საკითხავისასარგებლოსურათები

ვირუსები

მცირე ინფორმაცია ვირუსების შესახებ…

ვირუსები 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი გააჩნიათ. ბუნებაში ვირუსი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც უჯრედული აგებულება არ აქვს. არაცოცხალ ბუნებაში ისინი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ არცერთ ნიშანს არ ავლენენ. ამის გამო მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, მიეკუთვნებინათ თუ არა ისინი ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ვირუსს დამოუკიდებლად გამრავლების უნარი არ გააჩნია, იგი მხოლოდ უჯრედების ინფიცირების საშუალებით მრავლდება. ვირუსები გასამრავლებლად ადამიანის, ცხოველის ან მცენარის უჯრედებს ირჩევენ. ვირუსის გამრავლების გამო, მასპინძელი უჯრედი იღუპება.

ვირუსები ორი სახის არსებობენ – აქტიური (სწრაფად იწყებს მოქმედებას და სიმპტომები მაშინვე გამოვლინდება) და ლატენტური (მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მრავალი წლის შემდეგ იწყებს მოქმედებას და სიმპტომების გამოვლინებას)

1992 წელს მეცნიერებმა ინგლისში გაჩენილ პნევმონიის წყაროს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც ამებაში იმალებოდა.

1892 წელს რუსმა მიკრობიოლოგმა, დიმიტრი ივანოვსკიმ, დაამტკიცა, რომ თამბაქოს მცენარეების დასენიანებას ვირუსი იწვევს.

ბაქტერიოფაგი შედგება თავის, კუდისა და კუდის რამოდენიმე გამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული. თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგი ნაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდება და მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმ შეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგით დასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არა საკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება.

ეს კი მცირე ვიდეო თუ როგორ მოქმედებს ვირუსი

წყაროები:
http://ka.wikipedia.org
http://www.boko.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close