გასართობისასარგებლო

შეცვალე შენი ცხოვრება


1) თუკი, შენ რეალურად გინდა საკუთარი თავის შეცვლა, პირველ რიგში უნდა ჩამოაყალიბო გეგმა. გეგმა არა გონებაში არამედ ფურცელზე უნდა ჩაიწერო. აი როგორ უნდა გააკეთო ეს: აიღე კალამი და ფურცელი, ჩამოუსვი შუაში ხაზი, ერთ მხარეს ჩამოწერე თვისებები რომლებიც აღარ გინდა რომ გგონდეს ანუ გინდა რომ შეცვალო, ხოლო მეორე მხარეს მოათავსე თვისებები რომლებიიც გინდა რომ გქონდეს, ანუ გინდა რომ შეიძინო.

2) გეგმა რომელიც ფურცელზე გაქვს კარგად უნდა შეინახო, უნდა გაითავისო გაიაზრო. ამის შემდეგ შენი ფიქრები შეცვლასთან დაკავშირებით არავის არ უნდა გაუმხილო. არც საუკეთესო მეგობარს, შეყვარებულს, ნათესავს. გეგმის და შენი ფიქრების შინაარსის შესახებ მარტო შენ უნდა იცოდე. და კიდევ ერთი, ასეთ თემებთან საუბრის დროს ფრთხილად იყავი შეიძლება ლაპარაკს შეყვე და ყველაფერი მოყვე.

3) როცა შენ შეცვლას გადაწყვეტ, ალბათ ფიქრობ რომ ამაში ვინმე უნდა დაგეხმაროს, არაა საჭირო ფსიქოლოგთან მისვლა, მეგობართან დალაპარაკება და მსგავსი რაღაცეები.
ეს შენით უნდა მოახერხო. საკუთარ თავთან მუშაობა უნდა ისწავლო, ნებისყოფა გამოიმუშავო.

4) გააზრების შემდეგ ყველაფერი გარეგნობის შეცვლით უნდა დაიწყო. შეიცვალე იმიჯი და სტილი. თუ ამას მოახერხებ მაშინ შინაგანადაც მალე შეიცვლები ბევრი წვალების გარეშე.
აი მაგალითისთვის: შეიცვალე ვარცხნილობა, შენი ყოველდღიური სტილი – უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადე.

5) თუ კი შენს თავში გაერკვიე დროა გაერკვიო სხვის აზრებშიც. დააკვირდი რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ გარშემომყოფებს შენში, მერე ამის მიზეზის ძიება დაიწყე.
ნუ გაიმართლკებ თავს შენი უარყოფითი ჩვევებისთვის ისინი მალე სამუდამოდ გაქრება…

6) შენს პირად მიზნებს, ოცნებებს, სურვილებსა და ინტერესებს სხვებს ნუ შესწირავ. თუმცა არც არავის უნდა მოახვიო ისინი თავს, და არ უნდა აიძულო რომ გაიზიარონ.
როცა შენ გაგაჩნია შენი სუბიექტური აზრი მაშინ ბოლომდე დაიცავი ის, თუნდაც შედეგი სავალალო აღმოჩნდეს.

7) ხალისიანი ადამიანები ყველას უყვარს. როცა ვინმეს გულრწფელად ებაასები ნამდვილად გამოიწვევ მასში სიმპატიას. “ილაპარაკე ის რასაც გრძნობ და გააკეთე ის რასაც ფიქრობ”. თუ კი შენ არც არაფრის გაკეთება და არც არაფრის თქმა არ გინდა მაშინ ნურც ამას მოერიდები. უბრალოდ შეეცადე სხვასაც ასევე არ დამართო.

8) როცა შენ იცვლლი იმიჯს, გარეგნობას ხასიათს, გინდაც თმას იმოკლებ ბიჭურად, შეიძლება სულ დაგავიწყდეს ქალურობა და სინაზე. ქალურობა ხომ ის თვისებაა რომელიც ბიჭებს ყველაზე მეტად მოსწონთ გოგონებში. მაქსიმალურად ეცადე იყო ბუნებრივი, და გამომეტყველებას საკუთარ თავთან სარკეში ნუ დაიყენებ.

9) თუ კი შენ ეს გამოგივა, გაერკვევი საკუთარ აზრებში, გახდები ისეთი როგორიც გსურს და დაჯდები შენს ოთახში და დაიწყებ სარკეში ყურებით ტკბობას მაშინ ყველაფერი დაიმსხვრევა. მაშინ ხომ ვერავინ ვერ შეგამჩნებს. იარე ხალხმრავალ ადგილებში. გაიჩინე ახალი მეგობრები იყავი ბედნიერი და გაუზიარე ეს ბედნიერე სხვებს.

10) თუ კი შენ ფიქრობ რომ ამას დღეს გააკეთებ და ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება, ყველაფერი ეხლავე გამოგივა, ძალიან ცდები. ნუ დაგენანება ამისთვის დრო. მიეცი უფლება შენს თავს შეეჩვიოს ცვლილებებს და ნუ შეგეშინდება მათი.

წარმატებებს გისურვებთ : ))

წყარო: poezia.ge

მსგავსი ამბები

Close
Close