქმარია გამოსახული.

ჰირანიაკაშას და, პრაჩეტი კი ერთდროულად 10 კაცის ცოლი გახლდათ, აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ძველი ინდუიზმი საკმაოდ ნათელ ფერებში აღიქვამდა მრავალქმრიანობას და ეს დიდად გასაკვირი მოვლენა მათთვის არ იყო.

არსებობს ორი სახის პოლიანდრია ერთი როცა მამაკაცები ძმები არიან (ნათესაური პოლიანდრია) და მეორე, როცა მამაკაცები სრულიად უცხონი არიან. თურმე ქალს სრული უფლბა აქვს ვინც უნდა ის აირჩიოს ქმრად, შეირთოს რამდენიც სურს და შემდგომ თავად განსაზღვროს, ვისთან რამდენ ხანს იქნება ლოგინში : ) ამასთანავე სხვა ქმრებს არ აქვთ უფლება მყუდროება დაურღვიონ და შეეჭრან ცოლს, როდესაც ის სხვა ქმართან ნებივრობს.

თანამედროვე მრავალქმრიანი ოჯახები ჰიმალაიში:

d2a4c83196c5

95bcd4d556a6

c27e8ae368ca

a2e6137211cc

6b3d2809deed

7100d79f9d00

6f773f9f2f05

c69a46e524ce

გაინტერესებთ როგორ ცხოვრობენ ასეთი ადამიანები? მაშინ უყურეთ ვიდეოს

ეს კი ერთი ოჯახის ისტორია, 2 ძმა და მათი 1 ცოლი = ) ამ კაცებს შესაძლოა ძალიანაც უნდოდათ თავიანთი ცოლები ჰყოლოდთ ცალ-ცალკე, მაგრამ ყველაფერი სიღარიბის ბრალია, ამ შემთხვევაში ისედაც პატარა მიწის ნაკვეთის გაყოფა მოუხდებოდათ, ამიტომაც ისევ ამჯობინეს საერთო ცოლი დაესვათ :)

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button